;
18 აპრილი 2014      liliana     2 კომენტარი     ნანახია 1510-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Alexander Wang is Collaborating with H&M!

მოდურმა და ახალგაზრდულმა ტანსაცმლის ბრენდმა H&M-მა Coachella Music Festival-ის წვეულებაზე ახალი სასიამოვნო სიახლე გაუმჟღავნა მომხმარებლებს: ტანსაცმლის ბრენდისთვის ახალ კოლექციას მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი ალექსანდრ ვონგი შექმნის. ახალი ტანსაცმლის ხაზი ხელმისაწვდომი 2014 წლის 6 ნოემბრიდან როგორც ონლაინ, აგრეთვე H&M-ის 250 ფილიალში იქნება შესაძლებელი. სიახლე ოფიციალურად დასტურდება H&M -ის ვებ გვერდზეც.

Alexander Wang is Collaborating with H&M!


ბალენსიაგას სახლის კრეატიულმა დირექტორმა H&M-თან გაფორმებული კონტრაქტის და ახალი ტანსაცმლის ხაზის წარმოების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეხლა განსხვავებული ერაა, ვფიქრობ რომ ყველაფერი იცვლება, მთელი დიზაინი და მოდის სისტემა და ვფიქრობ რომ ყველას აქვს შესაძლებლობა შექმნას რაღაც განსხვავებული და ინდივიდუალური. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო H&M-ის ახალი დიზაინერი და პარტნიორი, ამ გუნდთან მუშაობა ყოველთვის სახალისოა. ახალი ტანსაცმლის ხაზი საუკეთესო საშუალებაა ფართო აუდიტორიისთვის გამოცადონ ალექსანდრ ვონგის ბრენდის ელემენტები და ცხოვრების სტილი."

დიზაინერი H&M-ის ბრენდისთვის არამარტო ტანსაცმლის,
არამედ აქსესუარების ახალ კოლექციასაც შექმნის როგორც ქალებისათვის აგრეთვე მამაკაცებისათვის.

Alexander Wang is Collaborating with H&M!

H&M-ის ბრენდამდე ალექსანდრ ვონგი ისეთი მოდის სახლებისთვის ქმნიდა კოლექციებს,
როგორიც Versace, Marni და Lanvin-ია.

"ალექსანდრ ვონგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. მან ზუსტად იცის რა მოსწონს ხალხს და ამ ყველაფერს დიდი ვნებით და შემოქმედებით უდგება რაც გადამდებია.ჩვენთვისაც დაუჯერებელი სიურპრიზია რომ მასთან ვითანამშრომლებთ წელს"
-განაცხადა H&M-ის კრეატიულმა დირექტორმა მარგარეტა ვან ბოშმა.

Alexander Wang is Collaborating with H&M!

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

2


  • xxStarxx თქვა:
    21 აპრილი 2014 15:17 - ID: 2,
    ვგიჟდები <3

  • ana axalaia თქვა:
    19 აპრილი 2014 12:23 - ID: 1,
    sul ertia chemtvis :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top