19 May 2014      ANGEL     Views 3 384    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მარკუს მეტრეველი

BUON VIAGGIO-ს მომდევნო სტუმარია მომღერალი მარკუს მეტრეველი. მან მისი სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე კრისტისთან ისაუბრა. რომელ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები, როგორც დიზაინერის, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„მუდმივად ვაქცევ ყურადღებას წლის ტენდენციებსა და ფერებს და შემდეგ ვუხამებ ჩემს იმიჯსა და გარეგნობას.“




მარკუს, შენ გამორჩეული სტილი გაქვს. შორიდანაც ვხვდები ხოლმე რომ შენ ხარ,ყოველთვის განსხვავებული ხარ. მომწონს შენი ინდივიდუალიზმი.როდის დაიწყო შენი სტილის ჩამოყალიბება?

დიდი მადლობა კრისტი, მოდელისგან ასეთი სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ბავშვობიდან ვაქცევ ჩემს იმიჯსა და სტილს ყურადღებას. ჩემი იმიჯი გამორჩეული იყო და ახლაც, ვითარდება. ესთეტიკური მხარე ჩემთვის ბუნებრივი მოვლენაა, განსხვავებული არაფერი არის ჩემთვის. მუდმივად ვაქცევ ყურადღებას წლის ტენდენციებსა და ფერებს და შემდეგ ვუხამებ ჩემს იმიჯსა და გარეგნობას.

ვიცი,რომ საბერძნეთში ცხოვრობდი, რა ასაკში წახვედი? იქონია ამ მოვლენამ გავლენა შენი სტილის ჩამოყალიბებაზე?

8 წლის ვიყავი, როცა საბერძნეთში წავედი. მაშინ არც მქონდა გათვითცნობიერებული რა არის მოდა, რა ესთეტიკაა. იქ დაიწყო ჩემი ცნობიერების ზრდა, როგორც იმიჯის, ასევე ადამიანის თვალსაზრისით. როცა ჩავაბარე ბერკლიში, იქ ძალიან ცნობილმა დიზაინერებმა გვასწავლეს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ პრესისა და კამერების წინ და მათ მიღმა. ამ ყველაფრით მოხდა ჩემი განვითარება და გემოვნების ზრდა. ვიპოვე ჩემი იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულია. საზოგადოებაში ჩემი ნიშა მაქვს.





„ვიპოვე ჩემი იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულია. საზოგადოებაში ჩემი ნიშა მაქვს.“



რომელია შენი საყვარელი ფერი?

თეთრი, შავი და წითელი.

სასცენო კოსტუმებს შენ თვითონ არჩევ თუ დიზაინერებთან თანამშრომლობ?

მე პროფესიით დიზაინერი ვარ. თბილისში დავამთავრე სამხატვრო აკადემია. 6 თვიანი პრაქტიკა გავიარე საბერძნეთში, ძალიან დიდი გამოცდელება მივიღე. მაქვს სერთიფიკატიც. მყავს ჩემი მკერავი, რომელსაც ვეუბნები: როგორი ფერის,ზომისა და კონსტრუქციის სამოსი მინდა.



„ძირითადად, გამოსასვლელი ფეხსაცმელები მაქვს, რომლებშიც იმხელა
თანხას ვიხდი ყოველდღიურისთვის აღარც მრჩება.“



აპირებ შენი კოლექციის შექმნას? ქალის სამოსს შექმნი ?

ვაპირებ მამაკაცის კოლექციის შექმნას. საქართველოში მამაკაცის კოლექციის დიდი დეფიციტია. მინდა, რომ ჩემი ხაზი გავაკეთო. ალბათ, მალე მექნება ამის გაკეთების საშუალება. შეიძლება 10 კოსტუმი ქალის სამოსიც იყოს და დანარჩენი მამაკაცის.

შენი ბრენდის სახელწოდება მარკუს მეტრეველი იქნება თუ სხვა სახელს შეარჩევ?

ალბათ, სხვა სახელს შევარჩევ. როგორც სასიმღერო სახელი გვარი ეს ცალკე იქნება და როგორც, ბრენდის სხვა. პირველ ნაბიჯებს უკვე ვდგამ. ჩუმად ვაკეთებ რაღაცებს და ნამუშევარს პროფესიონალებს ვაჩვენებ. ჯერ არ მინდა რომ დიდი სიტყვა ვთქვა, თუმცა ვაკეთებ, ვითარდები და ვსწავლობ.





ცნობილი ბრენდებიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?

ძალიან მიყვარს ჯონ გალიანო, არმანი, გუჩი.

• ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი?

ვაღიარებ ავთანდილ ცქვიტინიძესა და გიზის. გიზი არის ახალი მოდის სახლი, რომელიც უკვე წარმატებულია. სექტემბერსა და ოქტომბერში გრანდიოზულ ჩვენებას აკეთებს ასტანაში, ალმა-ატაში, პარიზში, სადაც მე ვხსნი მოდის კვირეულს. გიზიმ მიმიწვია. თბილისშიც იქნება ჩვენება 21 სექტემბერს. ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი მოდელი, რომელიც იქნება შოკი საქართველოსთვის. ის დახურავს ჩვენებას. ჩემი სიმღერაც ცალკე კეთდება, რომელიც ინგლისურენოვანი იქნება.






ყველაზე დიდი ადგილი რას უკავია შენს გარდერობში?

ფეხსაცმელებს. ხანდახან ყუთში რომ ვნახულობ, მერე მახსენდება რომ მქონია და აღარც მახსოვდა. ძირითადად, გამოსასვლელი ფეხსაცმელები მაქვს, რომლებშიც იმხელა თანხას ვიხდი ყოველდღიურისთვის აღარც მრჩება.

საათვალეებიც სულ გიკეთია, კიდევ რომელ აქსესუარებს ატარებ?

სათვალეები, ქუდები და საათები ჩემი მუდმივი აქსესუარებია.




• რა დანიშნულება აქვს შენთვის ტატუს? ბევრი გაქვს გაკეთებული?

სულ სამი. ერთი მაქვს ვერძი, რომელიც ჩემი ზოდიაქოა. მეორეა სფინქსი. მესამეს არ ვიტყვი რა არის და სად არის.

ჩვენ ვიმყოფებით ჩანთების მაღაზიაში, რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ჩანთას,ყოველდღიურად ატარებ?

ჩანთას ყოველდღიურად არ ვატარებ. დისკომფორტი მაქვს, როდესაც ზედმეტი რაღაც მიჭირავს ხელში. მხოლოდ ტელეფონს ვატარებ. ჩემი გარდერობია მანქანა. ყველაფერი იქ მაქვს. BUON VIAGGO-მ მაჩუქა სამგზავრო ჩანთა, რომელსაც მუდამ ვატარებ საზღვარგარეთ.

დიდი მადლობა Buon Viaggio-ში სტუმრობისათვის, წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი


Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: buon viaggio კრისტი მარკუს მეტრეველი

Share it
Comments
Back to Top