;
23 ივნისი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 7091-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლიკა ევგენიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ევგენიძეს უმასპინძლა. როგორი იყო ლიკა ბავშვობაში, რა იკავებს ყველაზე დიდ ადგილს მის გარდერობში და რომელი დიზაინერის სამოსით იმსახურებს ნიუ-იორკში კომპლიმენტებს, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: არჩილ შუშანაშვილი




როგორ ჩამოყალიბდა შენი სტილი,ბავშვობაში უჯერებდი დედას ჩაცმასთან დაკავშირებით?

არა, არ ვუჯერებდი. სხვადასხვა პერიოდი მქონდა. 12-ის თუ 13 წლის ვიყავი სკოლაში ყველას მოსწონდა Spice Girls, მე Björk და ალტერნატიული მუსიკა მიყვარდა. შესაბამისად, ეს ჩაცმის სტილზეც აისახებოდა. მახსოვს Björk , მგონი გრემის დაჯილდოებაზე მივიდა კაბით, რომელიც წინა მხრიდან იყო ბრჭყვიალა და ყველას ეგონა, რომ ასე პირველად იყო ჩაცმული, ამ დროს უკნიდან ეს კაბა იყო ამოჭრილი, ეცვა ჯინსები და კურდღლის ფორმის ჩუსტები. მეც მაშინვე ამოვჭერი კაბა და ჩავიცვი ჯინსებზე. სულ ასეთ რაღაცებს ვაკეთებდი.

გეხერხება ჭრა-კერვა ან ქსოვა?
კი, ძალიან მეხერხება.

რატომ არ გაყევი ამ გზას?

ასეთი ინტერესი არ მქონდა ამის მიმართ. კი, მომწონს, მაგრამ მგონია, რომ ამ ნიჭით იბადებიან. დიდი მოთხოვნილება უნდა გქონდეს,რომ მარტო ეგ გაინტერესებდეს. საერთოდ მე ყველაფერი მაინტერესებს. მინდა რომ ყველაფერი მოვსინჯო და როცა ვხვდები რომ ჩემი არ არის, მერე თავს ვანებებ.


„კომფორტულად ყველა სიტუაციაში ერთ ტანისამოსში ვერ იქნები. ყველა სიტუაციას თავისი სტილი აქვს.არ არსებობს ერთი ფორმულა კომფორტისთვის.“

ანა-სოფიას (შვილს) სულ კაბები აცვია, დამოუკიდებლეად ირჩევს სამოსს?

კი და სერიოზული ომი გვაქვს ხოლმე. უნდა რომ ეცვას მხოლოდ კაბა ან ქვედაბოლო. არ იცვამს შარვალს. არც ჯინსი, არც შორტი, უყვარს პრინცესას კაბები. შარვალს აღარც ვყიდულობ. მე არ ვიყავი ასეთი, პირიქით უფრო ჰიპური რაღაცები მომწონდა.

ყველაზე კომფორტულად რომელ სტილში გრძნობ თავს?

ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. კომფორტულად ყველა სიტუაციაში ერთ ტანისამოსში ვერ იქნები. ყველა სიტუაციას თავისი სტილი აქვს. არ არსებობს ერთი ფორმულა კომფორტისთვის. ყველა ადგილს შესაბამისი Dress Code აქვს. სავარჯიშო ცენტრში კონფროტულად ვარ სპორტულ სამოსსა და ფეხსაცმელში. საქართველოში ძალიან ხშირად ერთ კონკრეტულს ამოიჩემებენ და ყველას ის აცვია. ერთი პერიოდი ყველა გაგიჟებული იყო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, მერე კედებზე, მერე სპორტულ ფეხსაცმელზე. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. დღისით, ნიუ-იორკში, კარგად ვგრძნობ თავს როცა მაცვია კომფორტული ფეხსაცმელი, შორტები და მაისური. საღამოს ვიპრანჭები, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც ვიცვამ და მივდივარ რესტორანში. რესტორანში ეტიკეტიც არის, სპორტული ფეხსაცმლით არც შეგიშვებენ.

ყველაზე ხშირად რომელ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობ, ვისი სამოსი გაქვს ყველაზე მეტი?

დათუნა სულიკაშვილის. ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი არ მაქვს,დათუნასი ყველაზე მეტია. ძალიან ხშირად ვიღებ კომპლიმენტს. ნიუ-იორკში ძალიან უყვართ კომპლიმენტების თქმა, უცხო ადამიანი გაგაჩერებს და გეტყვის: „რა ლამაზი კაბა გაცვია,რა ლამაზი სათვალე გიკეთია“. ეს აქ ძალიან იშვიათად ხდება. დათუნას სამოსზე ბევრ კომპლიმენტს ვიღებ,მიყვარს ისეთ ადგილებში მისი სამოსის ჩაცმა, სადაც პიარიც გამომივა.



„ამბობდნენ, რომ თბილისში ყველას უყვარს შავიო,
ნიუ- იორკში გიჟდებიან შავ ფერზე. კულტია შავი ფერის.“




ვისაუბროთ ნიუ-იორკის მოდაზე,შენ თქვი რომ იქ ფეხსაცმელების კულტია.

