;
28 აპრილი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 9335-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ირინა ონაშვილი
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ირინა ონაშვილი

BUON VIAGGIO ირინა ონაშვილს მასპინძლობს. ირინა პროექტ „ორი ვარსკვლავისა“ და საყვარელი აქსესურების შესახებ კრისტის ესაუბრა. როგორ ჩამოყალიბდა მისი გემოვნება და სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„13 წლის ვიყავი, პირველად მანდ გამიკეთეს წარბები. ძალიან პატარა და სასაცილო ვიყავი. შენ, კრისტი მაშინ უკვე პროფესიონალი მოდელი იყავი. პირველი მაკიაჟი საოცარი იყო.“

მახსოვს,სკოლიდან მოგიყვანეს თეა მაქაცარიასა და ჟორჟიკას სააგენტოში.ძალიან პატარა და ლამაზი იყავი.მაშინვე ფოტო გადაღებაზე შეგიყვანეთ.

13 წლის ვიყავი, პირველად მანდ გამიკეთეს წარბები. ძალიან პატარა და სასაცილო ვიყავი. შენ, კრისტი მაშინ უკვე პროფესიონალი მოდელი იყავი.
მეგონა, რომ სახეზე ბოტოქსი მქონდა გაკეთებული, გაშეშება დამემართა. პირველი მაკიაჟი საოცარი იყო.

ბავშვობიდან როგორ ყალიბდებოდა შენი გემოვნება,დედასთან გქონდა წინააღმდეგობები?

იყო პერიოდი, სხვების მსგავსად მეც მომწონდა ფუშფუშა კაბები. თუმცა, გათამამებული ბავშვებივით ყველაფერი რომ უნდათ და მშობლის აზრი არ აინტერესებთ, ასეთი არ ვყოფილვარ. მეც მიყვარდა აჟურული ხელთათმანები, დედას მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, მაგრამ ზედმეტობაში არ გადამსვლია არასდროს.

მოდელი რომ გახდი,მერე თუ შეიცვალა შენი სტილი.მე მაგალითად, ყოველდღიურად ჯინსს უფრო ვანიჭებ უპირატესობას.შენთვის რომელია ყველაზე კომფორტული სტილი?

მეც სულ ეს პრობლემა მაქვს. სულ მსაყვედურობენ, „რატომ არ იცვამ გამოპრანჭულადო“.
გადაღებაზე თუ მივალ, მეუბნებიან: „როგორ გიხდება და რატომ ხშირად არ გაცვია ასეო“. ყოველდღიურად ძალიან რთულია ასე სიარული. ორი მეტრი როცა ხარ სიმაღლეში და კიდევ რომ ქალურად და სექსუალურად იცვამ ყოველდღე, მემგონი ეს არაფერში არ ჯდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მეც ჯინსი მირჩევნია. როცა გადაღებაა, მეც მიყვარს ცოტა გამორჩეულად ჩაცმა.



„ყოველდღიურად ძალიან რთულია გამოპრანჭულად სიარული. ორი მეტრი როცა ხარ სიმაღლეში და კიდევ რომ ქალურად და სექსუალურად იცვამ ყოველდღე, მემგონი ეს არაფერში არ ჯდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში.“

„ორი ვარსკვლავის“ სასცენო კოსტუმის შეკერვაში თუ ერევი?

ბავშვობიდან ვიცი, რომ დიზაინერების საქმიანობაში არ უნდა ჩაერიო. შენ ხარ მოდელი და რასაც გაცმევენ, ის უნდა ჩაიცვა. ახლაც, ასე ვარ. ერთადერთი მხოლოდ მაშინ, თუ მეუბნებიან, რომ თამამი და გამომწვევი უნდა ჩავიცვა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს ასე ჩაცმა. კომპლექსი არ მაქვს, მაგრამ მაინც არ მომწონს. ცოტა ვულგარული ირინა არ მომწონს. ზომიერ დეკოლტესა და ფეხის გამოჩენას არ ვგულისხმობ. არის რაღაც რაც დისკომფორტს მიქმნის. მირჩევნია ყოველთვის კომფორტულად ვიყო, მით უმეტეს სცენაზე არ მინდა ამაზე ვიფიქრო,რომ რაღაც არ მომწონს და ის მაცვია.

ქართველი დიზაინერებიდან ვისთან თანამშრომლობ ყველაზე ხშირად?

