;
21 აპრილი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 11956-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნანკა კალატოზიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარი ნანკა კალატოზიშვილია. საუბარი შედგა ნანკას სტილსა და გემოვნებაზე. როგორია პატარა დანის(შვილის) სტილი,ჩანთები ნანკას ცხოვრებაში და სამომავლოგეგმები. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„ცალ-ცალი ფეხსაცმლით აღარ დავდივარ. ისე ნამდვილად არ შეცვლილა ჩემი სტილი.
მოდას ვერ მივყვები. კომფორტზე ვარ ორიენტირებული.“


მახსოვს, პატარაობიდანვე ორიგინალური იყავი. შეიცვალა ბავშვობის მერე ნანკას სტილი?

ცალ-ცალი ფეხსაცმლით აღარ დავდივარ. ისე ნამდვილად არ შეცვლილა. მოდას ვერ მივყვები. კომფორტზე ვარ ორიენტირებული. თუმცა, როდესაც მოდურ ადამიანებს ვუყურებ, მაგალითად შენ, კრისტი, ძალიან მომწონს. ძალიან მშურს იმ ადამიანების, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლებით თავისუფლად მოძრაობენ. მე კეტებს ვერ გავცდი.

შენს გარდერობში საერთოდ არ არის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?

რეალურად მაქვს. უცბად აღმოვაჩინე, რომ როცა მჭირდებოდა არ მქონდა. წავედი საყიდლად და მაინც კეტებით დავბრუნდი. მინდა თუ არ მინდა მაინც ვყიდულობ. აღმოვაჩინე რომ შავი ფერის საერთოდ არ მაქვს, უფრო მწვანე, წითელი, ჭრელი ფერები ჭარბობს.

კაბებს რა ადილი უკავია შენს გარდერობში?

კაბების სერიოზული დეფიციტი მაქვს. ერთხელ გადაღებიდან ჩემს სახლში მოვედით და კაბა უნდა აგვერჩია გადასაღებად, აღმოვაჩინე, რომ ფიზიკურად არ მქონდა. მაქვს მხოლოდ ბალახონივით ფართხუნა კაბები. მემგონი უკვე იმ ასაკში ვარ, რომ გარდერობში უნდა მქონდეს კაბები.



„მემგონი უკვე იმ ასაკში ვარ, რომ გარდერობში უნდა მქონდეს კაბები.“

აქსესუარებს ხმარობ ყოველდღიურად?რომელი გიყვარს გამორჩეულად?

საყურეები მიყვარს ძალიან. ყელზე ვერაფერს ვერ ვხმარობ. დიდი საყურეები, დიდი ბეჭდები და დიდი საყურეები მიყვარს.
ოქრო არ მიყვარდა არასდროს. ნელ-ნელა ვიკეთებ უკვე. რუჯზე ძალიან მომწონს ოქრო. ყოველთვის უფრო მასიური რაღაცები მიყვარდა. ტყავის სამაჯურები, ბიჭური რაღაცები უფრო მომწონს.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიზაინერები გაცმევდნენ. ერეოდი სამოსის შექმნის პროცესში?

მე ხომ ვიცი ეკრანზე დაახლოებით როგორ იღებენ და როგორი ვჩანვარ კადრში. ამიტომ ერთადერთი თხოვნა მქონდა ყოველთვის, რომ მუხლამდე კაბა არ მცმოდა.
ერთი ორჯერ ჩამაცვეს და ეკრანზე გაუგებარი სიგრძე ჩანდა,რომელიც მე არ მიხდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სიგრძე ეკრანზე კარგად არ გამოჩნდებოდა. მაშინ წონაში მომატებული და ახალ ნამშობიარები ვიყავი. ვურჩევდი, რომ უფრო ტანს გაყოლოდნენ, ვიდრე დაეფარათ რაღაცები. თავიდან ასეც ვცადეთ და არ მომიხდა. დისკომფორტი მქონდა სხვა წონის გამო, რომელიც ჩემთვის უცხო იყო. თუმცა ვერ გავაკეთე დიეტა, პარალელურად სერიალს ვიღებდით და ფიზიკურად ვერ შევძლებდი.



