22 April 2014      Hermione...♥     Views 2 706    
Category: Fashion / Stars

Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014

ემა სტოუნმა ამერიკული ვოგის 2014 წლის მაისის გამოცემა დაამშვენა, რომელიც გაყიდვაში 29 აპრილიდან გამოვა. 25 წლის ლამაზმანმა, რომელსაც სურათები ფოტოგრაფმა ქრეგ მაკდინმა გადაუღო, მოდური ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თავის ბოიფრენდ ენდრიუ გარფილდსა და მასთან ერთად მუშაობაზე.

Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
თავისი სახელის "დაგუგლვის" შესახებ: ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ, რადგანაც არ მომწონს რასაც შედეგად ვპოულობ, მაგრამ ზოგიერთი რამ ძალიან სასაცილოა. მაგალითად, ვიღაცამ მომიხსენია, როგორც "ის მოსაწყენი, უხალისო ძუკნა" და მას შემდეგ ხუმრობით საკუთარ თავს სწორედ ასე ვახასიათებ.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
ბავშვობის ოცნების ახდენის შესახებ: როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა, ჩემი მშობლების ჩემსავე მონდომებაში დასარწმუნებლად მათ ამ თემაზე PowerPoint-ის პრეზენტაცია გავუკეთე, რომელსაც დამატებითი ეფექტისთვის მადონას სიმღერა, 'Hollywood' დავადე.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
რეალითი შოუში მონაწილეობის შესახებ: არ ვიცი, ამას რატომ დავთანხმდი. ალბათ, იმიტომ, რომ მაშინ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი შოუბიზნესში. ერთი შეხედვით, ყველაფერი უშფოთველად უნდა წარმართულიყო, მაგრამ როდესაც 7 კვირის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ პროექტზე ხარ ორიენტირებული, ძალიან, ძალიან გინდება გამარჯვება.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
Easy A-ს [თინეიჯერული კომედიის, რომელში შესრულებული როლისთვისაც მსახიობმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მოიპოვა] შესახებ: ეს არის ფილმი, რომელშიც საკუთარი თავის ყურებისას განსაკუთრებით უხერხული განცდა მეუფლება. ამიტომაც, მის პრემიერაზე, კინოდარბაზში შესვლის ნაცვლად შემწვარი კარტოფილის საჭმელად გავეშურე.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
თავისი ბოიფრენდის, ენდრიუ გარფილდის შესახებ: ვფიქრობ, მასთან ყოფნისას ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მოკლედ რომ გითხრათ, ის არის ადამიანი, რომელსაც ჩემს გულში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამიტომ, მასთან ერთად ნებისმიერ პროექტზე მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014
მოდისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ: რაც უფრო ახლოს ვეცნობი მოდის სამყაროს, მით უფრო მეტი რამ მაინტერესებს მის შესახებ. მიუხედავად ამისა, ვცდილობ მოდურმა ტენდენციებმა ჩემზე დიდი გავლენა არ მოახდინოს, რათა ინდივიდუალური სტილის შენარჩუნება შევძლო.
Emma Stone Covers 'Vogue,' May 2014

Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top