;
30 აპრილი 2014      ANGEL     20 კომენტარი     ნანახია 123215-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



ინტერვიუ ანუკი არეშიძესთან ANOUKI -ს ბრენდის და სამომავლო გეგმების შესახებ

ანუკი არეშიძე - ყოფილი მოდელი, დიზაინერი, ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამინდელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მეუღლე და სამი შვილის დედაა. წარმატებული და მიზანდასახული ქართველი დიზაინერის ინტერვიუ-პროფილი. რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ მანდილოსანს, რა სიახლე ელით ANOUKI-ს ერთგულ მყიდველებს და როგორია მისი კოლექციის ქალი, ამ და სხვა თემებზე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის



ანუკი, შენ მოღვაწეობდი მოდის სფეროში როგორც მოდელი,
ახლა უკვე დიზაინერი ხარ, მოგვიყევი რამ განაპირობა შენი პროფესიის ცვლილება?


მოდის სფეროში როგორც მოდელი 6 წელი ვიყავი. არ ყოფილა ჩემთვის უცხო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. ყველაფერი სწავლამ განაპირობა. სწავლის პროცესში ძალიან ბევრი რამ გავიგე, ვისწავლე რაც არ ვიცოდი. ჩემი ტვინის ნაწილში რაღაც აფეთქება მოხდა. შემდეგ მომინდა, რომ ჩემი რაღაცები გამეკეთებინა, სახლში ვფიქრობდი, ვხატავდი, ვაკეთებდი. მერე უკვე სერიოზულად გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის სხვანაირად მომეკიდა ხელი.

ბავშვობაში თუ ქმნიდი სამოსს, თუ მოზარდობის ასაკში დაიწყე რაღაცების შექმნა?

დარწმუნებული ვარ, ყველა გოგონას გარკვეულ ასაკში აინტერესებს კერვა. ბავშვობაში ჯინსებს გადავჭრიდი და ჩანთას ვაკეთებდი. ხანდახან შარვლებიც გადამიკეთებია ქვედაბოლოებად. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ არასერიოზული იყო. ყოველთვის მქონდა ამის ინტერესი და სურვილი, რომ რაღაც შემექმნა. არასდროს არ მეზარება მუშაობა და ახლის კეთება. ყოველდღიურად, ძილის წინაც კი ვფიქრობ, რა შეიძლება ახალი გავაკეთო. სულ ვფიქრობ იმ კოლექციაზე, რომლის ჩვენებასაც ვაპირებ ხოლმე.



„არასდროს არ მეზარება მუშაობა და ახლის კეთება. ყოველდღიურად,
ძილის წინაც კი ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ახალი.”



საიდან მოდის ინსპირაციის წყარო, ყოფილა კონკრეტული ადამიანი,
ვისი ინპირაციითაც შექმენი სამოსი?


კონკრეტული ადამიანი არასდროს ყოფილა. უბრალოდ რაღაც პერიოდმა განაპირობა ეს ყველაფერი. სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში, დიდი გარდატეხა მოხდა. როგორც გემოვნებასა და ჩაცმულობაში, ასევე ბევრ რამეში. სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. კონკრეტული პერიოდი იყო, რომელმაც მომცა ინსპირაცია და მუზა, შემექმნა სამოსი.

როგორ ახერხებ შეუთავსო ერთმანეთს კარიერა და დიდი ოჯახი?

ძალიან რთულია. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვებთან ერთად ვერ ვატარებ. თუმცა, გვაქვს საღამოს 7 საათის მერე ბედნიერება იმისა, რომ ერთად ვიყოთ. ხშირად ჩემთანაც სძინავთ. კიდევ გვაქვს შაბათ-კვირა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ვისვენებ. სახლში უფრო ვიღლები ხოლმე ბავშვებთან, ვიდრე სამსახურში. რთულია ნამდვილად, მაგრამ კარგად მაქვს დრო გადანაწილებული. კმაყოფილი ვარ, რადგან ყოველთვის ვახერხებ, რომ მეუღლესაც და ბავშვებსაც სათანადოდ მივაქციო ყურადღება.