„ყოველთვის უფრო მასიური რაღაცები მიყვარდა.
ტყავის სამაჯურები, ბიჭური რაღაცები უფრო მომწონს.“


ქართველი დიზაინერებიდან ვისთან თანამშრომლობ ყველაზე ხშირად?

გიორგი ამირეჯიბი ჩემი ბავშვობის მეგობარია. როცა ჩამოდის გამოვდივარ მის ჩვენებებზე.
ტანსაცმელიც მომწონს. ადრე გამოვდიოდი დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზეც. მეგობარი როცა მთხოვს, რატომაც არა, ყოველთვის ვეხმარები.

ვარცხნილობას არასდროს არ იცვლი.არ გიფიქრია ცვლილებაზე?

სულ გაშლილი მაქვს. ძალიან მინდოდა მოკლედ თმის შეჭრა.
თხელი თმა მაქვს და რომ შევიჭრა, მერე სულ დასაყენებელი მექნება. დაყენება მეზარება, ძირითადად აწეული ან გაშლილი მაქვს სულ.

შენ ხარ ტყუპისცალი. შენს ძმას რაღაცით გავხარ. ერთნაირად თუ გაცმევდნენ ბავშვობაში?

მახსოვს, ერთნაირი თეთრი სვიტერები გვქონდა. მანდ დამთავრდა.
ქურთუკებიც გვქონდა, ოღონდ სხვადასხვა ფერის.



„არ მიყვარს ბავშვებს პიჯაკებს რომ აცმევენ, თავისი ჰალსტუხებით.
უფროსებზე არ მიყვარს და ბავშვს რატომ უნდა ჩავაცვა.“




ხასიათებით გავხართ ერთმანეთს?

ის სულ სხვაა. უფრო დინჯი იყო ყოველთვის. გარდატეხის ასაკიდან სულ კითხულობდა, სულ რაღაცით დაინტერესებული იყო.
ბავშვობაში ის სულ რაღაცას აფუჭებდა, მე ენის მიტანა მასწავლეს, რადგან ის რასაც აფუჭებდა ჩუმად, ამას ვერავინ ვერ იგებდა. მერე მომეწონა ეს პროცესი და ყველაფერს ვყვებოდი ხოლმე. ის სხვა სფეროშიც არის. ყველაფერი ისწავლა, რაც შეიძლებოდა. მე ეგეთი ჭკვიანი ვერ ვარ. მე ჩემს სფეროში ვარ.

როგორია პატარა დანის (შვილის) სტილი?

როგორი აჩაჩულებიც დავდივართ მშობლები, ისე დადის დანიც.
ალბათ, მერეც ასე იქნება. ძალიან მომწონს სპორტული ტიპის შარვლები. არ ვაცმევდი სპეციალურად ჯინსებს, სადამდეც შეიძლება რომ კომფორტულად იყოს ელვისა და ღილების გარეშე, ბოლომდე ვცდილობ რომ ასე ჩავაცვა. ახლა უკვე აცვია კაცურად ჩაჩული შარვლები. არ მიყვარს ბავშვებს პიჯაკებს რომ აცმევენ, თავისი ჰალსტუხებით. უფროსებზე არ მიყვარს და ბავშვს რატომ უნდა ჩავაცვა. მინდა სრული კომფორტი ჰქონდეს.




„ვთვლი, რომ ჩანთა არასდროს არ არის ზედმეტი. თუ მოგწონს უნდა იყიდო.“

რაც შეეხება ჩანთებს,რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ჩანთას?

