;
19 მაი 2014      ANGEL     31 კომენტარი     ნანახია 25307-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები


● პროექტისთვის 1 celebrity=5 looks ჩავწერეთ მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი,
რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ნუკის თინეიჯერობის წლებსა და მისაბაძ მაგალითზე, მისი სტილის ცვლილებაზე, მოდური ტენდენციების თამამად მორგებაზე და მის სექსუალურ თუმცა არა ვულგარულ იმიჯზე ვესაუბრეთ. გაგვიმხილა თუ რომელი სიმღერებს უსმენს ამჟამად და აღიზიანებს თუ არა მოჭარბებული ინტერესი მისი რომანის და ცხოვრების სტილის მიმართ.

პროექტის ფარგლებში ნუკი გადავიღეთ 5 სხვადასხვა ვითარებაში, დილით SANIMA-ს ხალათით, გადაცემის ჩაწერაზე და საღამოსთვის Hervé Léger-ის კაბაში გამოწყობილი.

ნუკი კოშკელიშვილი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია




# 1 ლუქი SANIMA-ს ხალათი


რამდენად მოქმედებს ტანსაცმლის არჩევაზე განწყობა? თუ არჩევ წინასწარ სამოსს ჩაწერისთვის
❝ განწყობა მოქმედებს და სწორედ ამიტომ არ ვარჩევ წინასწარ არაფერს

როგორია ნუკის ერთი თავისუფალი დღე, შესაძლოა ქუჩაში
სრულიად მოუწესრიგებელი "ჯინსებში" და მაკიაჟის გარეშე გიხილონ?

❝ კი თავისუფლად, მეტსაც გეტყვი ხალათით მაღაზიაშიც, თუმცა ჩემი სირცხვილია, ბებიაჩემი მეუბნებოდა საძინებლიდანაც არ გამოხვიდე სანამ არ მოწესრიგდებიო..❞



მუსიკა: 5 ტრეკი, რომელიც ამჟამად თქვენს პლეილისტში ტოპ პოზიციაზეა
Amy Macdonald - This Is The Life, Madness - Never Knew Your Name და ბევრი ჩელენტანო:)) ❞

► Amy Macdonald - This Is The Life
lyrics: and you're singing the songs, thinking this is the life
and you wake up in the morning, and your head feels twice the size
where you gonna go...
► Madness - Never Knew Your Name
lyrics: Oh I wanted to call, call out your name, But stupid pride and idiot shame
Hesitated, scared of playing the fool
, So you walked away, from Mr Cool



SANIMA GROUP- ის მიერ შეკვეთით დამზადებული ხალათი
წარწერით და სასურველი ლოგოთი

Facebook: facebook.com/sanima.robes
Instagram: @sanima_group
WhatApp: (+995) 555 10 45 78



ნუკი კოშკელიშვილი = 5 looks

SANIMA GROUP -ის უმაღლესი ხარისხის ხალათები, ხალათები გამორჩეულს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას და ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას. ნუკის SANIMA-ს წარმოდგენილი ხალათებიდან საკუთარი სახელით და გვირგვინის გამოსახულებით ამოტვიფრული ხალათი აქვს, ასევე წარმოებაშია ატლასის ხალათები. შემოთავაზებული პროდუქტი საუკეთესო საჩუქარია მეგობრებისათვის და ოჯახის წევრებისათვის.

SANIMA-ს პროდუქციის შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
ტელეფონის ნომერზე: (+995) 555 10 45 78 ან WhatApp-ში









# 2 ლუქი


თქვენი სტილი გამოკვეთილი, ფერადი, თამამი და ინდივიდუალურია, როგორ
ყალიბდებოდა ის და თინეიჯერობის პერიოდში და თუ გქონდათ აკრძალვები მშობლების მხრიდან

საბედნიეროდ არ მქონია აკრძალვები, თუმცა გეტყვით რომ ჩემმა ჩაცმულობის სტილმა დიდი გზა გამოიარა იქამდე სანამ ჩამოყალიბდა, სასწაულ რაღაცეებს ვიცვამდი, ძირითადად ბრჭყვიალა და ბრდღვიალა რაღაცეებს, თუმცა თანდათან მაგალითად გავიხადე დედა და დავიწყე მიბაძვა და რაც მთავარია ყურის მიგდება, ნელა ნელ დავინახე ჩემი სტილი, ჯერ შორს არის მაგრამ მალე მივალ მაქამდე ❞





ირგებ და იხდენ ყველაზე თამამ მოდურ ტენდენციებს, მაგრამ თუ გიფიქრია, არის რაიმე
რასაც არასდროს ჩაიცმევდი იმის და მიუხედავად რამდენად მოდაში იქნება?