ასე გამორჩეულად ვერ ვიტყვი. მგონია, რომ შენ თვითონაც უნდა შეგეძლოს შეიკერო გემრიელად ის რაც გჭირდება. როცა არ ხარ სტანდარტული და ერთი გავლით, რომ ვერ ნახავ სასურველ სამოსს.ერთი კაბა მემგონი ყველასთან მაქვს შეკერილი.

მაღაზიებში რთულია შენთვის სასურველი სამოსის მოძებნა?

მაისურს ყველგან იყიდი, თუმცა კაბის მოძებნა რთულია.


„საერთოდ არ ვარ ბრენდებზე ორიეტირებული ადამიანი. ახლა მომიწია, დილას ადგომისას, ვიფიქრო, რა ჩავიცვა ლამაზად და სწორადაც, რომ გადაღებასაც მოუხდეს.“

რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი აქსესუარი?

აქსესუარებიდან მხოლოდ ჩანთას ვაღიარებ. რამდენიმე ისეთი ჩანთა მაქვს, სამუდამოდ რომ მექნება.
ძალიან მიყვარს.საერთოდ არ ვარ ბრენდებზე ორიეტირებული ადამიანი. ახლა მომიწია, დილას ადგომისას, ვიფიქრო, რა ჩავიცვა ლამაზად და სწორადაც, რომ გადაღებასაც მოუხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი დახმარებითაც დგანან და საუბრობენ კონკრეტულ სამოსს რა მოუხდება და რა არა. მე ამაზე არასდროს არ დამიხარჯავს დრო.

საბას, შენი შვილის სამოსს მხოლოდ შენ არჩევ?

ორივე, მეც და ჩემი მეუღლეც. ძალიან მიყვარს ეს პროცესი. ვიზუალურად ძალიან სასაცილოა. საბასთვის არ მიყიდია ძვირადღირებული სამოსი, ძალიან სწრაფად იზრდება. სისულელეა, ამაში ბევრი ფულის ყრა. ძირითადად, ჩაჩაჩული ჯინსები და პერანგები აცვია, საყვარელი წარწერებით. ბავშვისთვის მარტივია სამოსის არჩევა.


„ბავშვობიდან ვიცი, რომ დიზაინერების საქმიანობაში არ უნდა ჩაერიო. შენ ხარ მოდელი და რასაც გაცმევენ, ის უნდა ჩაიცვა. ახლაც, ასე ვარ. ერთადერთი მხოლოდ მაშინ ვერევი, თუ მეუბნებიან, რომ თამამი და გამომწვევი უნდა ჩავიცვა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს ასე ჩაცმა.“

ძალიან მოგიხდა ახალი ვარცხნილობა,როდის გადაწყვიტე იმიჯის ცვლილება?

იმდენად ზარმაცი ვარ, რომ თმის დავარცხნა და გრძელი თმა მომბეზრდა.
გრძელი თმა ძალიან კარგია, მაგრამ გასაქანს არ გაძლევს, ან უნდა დაიხვიო ან გაისწორო. მომბეზრდა ძალიან. ახლა, დაბანის შემდეგ მხოლოდ ფენით გაშრობა და ცოტა მუსი სჭირდება ჩემს თმას. მოკლე თმა თუ სწორი გინდა რომ იყოს ყოველდღე უნდა გაიკეთო და დაიყენო. ასე ჩემთვის ყველაზე კომფორტულია.

როგორია შენი სამომავლო გეგმები,პროექტ „ორი ვარსკვლავის“ გარდა?

დავაკვირდი, რომ ყველაფერი ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს პროექტიც უცბად გამოჩნდა. არასდროს არაფერი არ მაქვს დაგეგმილი.
ძალიან კარგია, ვერთობით. გადავიტანე ყურადღება. ბოლო პერიოდი მოწყენილი ცხოვრება მქონდა, ძალიან გავხალისდი. სახლშიც ვამბობ, რომ დამთავრდება რა მეშეველება არ ვიცი-თქო. ბავშვობიდან რომ მიჩვეულები ვართ, რომ სულ აქტიურად ყურადღების ცენტრში ყოფნას, ახლა ასე აღარ არის. ძალიან ცუდია. ზოგადად, არც არაფერი აღარ ხდება. ძალიან გამიხარდა, რომ ამ პროექტში ვარ. ძალიან კარგი გუნდი ვართ. ნოე სულაბერიძეც ამას ამბობს. ყოველგვარი ინტრიგებისა და დაძაბულობების გარეშე ვართ. ცეკვა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ სიმღერა სხვა კულტურაა. ვინც მღერის, იმას სხვა ინტელექტიც აქვს, შინაგანთან ერთად.


