28 April 2014      Britain     Views 2 692    
Category: Fashion / Photos / Stars

გერმანელი ფოტოგრაფი, პიტერ ლინდბერგი ცნობილი თავის დასამახსოვრებელი და უნიკალური ხედვით არის. პიტერი საკმაოდ პოპულარულია მოდის ინდუსტრიაშიც, მას უმუშავია ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: ვოგი, The New Yorker, Vanity Fair, Allure და Rolling Stone. მისი გადაღებულია ვოგის რამდენიმა "აიკონური" ქავერი, რომელზეც აღბეჭდილნი არიან ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და სხვ. პარიზში დებიუტის შემდეგ, Comme des Garçons-მა ლინდბერგს 1986 წელს პერსონალური გამოფენა გაუკეთა. მას შემდეგ, პიტერმა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გამოფენა გააკეთა. ამჯერად, პიტერ ლინდბერგის ნამუშევრები ხორვატიის გალერია HDLU-შია გამოფენილი. ფოტოების კრებული, სახელწოდებით "Peter Lindbergh: Images of Women & The Unknown” დარბაზში 10 მაისამდე დარჩება. მან დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ფოტოებს შორისაა ქეით მოსის, მილა იავოჩის, ანგელა ლინდველის და სხვა მრავალი ვარსკვლავის უნიკალური პორტრეტები.







Category: Fashion / Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top