კედო (მეუღლე) სულ დამცინის - „ რად გინდა ამდენი ჩანთაო“. მე კი სულ ვეუბნები, რომ ჩანთა ზედმეტი არადროს არ არის, ისევე როგორც კეტი. ერთი პერიოდი ძალიან დიდი ზომის ჩანთებით დავდიოდი, ფაქტობრივად სახლი მჭირდებდა ხოლმე დილიდან გამოსულს. პატარა ჩანთებს საერთოდ ვერ ვხმარობდი. მერე საშუალო ზომაზე გადავედი. ახლა არეულად. ვთვლი, რომ ჩანთა არასდროს არ არის ზედმეტი. თუ მოგწონს უნდა იყიდო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მალე დაიწყება „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ისევ წამყვანის ამპლუაში ვიქნები. სერიალი „პარადოქსი“ დაიხურა, გარკვეული მიზეზების გამო. სპექტაკლებში ვთამაშობ, სხვა ჯერჯერობით არაფერი. კარგი ამინდი გამოდის და აქტიურად ვისეირნებ, ძალიან მიხარია.


BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!




Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ნანკა კალატოზიშვილი

17


  • tamarii თქვა:
    24 აპრილი 2014 10:36 - ID: 17,
    ძალიან მომწონს ეს გოგო love ძალიან ლამაზია love

  • elga თქვა:
    23 აპრილი 2014 19:48 - ID: 16,
    მიყვარს ნანკა

  • LiiZii თქვა:
    22 აპრილი 2014 19:37 - ID: 15,
    ძალიან ლამაზი , კოხტა და განსხვავებულია . მე ძალიან მომწონსს love love

  • taamuunaa თქვა:
    22 აპრილი 2014 19:06 - ID: 14,
    ძააან მომწონსს ეს გოგოოოოოოოოოოოო love

  • mariamininutsa თქვა:
    22 აპრილი 2014 14:18 - ID: 13,
    საყვარელი love
    ციტატა: natianatia
    ეს ქალი უბერებელია .. სუ ესეთია რაც მახსოსვს love

    ხოო მეეც

  • Laaaa თქვა:
    22 აპრილი 2014 00:12 - ID: 12,
    ერთ-ერთო ულამაზესი ქალია საქართველოში :)) მე კიდე პარადოქსის გაგრძელებას ველოდი

  • Beel თქვა:
    21 აპრილი 2014 22:58 - ID: 11,
    lol

  • tatuchi თქვა:
    21 აპრილი 2014 20:41 - ID: 10,
    Dzalian kargi da sayvareli gogoa

  • NiNi_N თქვა:
    21 აპრილი 2014 17:34 - ID: 9,
    love

  • krist...star თქვა:
    21 აპრილი 2014 15:20 - ID: 8,
    უულამაზესი love

  • natianatia თქვა:
    21 აპრილი 2014 15:05 - ID: 7,
    ეს ქალი უბერებელია .. სუ ესეთია რაც მახსოსვს love

  • demetria თქვა:
    21 აპრილი 2014 14:53 - ID: 6,
    ulamazesiaa <33

  • gvantsa777 თქვა:
    21 აპრილი 2014 14:35 - ID: 5,
    ნანკა, ძალიან ლამაზიიაა!! love დახვეწილი და ნაზი love

  • ano... თქვა:
    21 აპრილი 2014 13:41 - ID: 4,
    ძალიან მომოწნს ნანკა ულამაზესია love

  • ancho_ano თქვა:
    21 აპრილი 2014 13:01 - ID: 3,
    ვგიჟდებიი ძააან მომწონსსს

  • Imaginary თქვა:
    21 აპრილი 2014 11:21 - ID: 2,
    ულამაზესია, იდეალური ნაკვთები აქვს <3
    პარადოქსი უკვე დაიხურა? რას ცანცარებენ, თუ ვერ იღებდნენ რაღას დაიწყეს -_-

  • Nina√ თქვა:
    21 აპრილი 2014 08:18 - ID: 1,
    მე მეგონა ცეკვავენ ვარსკვლავებში ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა :/ ძალიან მიყვარს ნანკა სტილიც ძალიან მომწონს ულამაზესი გოგოა love

    გამიხარდა მისი ამ პროექტში ნახვა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top