;
26 მაი 2014      ANGEL     18 კომენტარი     ნანახია 14019-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი სალომე ღვინიაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია სალომე ღვინიაშვილი . საუბარი მოდაზე, სტილსა და აქსესუარებზე შედგა. რა პროფესიისაა სალომე ღვინიაშვილი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთებს, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი





როდის ჩამოყალიბდა შენი სტილი, როდის დაიწყე დამოუკიდებლად ჩაცმა?

ბავშვობიდან დამოუკიდებელად ვიცვამდი. სულ ვეწინააღმდეგებოდი დედას. ჩემი შვილებიც ასე არიან, მე რომ ვეუბნები : „ აი,ეს!“,ისინი მეუბნებიან : „არა,აი ეს!“. მგონია რომ ეს ძალიან კარგია. ყველას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალიზმი. მახსოვს,დედა მეუბნებოდა: „ გაიზრდები და შენი შვილებიც გაგაწვალებენო“; მე ეს ყველაფერი კარგად არ მახსოვს, მაგრამ თვითონ სულ იხსენებს რომ ძალიან ვაწვალებდი. არასდროს არ მინდოდა შარვლის ჩაცმა, სულ ქვედაბოლო ან კაბა უნდა მცმოდა. ჩემი აკვიატებები მქონდა.

მერე ჩააბარე სამხატვრო აკადემიაში. მე გამოვდიოდი შენს ჩვენებაზე. მაკა ასათიანმა გააკეთა ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება. ბავშვობიდან გინდოდა ამ პროფესიას გაყოლოდი?

ბავშვობიდან ვხატავდი და მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. ბაბუაჩემი მოქანდაკე იყო, მამა მხატვარი. ტრადიცია არ დავარღვიე და მეც აკადემიაში ჩავაბარე. ჯერ მონუმენტურ ხელოვნებაზე, მერე მოდელირებაზე გადავედი და ბოლოს ისევ მონუმენტური ხელოვნებით დავასრულე სწავლა.


„ყოველ წელს მოდის კვირეულზე ვხედავ თუ როგორ იზრდებიან და იხვეწებიან ქართველი დიზაინერები,რაც ძალიან მიხარია.“

ისწავლე, თუმცა, რატომ აღარ გააგრძელე ამ პროფესიით მუშაობა?

ხშირი კითხვაა რატომ აღარ გავაგრძელე. ბოლო წლებია თბილისში აღარ ვყოფილვარ. ახლაც, დროებით ვარ. ასე ვთქვათ: „ჩემოდნებზე ვზივარ“. ზურას კონტრაქტიდან გამომდინარე არ ვიცით წასვლა სად მოგვიწევს. ამიტომ ცოტა ხანი ამაზე აღარ ვფიქრობ.

შენთვის თუ იგონებ სამოსის მოდელებს?

კი, როცა სახლში ვარ და არაფერს არ ვაკეთებ, სულ რაღაც ჩანახატებს ვაკეთებ ჩემთვის.

ვინ არის შენთვის საყვარელი ქართველი დიზაინერი?

ავთანდილ ცქვიტინიძე. პროფესიონალია თავის საქმის, ძალიან შრომისმოყვარე და წარმატებულია. ძალიან ბევრი კაბა მაქვს მისი. თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის სამოსი მაქვს. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები: კიკალა, ანუკი არეშიძე, გოლა. უკვე ბევრნი არიან და ჯანსაღი კონკურენციაა. ყოველ წელს მოდის კვირეულზე ვხედავ თუ როგორ იზრდებიან და იხვეწებიან ქართველი დიზაინერები, რაც ძალიან მიხარია.


„ყოველდღიური სტილი Casual. ყოველთვის დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ყოველდღიურად მაღალქუსლიანის ჩაცმა წარმოუდგენელია.“


ცნობილი დიზაინერებიდან შენს გემოვნებასთან ვინ არის ყველაზე ახლოს?

ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. შეიძლება ერთი წელი გავგიჟდე ვალენტინოს კოლექციაზე, მეორე წელს ბალენსიაგაზე ან ჟივენშიზე. სულ მეცვლება აზრი. შანელი კლასიკაა ჩემთვის. ყველა დროს გაუძლებს ყოველთვის.

პროექტში „ორი ვარსკვლავი“ დიზაინერები გაცმევდნენ, ერეოდი სამოსის შექმნაში?

მარი და ზენკა ზრუნავდნენ ჩვენს ჩაცმულობაზე, თუმცა მე ყოველთვის ჩართული ვიყავი. ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა. მივდიოდი პირდაპირ, ვეუბნებოდი რა მინდოდა და ალბათ, ვუადვილებდი საქმეს.