❝ ყველაფერს ვირგებ??? დიდი მადლობა, არ ვიცი ეს ალბათ დამოკიდებულია ჩემს სხეულზე, ხო იცი, ატანა უნდა რაღაცეებს, როგორ მოდაშიც არ უნდა იყოს თუ ჩემს აღნაგობას არ მოუხდება არ ჩავიცვამ, არა ვიტყუები - ხანდახან მომწონებია, ვერ მომიხდენია მაგრამ მაინც ამაყად ჩამიცვამს





# 3 ლუქი




როგორ ადევნებთ თვალს მოდის ტენდენციებს და ვინ არიან თქვენი style icon ქალბატონები
❝ ინტერნეტით, არავინ არ მყავს აჩემებული თუმცა ვთვლი რომ არც არის საჭირო აჩემება გადახედეთ ქართველ ქალბატონებს, ყველას შესანიშნავი გემოვნება აქვს

ბრენდები, რამდენად აქცევთ ყურადღებას სამოსის ბრენდს
❝არა, მთავარია ზედ არ შემომეხეს და ლამაზი იყოს. თუმცა გეტყვით ერთ რამეს ტრადიციული ინგლისური გამონათქვამია - მე არ ვარ იმდენად მდიდარი რომ ვიყიდო იაფი რაღაცეები, გენიალურია, ჯობია ერთხელ მაგრამ ხარისხიანი, ნამდვილად ❞




ყვავილებიანი თმის აბადოკი, სათვალეები მასიური დეკორით, ბეწვის ქურქი, ყველა ტენდენციის მოხდენას ახერხებთ, რაშია საიდუმლო, რა რჩევას მისცემდით ❝ გოგონებს, რომლებსაც სურთ მოდას მისდიონ და გემოვნებიანად მოახერხონ ასეთი გამოკვეთილი ნივთების კომბინირება
❝ უბრალოდ ჩაიცვან ის რაშიც გრძნობენ თავს განუმეორებლად, ზუსტად ვიცი ქალაქის გიჟს ვგავარ ჩემს სათვალეებში, მაგრამ ძალიან მომწონს მართლა. ❞

თმის ვარცხნილობას თითქმის არ ცვლით, წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სხვანაირი ვარცხნილობით და თუ გიცდიათ
კი, მიცდია და სიმართლე გითხრათ ახლა გამირბის ხელი რაიმე ცვლილებისკენ

სად შოპინგობთ და რამდენად ხშირად ანახლებთ გარდერობს
❝ ვშოპინგობ ყველგან სადაც საშოპინგოა, ძალიან შევჯექი ნაფ ნაფის ტანსაცმელზე,
სულ მაცმევენ გადაცემისთვის და უკვე ძალიან მომწონს მეც ❞



# 4 გადაცემის ჩაწერაზე
Naf Naf-ის ლუქი


როგორ ატარებთ დღეს სამუშაოს შემდეგ, საყვარელი ადგილი (კაფე, პარკი) რომელსაც ხშირად სტუმრობთ
მეგობრები, აი ეს არის საუკეთესო ადგილი ჩემთვის, ძალიან მიყვარს გაბრიაძის კაფე ❞

მოდა იცვლება, ხშირად ძველ ფოტოებს რომ ათვალიერებენ უჩნდებათ კითხვა,
ნუთუ ეს მე მეცვა... გქონიათ მსგავსი განცდა? თუ ფიქრობთ, რომ განიცადეთ სტილის ევოლუცია


❝ სულ 5 წლის ვარ, არ შეცვლილა ჯერ მოდა ასე მკვეთრად თუმცა
ალბათ მოგვიანებით მექნება მსგავსი შეგრძნება, ეს ბუნებრივია





კარგად ფლობთ საკუთარ სხეულს, სიმაღლისდა მიუხედავად მოგწონთ და ხშირად გაცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსცმელი, გამოკვეთ დეკოლტეს ვულგარულობის გარეშე და იცით მაკიაჟის სწორად შერჩევა, ზოგიერთი გოგონასთვის რთულია საკუთარი სხეულის თავისებურობების შესწავლა და მათზე მორგება, თქვენ თუ გქონდათ ასეთი პერიოდი