„ახლა ქართველ დიზაინერებზე დიდი მოთხოვნაა, როგორც რუსეთში, ასევე, აზერბაიჯანში. ყველას უნდა ქართველი დიზაინერის სამოსი, რადგან არის უცხო, საინტერესო და იკერება თითოეული, არ არის მასობრივი.“


როგორია გემოვნებიანი და საქმიანი ქალის სტილი?

სტილს გააჩნია. მთავარი ის არის, რაც გაცვია გიხდებოდეს და შენი იყოს. არ უნდა გეცვას იმიტომ, რომ ვიღაც გააგიჟო და ვიღაცას თავი მოაწონო. ყოველთვის როცა ასე ხდება და რაღაც შენი არ არის, ეს ჩანს და ხშირად უარყოფით ემოციას იწვევს. ყველა სტილის ქალი მომწონს. რაც შეეხება საქმიან ქალებს, ძირითად შემთხვევაში უყვართ კოსტუმები და ფეხსაცმელები. მიყვარს, როდესაც მანდილოსანს კოსტუმი აცვია და რაღაც დეტალითა და ხაზით იხდენს.

როგორია შენი ყოველდღიური საქმიანი სტილი?

კონკრეტული სტილი არ მაქვს, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. შეიძლება სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვა. შეიძლება მთელი ერთი კვირა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიარო. ძირითადად ხასიათისა და ფერების მიხედვით ვირჩევ ჩემს სტილს. დღის განმავლობაში მაინც დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები მაცვია.

შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს,
იმისათვის რომ გახდეს დამოუკიდებელი და წარმატებული?


მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. მიზანს რომ დაისახავს, უნდა იცოდეს რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას .ბევრი ამბობს: „ჩემი მიზანი ეს არის..“, თუმცა მიზნის მისაღწევად არაფერს არ აკეთებენ. ჩემი მიზანია, ძალიან მინდა, უახლოეს მომავალში თუ არა არაუმეტეს 5 წელიწადისა, მილანის მოდის კვირეულში მივიღო მონაწილეობა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან ბევრს ვშრომობ.



რა მდგომარეობაა ახლა ქართული მოდის ბიზნესში?

იმის მიუხედავად, რომ მოდის კვირეული არ ჩატარდა და თითქოს, არაფერი არ ხდება, დიზაინერები მაინც მუშაობენ. გვთავაზობენ ახალ ტენდენცებზე შექმნილ სამოსს. ერთმანეთს ვაძლევთ სტიმულს, რომ ვიმუშაოთ. ძალიან მიხარია და ყოველთვის აღვნიშნავ ქართველი დიზაინერების წარმატებას. ისინი მე მაძლევენ სტიმულს, რომ კარგად ვიმუშაო და რაღაც ახალი შევქმნა. დარწმუნებული ვარ, მეც მივეცი ერთ ადამიანს მაინც სტიმული, რომ კოლექცია გააკეთოს და გააცოცხლოს თავისი ატელიე. ნელ-ნელა ვცდილობთ გავაკეთოთ რამე. ახლა ქართველ დიზაინერებზე დიდი მოთხოვნაა, როგორც რუსეთში, ასევე, აზერბაიჯანში. ყველას უნდა ქართველი დიზაინერის სამოსი, რადგან არის უცხო, საინტერესო და იკერება თითოეული, არ არის მასობრივი.

რა უნარები განავითარე პირველი კოლექციის შექმნიდან დღემდე, როგორც დიზაინერმა.
შეგიძლია შეადარო პირველი და ახლახან შექმნილი კოლექცია?


ვერ შევადარებ, რადგან ახლახან შექმნილი კოლექცია უფრო ახლოა ჩემთან. უფრო დახვეწილია, უფრო გემოვნებიანია, უფრო ქალურია. ქალის სილუეტი არ არის დაკარგული. უფრო ანუკია, ვიდრე წინა წლების. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ადრე მარტო არ ვმუშაობდი და მაშინ მარტო ჩემი „ქალი“არ იყო. დღეს უკვე აქვს საზოგადოებას იმის ხილვის საშუალება, რომ ნახოს როგორია მარტო ანუკის „ქალი“. როგორ ქალბატონზე ვმუშაობ. ჩვენების ხაზი ერთია, არის მეორე ხაზი, რომელსაც სპეციალურად მაღაზიისთვის ვაკეთებ. მალე ინტერნეტ მაღაზიაც გვექნება, სადაც ახალგაზრდული, მოდური, გემოვნებიანი და საინტერესო ქალბატონის კოლექცია იქნება წარმოდგენილი. მთლიანად საიტი უკვე მზად არის. კოლექციისა და ფეხსაცმელების გადაღებები დაგვრჩა. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს უცხოეთიდან. რთულია ყველას მხოლოდ სოციალური ქსელით ეკონტაქტო. მათთვისაც ძალიან კომფორტული იქნება. საიტზე შეიძენენ ნებისმიერ ფეხსაცმელსა თუ სამოსს. ქართველებსაც და უცხოელებსაც შეეძლებათ საიტზე შესვლა და სასურველი სამოსის შეძენა.