„ბოლო პერიოდი მოწყენილი ცხოვრება მქონდა, ძალიან გავხალისდი. სახლშიც ვამბობ, რომ დამთავრდება რა მეშეველება არ ვიცი-თქო. ბავშვობიდან რომ მიჩვეულები ვართ, რომ სულ აქტიურად ყურადღების ცენტრში ყოფნას, ახლა ასე აღარ არის. ძალიან ცუდია. ზოგადად, არც არაფერი აღარ ხდება. ძალიან გამიხარდა, რომ ამ პროექტში ვარ.“

მემგონი შენ უნდა გააგრძელო სიმღერა.ყველას გვახსოვს,მის მსოფლიოდან ტიტულით ჩამოხვედი,როგორც „მის ტალანტი“. „თბილისო“ შეასრულე. არ გიფიქრია გაგრძელებაზე?

კი, მაშინაც როცა ჩამოვედი. თითქოს ერთი პერიოდი აქტიურად დავიწყე. მოთხოვნა, როცა არ არის ბაზარზე რთულია. მაშინ უნდა ამოირჩიო ბარი, კლუბი ან რესტორანი და ეს უნდა გახდეს შენი პროფესია და შემოსავლის წყარო. ასე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია. მირჩევნია კარაოკეში ვიმღერო ჩემთვის. ცოტა ხნის წინ დამირეკა ნუცა ჯანელიძემ და შემომთავაზა გოგი დოლიძის საღამოზე მონაწილეობას მიღება. ძალიან გამიკვირდა. არ ვარ ჩემს თავში ასე დარწმუნებული და თავდაჯერებული, რომ ძალიან კარგად გამომდის ყველა სიმღერა. ამ შემოთავაზებასაც მაგიტომ არ ველოდი. ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ამ პროექტის ფარგლებში ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად გიხილავთ დიდ სცენაზე!

BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!




Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ირინა ონაშვილი

8


  • handbags თქვა:
    23 ივნისი 2014 07:22 - ID: 8,
    I collect designerReplica Rolexand have Replica Watches UK
    , Discount Replica Designer Handbags, Hermes Designer Replica Handbagsi, Marc Jacobs, Chloe and Fendi bags, and I payed full price for all of them! It does f**k me off seeing people walking down the street with a copy of something I payed mega bucks for! I got a Chloe Paddington bag for my birthday about 2 years ago, and my dad payed £795 for it, the full price, and I see this chavvy girl who lives near me and thinks she is a WAG complete with tan and extension disaster, and she has a fake version and STARES at mine! Want to slap her! You can tell Replica Handbags UK, and I don't see the point if you are not going to buy the real thing then don't buy a fake it makes you look stupid and you can get many look alikes off the high street anyways! Where I work, one of my jobs that is, at Vogue, we have all 100% authentic gorgeous Replica Handbagsin the closet! I hate fakes with a passion!

  • mononoke თქვა:
    29 აპრილი 2014 21:14 - ID: 7,
    საერთოდ უარყოფით კომენტარებს არ ვწერ ხოლმე, ( მგონი :P )მაგრამ ეს ქალი ინდენად იწვევს ჩემში ანტიპათიას - რომ არ ჩემეძლო გაჩუმება :D

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    28 აპრილი 2014 22:50 - ID: 6,
    photoshopma chemi es ra miqnesooo :D :D :D

  • mariamininutsa თქვა:
    28 აპრილი 2014 20:53 - ID: 5,
    არ მიყვარს, რატო არ ვიცი

  • LiiZii თქვა:
    28 აპრილი 2014 19:11 - ID: 4,
    ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოაა love love სიახლეე კარგიაა ... love

  • liliana თქვა:
    28 აპრილი 2014 16:58 - ID: 3,
    ძალიან ლამაზია მაგრამ ძალიან ეტყობა გაკეთებული ტუჩი... კარგი ნიუსია... love

  • Imaginary თქვა:
    28 აპრილი 2014 16:47 - ID: 2,
    ყველაზე ლამაზიი ქალი, ულამაზესი, დახვეწილი და მოკრძალებული <3 ირინა და ნანკა ჩემთვის საქართველოსი ყველაზე ლამაზი ქალები არიან ცნობილებიდან

  • demetria თქვა:
    28 აპრილი 2014 16:17 - ID: 1,
    აი ძაან საყვარელია არის და მავდროულად ულამაზესიი ქართულ რიალობაში ბევრ "ლამაზ ვარსკვლავს" მირჩევნია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top