„ბავშვობიდან დამოუკიდებელად ვიცვამდი. სულ ვეწინააღმდეგებოდი დედას. ჩემი შვილებიც ასე არიან. მგონია რომ ეს ძალიან კარგია. ყველას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალიზმი. ყოველთვის როცა თავისი გემოვნებით იცვამენ, სულ მომწონს..“


ბავშვების ჩაცმულობაში ერევი? გემორჩილებიან?

ვცდილობ, რომ დავიმორჩილო. ბავშვობიდან ვაცმევდი ისე, როგორც მე მომწონდა. ეს გამოუმუშავდათ. ყოველთვის როცა თავისი გემოვნებით იცვამენ, სულ მომწონს. ფუშფუშა ვარდისფერი კაბები არასდროს არ ყვარებიათ.

რომელია შენთვის ყველაზე კომფორტული სტილი?

ყოველდღიური სტილი Casual. ყოველთვის დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ყოველდღიურად მაღალქუსლიანის ჩაცმა წარმოუდგენელია. ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და კედები ჩემთვის ყველაზე კომფორტულია.




„ჩანთა ჩემი ყველაზე საყვარელი აქსესუარია. ჩანთაში შემიძლია გადავიხადო ძალიან დიდი თანხა, რისი გადახდაც ტანსაცმელში შეიძლება დამენანოს.“ ნივთები, რომელიც მუდამ დევს სალომეს ჩანთაში: რუჟი, ტელეფონის დამტენი და სუნამო

ჩანთების მაღაზიაში ვიმყოფებით, რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ჩანთას? ალბათ, ბევრი სამგზავრო ჩანთა გაქვს შენი ცხოვრებიდან გამომდინარე.

მართლა ბევრი ჩემოდანი მაქვს. ერთხელ მახსოვს, ინგლისიდან ჩამოვდიოდით და 16 ჩემოდანი მქონდა. ვინც იჯდა ბარგის კონტროლზე ზურა იცნო, ფეხბურთის ფანი იყო და არ გადაგვახდევინა თანხა. გაგვიმართლა. ბოლო წლებია სულ საზღვარგარეთ მიწევს ცხოვრება, ამიტომ ჩემოდანი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ახლაც, როცა ზურა თურქეთშია ჩემოდანი ნახევრად ჩალაგებული მაქვს. რაც შეეხება ჩანთებს, ჩემი ყველაზე საყვარელი აქსესუარია. ჩანთაში შემიძლია გადავიხადო ძალიან დიდი თანხა, რისი გადახდაც ტანსაცმელში შეიძლება დამენანოს.

რა ნივთები დევს მუდამ შენს ჩანთაში?
ალბათ, ის რაც ყველა ქალის ჩანთაშია: საფულე, რუჟი, ტელეფონის დამტენი და სუნამო.

შენს გარდერობში რომელი აქსესუარები ჭარბობს?
ძალიან მიყვარს სათვალეები, საათები, ყელსაბამები.



„თბილისში ჩართული ვარ Fitcafe-ს საქმეებში. დავიწყე სარიოზული ვარჯიში და ჯანსაღი კვება. მივხვდი, რომ თუ კვებით არ შეუწყვე ხელი სხეულს, აზრი არ აქვს არაფერს.“

რა ადგილი უჭირავს შენს გარდერობში ფეხსაცმელს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტანსაცმელში უფრო მენანება ფულის დახარჯვა, ვიდრე ფეხსაცმელში. თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის და რაიმე საღამოსთვის არ მჭირდება სამოსი, მირჩევნია ზარაში შევიძინო. ფეხსაცმელში ფული არასდროს მენანება. სადმე რომ მივდივარ, ახლახან პარიზში ვიყავი, პირველად ყოველთვის ფეხსაცმელებთან მივდივარ.


instagram: @salomegviniashvili



@fitcafe


როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ამჯერად ზურაზე ვარ დამოკიდებული. თურქეთში დაუმთავრდა კონტრაქტი, ახლა ჯერჯერობით არ ვიცით სად იქნება და სად გადავალთ. თბილისში ჩართული ვარ Fitcafe-ს საქმეებში. დავიწყე სარიოზული ვარჯიში და ჯანსაღი კვება. მივხვდი, რომ თუ კვებით არ შეუწყვე ხელი სხეულს, აზრი არ აქვს არაფერს. გაჩნდა იდეა. დავიღალე სახლში გაკეთებული უგემური წიწიბურისა და მოხარშული ქათმის ფილეს ჭამით. გაჩნდა იდეა რომ გაგვეკეთებინა კაფე, სადაც ეს ყველაფერი გემრიელი იქნებოდა. ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან მოსწონს ხალხს. აქტუალური გახდა. ყველაფერი დიეტური და დაბალ კალორიულია, თან რაც მთავარია გემრიელი. ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია. ვაპირებ ფონდის ჩამოყალიბებას, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ახალგაზრდებსაც ვისაც პრობლემა აქვს წონის მინდა რომ მათვის ჩამოვაყალიბოთ ეს ტრადიცია რომ ვიკვებოთ ჯანსაღად და არა Junk Food-ით.