„ჩვენების ხაზი ერთია, არის მეორე ხაზი, რომელსაც სპეციალურად მაღაზიისთვის ვაკეთებ. მალე ინტერნეტ მაღაზიაც გვექნება, სადაც ახალგაზრდული, მოდური, გემოვნებიანი და საინტერესო ქალბატონის კოლექცია იქნება წარმოდგენილი.“


ვინ არის შენი მაღაზიის ყველაზე ხშირი კლიენტი?

არ ვიცი, ბევრნი არიან. ცნობილი სახებიიდან განსაკუთრებული სიხშირით ვინმე მოდის-თქო რომ გითხრა, მოგატყუებ. ჩემთან უფრო სხვა სტილის ქალბატონები დადიან. ოჯახებიდან, რომლებიც თბილისელებმა იციან, თუმცა ცნობილი სახეები არ არიან. ძალიან საინტერესო ქალბატონები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კომპლიმენტსაც იმსახურებენ. ყოფილა შემთხვევები, საღამოებზე მინახავს რამდენიმე ჩემი კაბა.უ ცბად ვერ მიმხვდარვარ, რომ ჩემი იყო, მომწონებია და მერე მითქვამს: „უი,ეს ხომ ჩემი კაბაა-მეთქი.“

ასაკობრივი ზღვარი თუ აქვს შენს შემოქმედებას?

ქალბატონს გააჩნია. ბევრი ახალგაზრდა გოგონა ვერ მოიხდენს ჩემს სტილს, იმიტომ რომ სულ ჯინსი აცვია და უფრო სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, დედაჩემის სტილის ქალი, რომელსაც უნდა რომ სულ გაპრანჭული, გამორჩეული იყოს და უნდა, რომ ბევრი კომპლიმენტი მიიღოს, ის 70 წლის ასაკშიც მოირგებს ამ სამოსს. ძალიან მიყვარს მოდური ქალები. მით უმეტეს ასაკში უფრო საინტერესოები არიან, ევროპაში ბევრი ასეთი ქალბატონი.


„სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში დიდი გარდატეხა მოხდა.
როგორც გემოვნებასა და ჩაცმულობაში, ასევე ბევრ რამეში. სხვა თვალით შევხედე ყველაფერს.“


როგორია შენი სამომავლო გეგმები? თბილისის მოდის კვირეულზე აპირებ მონაწილეობის მიღებას?

მოდის კვირეულზე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. უკვე გავაკეთე ჩემი პერსონალური ჩვენება. ოქტომბერში მინდა მეორე ჩვენება გავაკეთო. მაქვს ჩემი გეგმები. 2015 წლის ზაფხულის კოლექცია, რომელსაც უკვე ვაკეთებ, ივლისში მზად მექნება. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინტერესი მაქვს, რომ მალე ვაჩვენო. გეგმები და მიზნები ძალიან ბევრი გვაქვს.

5 წლის შემდეგ შენი მიზანი მილანის მოდის კვირეულზე მონაწილეობის მიღებაა.
როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ?


10 წლის შემდეგ, წესით მაღაზიაც უნდა მქონდეს მილანში. არა მარტო მილანში, პარიზშიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად მოხდება. არაფერს არ აქვს ფასი, როდესაც ყველაფერი ადვილად მოდის. იმ წვალებას დიდი სიამოვნება აქვს მერე, როდესაც შედეგს ხედავ. თუნდაც, ჩვენების ბოლოს რომ რამდენიმე წამით გადიხარ დიზაინერი სცენაზე და ყველაფერი ამისთვის კეთდება. არასდროს დამეზარება მაგისთვის შრომა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ.







