15 April 2014      ANGEL     Views 28 005    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars



ენჯელ.ჯი-მ 5 look-ის მომდევნო სტუმრად ჩვენი ამჟამინდელი მის საქართველო ანა ზუბაშვილი მოვიწვიეთ. ანა კონკურსზე გასვლამდეც წარმატებული მოდელი გახლდათ, ამბობს, რომ "მის საქართველო"-ს ტიტულის შემდეგ მისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა სამოდელო კარიერა, ანა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია და ეს სფერო დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, რასაც არც ამ სფეროში დაიშურებს.

ანას ვესაუბრეთ თუ როგორ შეცვალა მისი ცხოვრება საქართველოს სტატუსმა და სამომავლო გეგმებზე, ასევე გადავიღეთ 5 სხვადასხვა ვითარებაში, რომ წარმოგვეჩინა, თუ როგორია "მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილის ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა, პროექტისთვის 1 celebrity=5 looks

მის საქართველო 2013
ანა ზუბაშვილი
ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია




მის საქართველოს კონკურსში მონაწილეობამდეც საკმაოდ აქტიური მოდელი იყავით, გიღებდნენ სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში, ლუქბუქებში და გიხილეთ პოდიუმზე მოდის კვირეულზეც. ახლა, მის საქართველოს ტიტულის მოპოვების შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი დღის რეჟიმი

❝ თითქმის ხუთი წელია რაც სამოდელო სააგენტო “იმიჯ-ცენტრის” მოდელი ვარ და ამ სფეროში აქტიურად ვმოღვაწეობ, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთაც. გარდა ამისა, ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე და მართლაც ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო ჩემი ცხოვრება, თუმცა ამ წარმატებამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ყველანაირად შევიცვალე: გარეგნულად, შინაგანად, მომემატა პასუხისმგებლობა სამშობლოს, ოჯახის და სააგენტოს წინაშე, რადგამ მე წარვადგენ საქართველოს მის მსოფლიოზე. გარდა ამისა გავხდი უფრო თავდაჯერებული. ახლა ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელზეც ვოცნებობდი. ❞



წინა მისებს: თამარ შედანია და ჯანეტ ქერდიყოშვილს გარკვეული მიზეზებისდა გამო არ დასცალდათ ტიტულის მიერ დაკისრებული მოვალეობების სრულად შესრულება, რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის მოდელის კარიერა

❝ განსაკუთრებით ეხლა, როდესაც მის საქართველო გავხდი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული გახდა სამოდელო კარიერა სწავლასთან ერთად, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ვთვლი, რომ ჩემთვის “მის საქართველო” წარმატების კიბეა და ახლა ერთ-ერთ საფეხურზე ვდგავარ, სადაც გაჩერებას არ ვაპირებ და ვაგრძელებ საკუთარი თავის წარმოჩენას.



როგორია თქვენი, როგორც 2014 წლის მის საქართველოს გეგმა

ჩემი გეგმები პირველ რიგში მის მსოფლიოს უკავშირდება, დღეს ეს ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. მოსამზადებელ პერიოდს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, რადგან მე უნდა წარვუდგინო ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, ძალ-ღონეს არ ვიშურებ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვსდგე საერთაშორისო ჟიურის და მაყურებლის წინაშე. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ❞


#1პარკში
მაისური: Zara, ქვედაბოლო H&M



როგორია თქვენი თავის მოვლის პროგრამა და თუ შეიცვალა ის ამ ტიტულის მოპოვების შემდეგ
❝ ვთვლი, რომ თავის მოვლის საუკეთესო საშუალება სწორი კვება და ვარჯიშია

როგორი იყო ანა ზუბაშვილის ჩაცმის სტილის მის საქართველოს ტიტულამდე?
ყოველთვის ძალიან მიყვარდა კლასიკური სტილი. ვთვლი, რომ ქალური და დახვეწილია, თუმცა ყოველდღიურობისთვის თავისუფალ სტილს ვარჩევდი, მაგრამ ამ ბოლო დროს კლასიკური სტილით უფრო ხშირად ვიმოსები და ეს ძალიან მსიამოვნებს ❞




Oriflame-ის პროდუქცია სერიდან THE ONE
▶ თმის მდგრადი საღებავი HairX TruColour ფერი: წითელი ხე
▶ტუჩსაცხი The ONE Power Shine
ფერი: ვარდისფერი სამოთხე / ფერი: ნაზი ვარდი / ფერი: ოქროსფერი გარგარი
▶ კორექტორი The ONE IlluSkin
▶ თვალის ჩრდილი The ONE Colour Impact
▶ The ONE Volume Blast Mascara მოცულობის მიმნიჭებელი ტუში



რას საქმიანობთ მოდელობის გარდა, მომავალი პროფესია?
ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ეს სფერო დიდ ნებისყოფას, შრომას მოითხოვს. ძალ-ღონეს არ ვიშურებ იმისთვის, რომ იქაც დიდ წარმატებას მივაღწიო. ❞