❝ ახლაც მაქვს, ძალიან ხშირად მიგრძვნია რომ 'რა შუაში ვარ',
ჯერ კიდევ ექსპერიმენტის სტადიაში ვარ





# 5 ლუქი Hervé Léger-ის კაბა


სექსუალური ქერათმიანი ქალბატონის იმიჯის, თამამი ფოტოსესიების მიუხედავად ახერხებთ არ გადასცდეთ ვულგარულობის ზღვარს და საქართველოში ძალიან ბევრს უყვარხართ, როგორ ახერხებთ ამას

არ ვარ ვულგარული ალბათ, ჩემში არ არის, არ ვიცი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ,
არ არის ისეთი ცეცხლი რომ რამე ვულგარული გავაკეთო, არ ვიცი არ ვიცი..❞

ვის აზრს და შეხედულებებს ითვალისწინებთ ჩაცმასთან,
სხვადასხვა გადაცემებსა და გადაღებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით


დედის



ნუკი კოშკელიშვილი = 5 looks

Hervé Léger -ის დიზაინის კაბა
წარმოდგენილი მაღაზია "სამოსი"-ში
თბილისი, თამარაშვილის ქ. #19

სადაც ასევე შეხვდებით სხვა სტილის Hervé Léger-ის საღამოს კაბებს, იდეალურს საღამოს და საბანკეტო წვეულებებისთვის. ასევე სხვა ბრენდული სამოსი და აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად.

Instagram: @samosishop
facebook: facebook.com/pages/მაღაზია-სამოსი
(032) 2 39 86 71









მაღაზია "სამოსი"-ს Hervé Léger -ის საღამოს კაბა, ფასი: 320 ლარი

Instagram: @samosishop
თბილისი, თამარაშვილის ქ. #19






სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე უამრავი ფეიჯია, სადაც თქვენი ფოტოები იდება, თავადაც ხშირად ანახლებ პერსონალურ გვერდს და გვიზიარებ ფოტოებს, მაგრამ არ გაღიზიანებს მოჭარბებული ინტერესი შენი პერსონის და ცხოვრების სტილის მიმართ?
განსაკუთრებით რაც ბენი ეწვია საქართველოს

არა პირიქით ორივეს გვიხარია, მე ვამაყობ რომ ჩვენს ქვეყანას მოეწონა

რამდენად გიყვართ სურპრიზები და ექსპრომტი, თუ გაქვთ სამომავლო გეგმები
მიყვარს და სწორედ ამიტომ სიურპრიზად დაგიტოვებთ ჩემს სამომავლო გეგმებს



ნუკი კოშკელიშვილი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია


კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: 5looks, ნუკი კოშკელიშვილი, for angelge

31


  • Ani ))) თქვა:
    12 ივლისი 2014 10:06 - ID: 31,
    ძალიან მიყვარს ეს გოგო ძალიან ლამაზია და რაც მთავარია საყვარელი. ვაფრენ ამ გოგოზე ყველაზე ლამაზი ისე მაინტერესებს რატო ადარებენ მას რუსკა მაყაშვილს?

  • marishaa თქვა:
    22 ივნისი 2014 07:56 - ID: 30,
    dz lamazi da sayvareli adamiania

  • mariami.P თქვა:
    25 მაი 2014 21:46 - ID: 29,
    ძაან საყვარელია, თმა ძაან უხდება ასე. მოკლე თმით საერთოდ ვერც წარმომიდგენია, თან რაღაც ძაან დადებითი და პოზიტიური ადამიანია და ყველასთვის ძაან საყვარელი. წყვილიც საყვარელია, იმედია ამდენი ხალხის ჭორაობები და გარჩევები ხელს არ შეუშლის <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

  • Ggvantsa თქვა:
    24 მაი 2014 23:38 - ID: 28,
    ვაიმეე ვინმემ გაუკეთოს ამ გოგოს წესიერი წარბები არ შეიძლებაა, საოცრად აქვს ხოლმე შეღებილი, ხან სულ გაითეთრებს ისე რომ ალბინოსი გეგონება, ხან რაღაც არარეალური ყვითელი ფერი ადევს :)))) ამ ფოტოებში კიდე არაუშავს :))

