;
13 მაი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4192-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი შოთიკო ბოჭორიშვილი

BUON VIAGGIOში კრისტის სტუმარია ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი . როგორი იყო მისი გზა მომღერლობიდან ფოტოგრაფობამდე, ვინ არის მისი საყვარელი ქართველი დიზაინერი და რას გეგმავს სამომავლოდ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ქუჩაში აპარატით აღარ დავდივარ. ვთვლი, რომ ამოვწურე ის ეტაპი.
ახლა, სხვა ეტაპზე ვარ, მომავალში შეიძლება სხვა რამემ დამაინტერესოს.“


შოთიკო, შენ ჩვენი ბრენდის ერთგული მომხმარებელი, საყვარელი მეგობარი და ფოტოგრაფიც ხარ. ყოველთვის გამორჩეული და ინდივიდუალური ხარ შენი სტილით. როდის დაიწყო შენი სტილის ჩამოყალიბება?

ვერ ვიტყვი რომ ბავშვობაში დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი.მომწონდა ის,რასაც მაცმევდნენ. როცა გავიზარდე ჩემი სტილი ჩამომიყალიბდა. ვთვლი, რომ ბავშვობიდან ცუდად რომ მცმოდა,სხვანაირად ჩამოყალიბდებოდა გემოვნება. ეს უკვე მშობლების დამსახურებაა, რომ კარგი გემოვნება ჩამომიყალიბდა.

მახსოვს, სანამ ფოტოგრაფი გახდებოდი, მომღერალი იყავი.კლიპებიც გაქვს გადაღებული გოთიკურ სტილში. ეს გარდასახვა კლიპისთვის ხდებოდა, თუ ცხოვრებაშიც იყავი ემოს ტიპის ადამიანი?

ეს თინეიჯერობის ასაკში იყო. სიმღერა ბავშვობის გატაცება იყო, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე კლიპის გადაღება.
ეს არ ასახავდა ჩემს ხასიათს,ეს იყო შემსრულებლისთვის შექმნილი იმიჯი. როკერი და ემო არ ვყოფილვარ. იმ დროისთვის ეს იმიჯი თინეიჯერი მსმენელისთვის მისაღები იყო და მხოლოდ მათთვის კეთდებოდა. ახლა, რომ ვუყურებ კლიპებს მეცინება, რადგან ახლა სრულიად განსხვავებული სტილი მაქვს.

შენი იმიჯი პროტესტი იყო?

კი, პროტესტიც, გატაცება და გართობა იყო. მომწონდა, რომ თინეიჯერებს მოსწონდათ ჩემი სიმღერები და მე.


„სადმე რომ მივდივარ, მინდა რაღაც შტრიხი შევიტანო სამოსში
და განსხვავებული ვიყო, პერანგზე ბაფთით ამ შედეგს ვაღწევ.“


სად უფრო მოგწონს მუშაობა, მოდის კვირეულებზე თუ სხვა პროექტებზე?

ადრე თუ დოკუმენტური და ქუჩის ფოტოების გადაღება მიტაცებდა, ახლა აღარ ვიღებ ქუჩაში. აპარატით აღარ დავდივარ.ვთვლი,რომ ამოვწურე ის ეტაპი.ახლა,სხვა ეტაპზე ვარ,მომავალში შეიძლება სხვა რამემ დამაინტერესოს. ახლა, დადგმული ფოტოგრაფია მომწონს,თუმცა ვაკეთებ ისე, რომ მხატვრულიც იყოს.

მახსოვს, შენი პირველი გამოფენა,რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფოტოების, როდესაც ერთ დღე გაატარე თითოეულთან და ასახე მათი ერთი დღე ფოტოებზე. პირველი ამ პროექტში მე ვიყავი. მას შემდეგ დოკუმენტური და რეალური ფოტოებიდან გადახვედი ვიდეო არტის გადაღებაზე. როდის გაგიჩნდა სურვილი შეგექმნა ვიდეო არტი?

მინდოდა, რომ ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და სიახლე შემეთავაზებინა დამთვალიერებლისთვის,ამიტომ გადავწყვიტე ვიდეო არტის გადაღება. ვიცოდი,რომ შენთან მუშაობა არ გამიჭირდებოდა და შენსავით ვერავინ შეძლებდა კამერასთან მუშაობას, ამიტომ იყავი პირველი. მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ვიდეო არტიც.

Women Kristi - shotiko bochorishvili




ახლა, ქართული მოდის კვირეული ტარდება. ვთვლი, რომ რაც არ უნდა გამოპრანჭული იყო, შენი შტრიხი მაინც უნდა შეიტანო შენს სტილში, რომ გამორჩეოდე სხვისგან. ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდა თავისი განსხვავებული სტილით ამ დღეების განმავლობაში?

პირველ დღეს უკეთესად ეცვათ, ვიდრე მომდევნო დღეებში. ვერ გამოვყოფ ვერავის.ლამაზად ეცვა რამდენიმე ადამიანს, თუმცა გამაღიზიანა ადამიანების ძალით ეპატაჟურობამ.