ინტერიერის დიზაინზე შენ იზრუნე?

ჩემთან ერთად ორი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში. ყველაფერი სადად გავაკეთეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი კაფე, სადაც დაჯდები და სიგარეტს მოწევ. აქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. აქ დატვირთვა მხოლოდ კვებასა და ჯანსაღ ცხოვრებაზეა. მალე დაემატება კურიერის მომსახურებაც და ახალი ფილიალიც.

ჯანმრთელი ცხოვრება სალომესგან!

დიდი მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!
წარმატებებს გისურვებთ!



Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

18


  • Lfio თქვა:
    1 ივლისი 2014 00:23 - ID: 18,
    საერთოდ ვერ გამიგია,რა მოგწონთ სალომესი.ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია. აი მართლა არ მესმის ისეთებს იტაცებთ ხოლმე რო გადაირევა ადამიანი :/

  • demetria თქვა:
    28 მაი 2014 00:29 - ID: 17,
    ძაან დაახვეწილი და ლამაზიაა <33

  • anukaanuka თქვა:
    27 მაი 2014 21:53 - ID: 16,
    არ მიყვარს ეს გოგო ფიზიკურადაც ხელოვნურია და პიროვნულადაც

  • kristi_ თქვა:
    27 მაი 2014 17:27 - ID: 15,
    გამაღიზიანებელია ჩემთვის ეს გოგო.

  • Gciffer თქვა:
    27 მაი 2014 16:14 - ID: 14,
    კაი გოგოა ძაან

  • dim თქვა:
    26 მაი 2014 22:20 - ID: 13,
    კარგი ქალია მაგრამ ეს უფერული ტუჩები და ტონალური საშინელებაა... ზოგადად უაზრობაა მარტო სალომე ღვინიაშვილის მისამართით არ ვამბიბ....

  • fuck selena თქვა:
    26 მაი 2014 21:30 - ID: 12,
    კარგი ტანი აქვს და ზმანები
    სიმპატიური გოგოა რა

  • Imaginary თქვა:
    26 მაი 2014 20:51 - ID: 11,
    მაგარი ქალიაააააააა

  • mariamininutsa თქვა:
    26 მაი 2014 20:03 - ID: 10,
    ბავშვობიდან დამოუკიდებელად ვიცვამდი. სულ ვეწინააღმდეგებოდი დედას.
    მეეე,მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს.
    კაფე კარგი იდეაა ძალიან.

  • gvantsa777 თქვა:
    26 მაი 2014 15:29 - ID: 9,
    არ მევასება ეს გოგო და რატო არ ვიცი :)

  • LiiZii თქვა:
    26 მაი 2014 14:59 - ID: 8,
    ძალიან ლამაზი , საყვარელი და ქალურია ... <333 ძაან მომწონს ... :*:*:*:*

  • NiNi_N თქვა:
    26 მაი 2014 13:29 - ID: 7,
    ამ ფოტოებში საერთოდ არ მომწონს და ისე კაი გოგოა

  • beonce თქვა:
    26 მაი 2014 13:25 - ID: 6,
    მომწონს.კაფის იდეაც კარგია.ალბათ,ბევრს დაეხმარება. :)

  • Ggvantsa თქვა:
    26 მაი 2014 13:13 - ID: 5,
    ზედმეტად ხელოვნურია ეს გოგო, არ მევასება რა

  • Laaaa თქვა:
    26 მაი 2014 13:12 - ID: 4,
    ძააან მაგარი გოგოაა

  • keetaa თქვა:
    26 მაი 2014 12:48 - ID: 3,
    მშურს და ვიბოღმები ესეთი ლამაზი როა ნერვებს მიშლის მინდა რო ნაკლი ვუპოვო ბოროტი ვარ მაგრამ იმდენად ლამაზია რო ვერაფერს ვერ დავაკლებ. მეც მინდა ესეთი ლამაზი ვიყო

  • liliana თქვა:
    26 მაი 2014 12:24 - ID: 2,
    როგორ მომწონს..ძალიან ეშხიანია... თან სტილი აქვს ფანტასტიური.. <3

  • doit თქვა:
    26 მაი 2014 12:23 - ID: 1,
    მაგარი გოგოა სალომე,კაფის შესახებ პირველად გავიგე და გამიხარდა ძალიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top