  • N.N თქვა:
    24 მაი 2014 01:25 - ID: 27,
    ძალიან ეფექტური გოგოა

  • liliana თქვა:
    22 მაი 2014 14:56 - ID: 26,
    [quote=adriana))))) შენ საერთოდ თუ ხარ აზრზე რეებს დებილობ.. ვინაა გამწარებული.. ადამიანმა იკითხა სიმაღლეში რამდენიათქო და ვუპასუხე ჩემი აზრით ადენი იქნებათქო..გამომივიდნენ აქ მორალისტები.. ორივეს მოგვწონს ნუკი არავინ შეხებია მის სილამაზეს..უბრალოდ ადამიანის სიმაღლით დაინტერესდა და ვსიო... უიმეე..არ შექმნეს პანიკა ამ გამოშტერებულბმა..თქვენ თავებს მიხედეთ რა....

  • adriana))))) თქვა:
    21 მაი 2014 17:35 - ID: 25,
    ციტატა: liliana
    ციტატა: nini:)(:
    ციტატა: liliana
    ციტატა: nini:)(:
    აუ ამის სიმაღლე და წონა მაინტერესებს და ხომ არ იცით?
    ისე ძალიან მომწონს.. კლასიკური სილამაზის პატრონი, რომ არაა იცის აშკარდ თვითან, მაგრამ უმაგრესი გოგოა♥♥♥

    არ არის მაღალი .... 170 მაქსიმუმ


    უი მე 1.75მაინც მეგონა//

    რავი მე 181 ვარ და ჩემთან შედარებით კარგად დაბალია და...

    რამ გაგამწარათ ხალხნო ა1 70ია გოგო და იდეალური სიმაგლე აქვს.... მეტი თუ არ იქნება არც არის საჭირო.... მოდელობისტვის 1.68ც საკმარისია .... რაღა ნუკის სიმაგლეს არჩევტ... ძალიან ბევრს 1.81 სიმაგლის გოგონები არ მოსწონს... და ნუ გონია ყველას რომ რადგან მაღალია ბევრს 1.70 სიმაგლიანს ვერც შეედრება... აიშვარია მაგალითი აიგეთ ქლაი 1.68 მაგრამ მის მსოფლიო გახდა :)

    [quote=adriana)))))][quote=liliana][quote=nini:)(:][quote=liliana][quote=nini:)(:]აუ ამის სიმაღლე და წონა მაინტერესებს და ხომ არ იცით?
    ისე ძალიან მომწონს.. კლასიკური სილამაზის პატრონი, რომ არაა იცის აშკარდ თვითან, მაგრამ უმაგრესი გოგოა♥♥♥[/quote]
    არ არის მაღალი .... 170 მაქსიმუმ[/quote]

    უი მე 1.75მაინც მეგონა//[/quote]
    რავი მე 181 ვარ და ჩემთან შედარებით კარგად დაბალია და...[/quote]
    რამ გაგამწარათ ხალხნო ა1 70ია გოგო და იდეალური სიმაგლე აქვს.... მეტი თუ არ იქნება არც არის საჭირო.... მოდელობისტვის 1.68ც საკმარისია .... რაღა ნუკის სიმაგლეს არჩევტ... ძალიან ბევრს 1.81 სიმაგლის გოგონები არ მოსწონს... და ნუ გონია ყველას რომ რადგან მაღალია ბევრს 1.70 სიმაგლიანს ვერც შეედრება... აიშვარია მაგალითი აიგეთ ქალი 1.68 მაგრამ მის მსოფლიო გახდა .... ულამაზესია თან.... :)

    ციტატა: liliana
    ციტატა: nini:)(:
    აუ ამის სიმაღლე და წონა მაინტერესებს და ხომ არ იცით?
    ისე ძალიან მომწონს.. კლასიკური სილამაზის პატრონი, რომ არაა იცის აშკარდ თვითან, მაგრამ უმაგრესი გოგოა♥♥♥

    არ არის მაღალი .... 170 მაქსიმუმ

    მაღალია აბა რა არის... 1.70 ქალისთვის ძალიან კარგი სიმაღლეა... ყელანაირად კარგია :)

  • floyd თქვა:
    21 მაი 2014 16:18 - ID: 24,
    normaluri simaglis gogoa ra dgeshi xar xalxno simagles ra mnishvne.,oba aqvs kargi gogogoa dzalian kargi xasiatit da arc ise dabalia batumshi vanxe es gogo magari videiani vigacaa