როგორია ანა ზუბაშვილის, ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონას დღე / როგორ გაატარებდით ერთ თავისუფალ დღეს, რომელიც ამ დატვირთული გრაფიკის შემდეგ გამოგიჩნდებათ

სიმართლე გითხრათ ისე მივეჩვიე ასეთ აქტიურ და დატვირთულ გრაფიკს, რომ ერთი უქმე დღეც კი უინტერესოდ მეჩვენება ხოლმე, თუმცა ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღეც ძალიან აქტიურია, ვნახულობ მონატრებულ მეგობრებს, ნათესავებს, ვკითხულობ, ასე, რომ თავისუფალი დღეც ძალიან დატვირთული მაქვს და მე ეს ძალიან მომწონს


#2უნივერსიტეტში
ლუქი: ავთანდილი



საყვარელი წიგნი / წიგნი რომელსაც ამჟამად კითხულობთ
❝ საყვარელი წიგნი ძალიან ბევრი მაქვს და ერთის გამორჩევა ყოველთვის მიჭირს, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის „კაცი,რომელიც იცინის„ აღმოჩნდა, ამჟამად კი „საბრალონს’’ ვკითხულობ ❞



გაქვთ თუ არა ამბიციები მსოფლიო სამოდელო სფეროში დამკვიდრების, საოცნებო კონტრაქტი
❝ ჩემი ოცნებაა მივიღო მონაწილეობა პარიზის, მილანის, ნიუ იორკის, ლონდონის Fashion Week-ებზე ცნობილი დიზაინერებთან



რამდენად მეოცნებე ხართ, თუ დაარქმევდით ამას მიზანდასახულობას
ყველა ადამიანი მეოცნებეა. მე ვცდილობ მოვნახო ზღვარი ჩემს შესაძლებლობებსა და ოცნებას შორის, მაგრამ ოცნებასა და მიზანდასახულობაზე მეტი, ხომ უფლისა და საკუთარი თავის რწმენა და იმედია



"მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 looks
თუ მოგისმენიათ, რომ გამსგავსებენ პიქსარის მულტიპლიკაციური ფილმის Brave-ის პერსონაჟს მერიდას, თუმცა კი ვფიქრობთ შინაგანად უფრო ნაზი და მოწესრიგებული არსება ხართ, თავად როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

❝ რთულია საკუთარ თავის დახასიათება. ხშირად მეუბნებიან, რომ მშვიდი, გაწონასწორებული და კომუნიკაბელური ვარ. ალბათ ასეა. მართალია, მერიდას მხოლოდ თმის ფერით ვგავარ. სხვათა შორის, მერიდასა და ჩემს შორის მსგავსებას არამარტო საქართველოში, მილანშიც განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ:D❞

საყვარელი ფილმი, მულტფილმი და პერსონაჟი
ძალიან მიყვარს ქართული ფილმები, რომელიმე ერთის გამორჩევა გამიჭირდება, მულტფილმებიდან გამოვარჩევდი „ბემბის„ ❞


#3BreadBar-ში
სამოსი შეკერილია ანას შეკვეთით


ანას Bread Bar-ში მეორე ვიცე მის საქართველო თიკა ჯაბანაშვილი შეუერთდა
facebook.com/Breadbar / Kipshidze str. 2



თუ ადევნებთ თვალს მოდის ტენდენციებს და რამდენად ითვალისწინებთ მათ

ხშირად ვადევნებ თვალს მოდის ახალ ტენდენციებს, თუმცა მისი გათვალისწინება ძვირი სიამოვნებაა, მე ვთვლი, რომ ეფექტურად, მოდურად და მიმზიდველად ჩაცმა მოდის ტენდენციების გათვალისწინების გარეშეც სრულიად შესაძლებელია მცირე მატერიალური შესაძლებლობებითაც. ასე რომ, არ არის საჭირო ის გვეცვას, რაც მოდაშია, მოდაში ის არის რაც გვიხდება ❞

ქალბატონები, რომლის სტილიც მოგწონთ
❝ საუკეთესო სტილი აქვს mademoiselle chanel-ს ❞


#4გადაღების შემდეგ
კაბა: Zara




ადგილი სადაც შოპინგობთ თბილისში
ძირითადად ონლაინ შოპინგით ვსარგებლობ, ვთვლი რომ იქ მეტი არჩევანია

საყვარელი საიტები ონლაინ შოპიგისთვის (თუ სარგებლობთ)
asos, forever21

ქვეყნები რომელთაც გსურთ ესტუმროთ და ფესტივალები თუ კონცერტი, რომელთაც ისურვებდით რომ დაესწროთ, თუ გაქვთ ასეთი გეგმა
❝ დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ბრაზილიურ და ვენეციის კარნავალს


#5ოთარ ტატიშვილთან შოუში სტუმრად
კაბა: მარიონელა





მის საქართველო 2013
ანა ზუბაშვილი
ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია


Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: 5looks Miss Georgia Miss მის საქართველო Georgia Georgian

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top