@kristiglen TFW / @shotarry #tbilisifashionweek



@shotarry #irmasharikadze #photo #exibition #fridakahlo #model #kristi 📷☀️ / @kristiglen ❤️


ყველაზე მეტად ვისი ჩვენება მოგეწონა?

მომეწონა ლექსო ახალკაციშვილის (მოდის სახლი მატერია) ჩვენება.
შავი ფერი დომინირებდა.მართალია ბევრი დიზაინერი ქმნის შავი ფერის სამოსს, თუმცა მისი ჩვენება საინტერესო იყო. კონკრეტულ ჩვენებებზე რაღაცები მომეწონა ან მეზედმეტა, რამაც არ მომცა საშუალება მეთქვა, რომ მთლიანად მომეწონა ჩვენება. ველოდები დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას, ვიცი რას აკეთებს და როგორ მუშაობს.ვიცი,რომ ის ისეთი იქნება როგორიც ამ მოდის კვირეულს სჭირდება.

ქართველი დიზაინერებიდან ყველაზე ხშირად ვისი სამოსი გაცვია?

ხშირად არ მაცვია, თუმცა ძალიან მომწონს გიორგი შაღაშვილის შექმნილი სამოსი. ძალიან კარგი კონსტრუქციები აქვს, შეგიძლია მისი სამოსის შეცვლა სხვადასხვა მოდელად.



„ველოდები დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას, ვიცი რას აკეთებს
და როგორ მუშაობს. ვიცი, რომ ის ისეთი იქნება, როგორიც ამ მოდის კვირეულს სჭირდება.“




რომელია შენი ყველაზე საყვარელი ფერი?

შავი, თუმცა ფერადიც მაცვია. რაღაც პერიოდი სულ შავი სამოსი მეცვა.
ახლა, გაზაფხულზე მოდის კვირეულის პირველ დღეს ლამაზი, ჭრელი პერანგი მეცვა.

არიან ადამიანები, რომლებსაც საყვარელი აქსესუარები აქვთ. შენ, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ბაფთა გაქვს, რომლებიც ხშირად გიკეთია. ძალიან გიხდება, შენს სტილში კარგად ჯდება.

ბაფთები და კეპები. სადმე რომ მივდივარ, მინდა რაღაც შტრიხი შევიტანო სამოსში და განსხვავებული ვიყო, პერანგზე ბაფთით ამ შედეგს ვაღწევ.

ხშირად იცვლი თმის ვარცხნილობას,გიყვარს იმიჯის ცვლილება?

ხან წინ ცოტა გრძელი მაქვს ან უკან მოკლე. ახლა, როგორც მაქვს ვარცხნილობა, ასე შარშან მქონდა. სულ ვცვლი, რადგან მალე მბეზრდება. არ მიყვარს ერთფეროვნება. ტანსაცმლის ფერზეც ასე ვარ,თუ სულ შავი მეცვა, ახლა, გაზაფხულზე აუცილებლად შევცვლი ფერადით.


„თავიდან სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, თუმცა, უცბად, გადავწყვიტე ჩამებარებინა ფოტოგრაფიაზე. ფილმს აუცილებლად გადავიღებდი. ჯერ დიდი გამოცდილება და ცოდნა მჭირდება ამისთვის. ოდესღაც აუცილებლად გადავიღებ“

შენ Buon Viaggio-ს ხშირი სტუმარი ხარ, რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ჩანთას,ყოველდღიურად ატარებ?

თუ გადაღება მაქვს ყოველთვის მჭირდება დიდი ზურგჩანთა, სადაც მიდევს: კამერა, ლინზები, განათება და ყველაფერი რაც მჭირდება. ჩანთა ჩემი მეგობარია. ადრე მქონდა გადასაკიდი ჩანთები, რომლებსაც აღარ ვატარებ, როგორც აქსესუარს. მაქვს მხოლოდ ზურგჩანთები და შავი სამგზავრო ჩანთები. ალბათ, კიდევ შევარჩევ ფერად ჩემოდნებს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?ფილმის გადაღებას არ აპირებ?

თავიდან სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, თუმცა, უცბად, გადავწყვიტე ჩამებარებინა ფოტოგრაფიაზე. ფილმს აუცილებლად გადავიღებდი. ჯერ დიდი გამოცდილება და ცოდნა მჭირდება ამისთვის. ოდესღაც აუცილებლად გადავიღებ, არა 20 წლის შემდეგ არამედ შეიძლება 5 წლის მერეც.

დიდი მადლობა Buon Viaggio-ში სტუმრობისათვის, წარმატებებს გისურვებთ!





Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: Boun Viaggio, shotarry, შოთიკო ბოჭორიშვილი

1


  • Miguelnoky თქვა:
    17 მაი 2014 03:24 - ID: 1,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top