  • nini:)(: თქვა:
    20 მაი 2014 23:45 - ID: 23,
    ციტატა: gvantsa777
    მეცინება ძალიან!!! რას არჩევთ რამდენია სიმაღლეში??? :))))))))))) ეგ უკვე შურიაა, შუურიიიი :)))))))) თქვით, რომ კარგი გოგოა და ვსიო რა :)))) :D


    ვერ მივხვდი შური რა შუაშია... :// ავღნიშნე, რომ ნუკი ძალიან მომწონს, მაგრამ მისმა სიმაღლემ დამაინტერესა და არ მეგონა ინტერესაა და შურს შორის კორელაციის დამყარება თუ იყო შესაძლებელი... :))

  • gvantsa777 თქვა:
    20 მაი 2014 23:29 - ID: 22,
    მეცინება ძალიან!!! რას არჩევთ რამდენია სიმაღლეში??? :))))))))))) ეგ უკვე შურიაა, შუურიიიი :)))))))) თქვით, რომ კარგი გოგოა და ვსიო რა :)))) :D

  • nini:)(: თქვა:
    20 მაი 2014 23:06 - ID: 21,

    181 არა მაგრამ 176 ვარ მე და მიხარია მაღალ გოგოებს, რომ ვხედავ ხოლმე:DD

  • liliana თქვა:
    20 მაი 2014 22:19 - ID: 20,
    ციტატა: nini:)(:
    ციტატა: liliana
    ციტატა: nini:)(:
    აუ ამის სიმაღლე და წონა მაინტერესებს და ხომ არ იცით?
    ისე ძალიან მომწონს.. კლასიკური სილამაზის პატრონი, რომ არაა იცის აშკარდ თვითან, მაგრამ უმაგრესი გოგოა♥♥♥

    არ არის მაღალი .... 170 მაქსიმუმ


    უი მე 1.75მაინც მეგონა//

    რავი მე 181 ვარ და ჩემთან შედარებით კარგად დაბალია და...

  • nini:)(: თქვა:
    20 მაი 2014 22:17 - ID: 19,
    ციტატა: liliana
    ციტატა: nini:)(:
    აუ ამის სიმაღლე და წონა მაინტერესებს და ხომ არ იცით?
    ისე ძალიან მომწონს.. კლასიკური სილამაზის პატრონი, რომ არაა იცის აშკარდ თვითან, მაგრამ უმაგრესი გოგოა♥♥♥

    არ არის მაღალი .... 170 მაქსიმუმ


    უი მე 1.75მაინც მეგონა//

  • annabanna თქვა:
    20 მაი 2014 21:33 - ID: 18,
    ძალიან მიყვარს ნუკი <3 კარგი ადამაინია და ლამაზიც არის. სტილიც კარგი აქვს. ხელოვნური წამწამები და თმა ყველაზე მეტად მომწონს მასში <3

  • niniko♥ თქვა:
    20 მაი 2014 19:29 - ID: 17,
    ძალიან მაგარი გოგოა ნუკი ^_^ ბოლო კაბა ძალიან მოუხდა .....

  • odmerly თქვა:
    20 მაი 2014 17:48 - ID: 16,
    კაი ტანი აქვს ძაან და ფორმებიც! სახეზე საერთოდ არ უვარგა მარა ეშხუ აქვს თავისებური . საკმაოდ ნიჭიერი ჭკვიანი და ხალისიანი გოგოა

  • Nicolas Bye თქვა:
    20 მაი 2014 16:13 - ID: 15,
    იდეალური ქალია <3 მომღერლობა მოუხდებოდა :))

  • demetria თქვა:
    20 მაი 2014 13:20 - ID: 14,
    ძაან მომწონს მაგარი გოგოა ძაან ამ ბოლო კაბაში ძაან ლამაზია, გმხმარ ტეილორს არ მოხუდა აიი ნუკის მაგრად შეავსოო <33

  • keetaa თქვა:
    20 მაი 2014 10:54 - ID: 13,
    სასწაული გოგოა

  • ani-anouki თქვა:
    20 მაი 2014 00:59 - ID: 12,
    ცხვირის ოპერაცია გაიკეთა ??? რაღაც სხვანაირი ცხვირი უჩანს ..
    ისე მომწონს ნუკი ძალიან საყვარელი გოგოა ..

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top