ANOUKI-მაღაზიაში წარმოდგენილი სამკაულები ეკუთვნის იტალიელ დიზაინერს Marina Fossati



ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: Anouki, Anuki, Areshidze, Anouki Areshidze, Georgian, for angelge, angel.ge-სთვის

20


  • AnnaMaria თქვა:
    23 სექტემბერი 2015 04:29 - ID: 20,
    Nიცე არტიცლე, ტჰანკს ფორ სჰარინგ ტო უს.
    @ rental mobil jakarta

  • onlygirl თქვა:
    25 იანვარი 2015 18:47 - ID: 19,
    კარგი ადამიანია love

  • mariamininutsa თქვა:
    2 მაი 2014 19:13 - ID: 18,
    ამ ფოტოებში,რომ ფეხსაცმელი აცვია,როგორ მინდა (((((((((

  • ANGEL თქვა:
    2 მაი 2014 01:58 - ID: 17,
    ციტატა: nini:)(:
    აშკარა პროგრესი აქვს... ამ ჯერზე მართლა ძალიან მოეწონა თითქმის ყველაფერი♥♥♥ მაინტერესებს ფასები სად შეგვიძლია გავიგოთ??


    ინსტაგრამზე @anoukistore ფოტოს კომენტარებში წერენ ხოლმე ფასს

  • sally88 თქვა:
    1 მაი 2014 22:46 - ID: 16,
    ძალიან მომეწონა ყველაფერიი მინდააააა.... სად სეიძლება სვეიზინოოო?

  • nini:)(: თქვა:
    1 მაი 2014 13:33 - ID: 15,
    აშკარა პროგრესი აქვს... ამ ჯერზე მართლა ძალიან მოეწონა თითქმის ყველაფერი♥♥♥ მაინტერესებს ფასები სად შეგვიძლია გავიგოთ??

  • amanda თქვა:
    30 აპრილი 2014 23:54 - ID: 14,
    ძალიან მიყვარს ანუკი,საყვარელი ადამიანია,გემოვნებიანი,კეთილი,საქმეს და კარიერას კარგად უთავსებს ერთმანეთს

  • liii :) თქვა:
    30 აპრილი 2014 21:55 - ID: 13,
    ძალიან მომწონს ანუკი <3

  • dancing queen თქვა:
    30 აპრილი 2014 21:54 - ID: 12,
    კარგი გოგოა ანუკი, მომწონს

  • Ba Bi თქვა:
    30 აპრილი 2014 21:35 - ID: 11,
    ძალიან მომწონს ანუკი,ასევე მისი კოლექციაც :)

    ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო იყო.

  • Bao თქვა:
    30 აპრილი 2014 19:01 - ID: 10,
    ჩემთვის ნომერ პირველი ქალი საქართველოში) მიყვარს ძალიან.

  • Mari.♫ თქვა:
    30 აპრილი 2014 18:44 - ID: 9,
    ფეხსაცმელები ძალიან მომწონს,
    ანუკი ულამაზესია.

  • smileyz_xato თქვა:
    30 აპრილი 2014 17:44 - ID: 8,
    მიყვარს ანუკი ძალიან შესანიშნავი ქალია ახალი დიზაინივით <3

  • tamo თქვა:
    30 აპრილი 2014 15:45 - ID: 7,
    საყვარელი გოგოა ^_^

  • rihanna_mari თქვა:
    30 აპრილი 2014 15:25 - ID: 6,
    ძალიან საყვარელი გოგოა
    P.s ახალი დიზაინი ძაააააააააააააააააააალიან მომწონს <3

  • kristi_ თქვა:
    30 აპრილი 2014 13:53 - ID: 5,
    მომწონს ძალიან სხვათაშორის მისი ნამუშევრები. ერთი ფეხსაცმელი მომწონდა წინა კოლექციიდან თუმცა -ღა ისეთი ფასი ედო :((

  • marika0704 თქვა:
    30 აპრილი 2014 13:20 - ID: 4,
    ფეხსაცმეები ძალიან მომეწონა.

  • Lel Oo★ თქვა:
    30 აპრილი 2014 11:36 - ID: 3,
    მიხარიაა რომ აკეთებს ინტერნეტ მაღაზიასს, საქართველოში არ მყოპნებიც ვისარგებლებთ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top