კი, აბსოლუტური კულტია ფეხსაცმელების. “Sex and the City” თუ აქვთ ნანახი, იქაც გამოხატულია ეს მიდრეკილება. ყველაზე დაბალი ანაზღაურება ვისაც აქვთ, ის გოგოებიც აგროვებენ ფულს და კარგ ფეხსაცმელს ყიდულობენ. Sale-ზე რომ აღმოჩნდები მაღაზიაში ,ვერ წარმოიდგენ რა ხდება.ერთხელ ვიზომებდი ფეხსაცმელს,ჩემი გავიხადე და გვერდზე დავდე,ვიღაცამ მოკიდა ხელი და მიჰქონდა,ავუხსენი რომ ჩემი ფეხსაცმელი იყო და არ იყიდებოდა.

გადაცემაში „სხვა შუადღე“ ყოველდღე იყავი ეთერში, ვინ ზრუნავდა შენს ჩაცმულობაზე?

მე თვითონ. ფაქტობრივად, წელიწად ნახევარი ვიყავი ეთერში. შეუძლებელი იყო არ განმეორებულიყო სამოსი, მაგრამ, ვცდილობდი, რომ გადამეხალისებინა. ეთერში გასვლიდან პირველი კვირა დათუნა სულიკაშვილი გვაცმევდა. მერე უკვე ჩემით ვიცვამდი. ძალიან მოსახერხებელია აქსესუარები. შეიძლება ჯინსი და მაისური გეცვას და სამკაულით გახალისდეს. კარგი გამოსავალია ასეთ შემთხვევაში.

შენს გარდერობში ყველაზე დიდი ადგილი რას უკავია?

ძალიან დიდი რაოდენობით არის ფეხსაცმელი. რა თქმა უნდა, მაისური ალბათ ყველას ყველაზე მეტი აქვს, მაგრამ მე ფეხსაცმელები. ხანდახან იმდენად მოგწონს ყიდულობ, თუმცა შემდეგ ვერც ხმარობ კარგად.



„არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც წინასწარ გეგმავს ბევრ რამეს.
არასდროს არ ვიცი უცბად რა შეიცვლება და რა მოხდება“



კიდევ რა აქსესუარები გიყვარს ?

მიყვარს სამკაულები. თავის აქსესუარები მიყვარს. ინდოეთში ვიყიდე ვერცხლის ნემსიყლაპია, ბავშვობიდან მიყვარს ნემსიყლაპიები, სულ ვხატავ.
ოღონდ ყელზე გასაკეთებლი იყო, მაგრამ ძალიან კარგად მოვირგე თავზე და ასე მეკეთა შუბლზე. მე თვითონაც დავიწყე თავის აქსესუარების გაკეთება. მასალებს ვყიდულობ და ვაწყობ.

მახსოვს, ქორწილში გეკეთა ყვავილი თავზე, ვისი კაბა გეცვა?
კი, ორქიდეა მეკეთა. ჩუბიკას კაბა მეცვა. სადა და თავისებური იყო,უკნიდან იშლებოდა შლეიფი და ფრთებივით იყო.

ჩვენ ჩემოდნებისა და ჩანთების მაღაზიაში ვიმყოფებით, შენ ხშირად მოგზაურობ, რამდენი ჩემოდანი გაქვს?
ახლა, რომ ჩამოვედი ჩავაბარე 5 ჩემოდანი და თან მქონდა ერთი. ოღონდ მარტო ჩემი არ იყო.

ჩანთებს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

რაღაცას რომ ვიცვამ, ანა-სოფიაც გავარდება, გამოიცვლის,“მეც ლამაზი ვარ დედიკო“-მეუბნება ხოლმე. ერთხელ გადაიკიდა ჩანთა და მითხრა: „ორივეს ჩანთები გვაქვს, ოღონდ მე მარტო ორი, შენ კიდევ ბევრიო“. სულ მეუბნება, რომ გავიზრდები ხომ მაჩუქებ ამ კაბასო.


„ყველაფერი მაინტერესებს. მინდა რომ ყველაფერი მოვსინჯო
და როცა ვხვდები რომ ჩემი არ არის, მერე თავს ვანებებ.“




ნიკა (მეუღლე) თუ ერევა შენს ჩაცმულობაში?

არა, ნიკას უყვარს როცა ერთად დავდივართ საყიდლებზე. უყვარს როცა თვითონ არჩევს და მყიდულობს რამეს. ის მომენტი, რომ რაღაც არ ჩაიცვაო, ასეთი რამ არ ყოფილა.
მახსოვს, ზღვიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით,ზღვიდან მოყოლებული ისევ იმ ტალღაზე ვარ ხოლმე. ჩავიცვი მოკლე, უბრეტელო კაბა, გასვლისას მეხამუშა ქალაქში რომ ისე გავდიოდი, ვკითხე ძალიან მოკლე ხომ არ არის -მეთქი და მიპასუხა: „მე პრობლემა არ მაქვს და შენ თუ გინდა გამოიცვალეო“.

რომელია შენი ყველაზე საყვარელი ბრენდი ან დიზაინერი,რომელიც შენს გემოვნებასთან ყველაზე ახლოსაა?

სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა. შენთვითონაც იზრდები და იცვლები, გამორიცხულია მთელი ცხოვრება ერთი მოგწონდეს. შანელზე არ მაქვს საუბარი, რომელიც არის კლასიკა, მისი პიჯაკი ყველას შეუძლია ჩაიცვას. ერთი პერიოდი ძალიან მიყვარდა ბალენსიაგა. სელინიც მიყვარს. ახლა არ ვიცი რომელიმე მყავს თუ არა ამოჩემებული, ვიღაცის ერთი რაღაც მომწონს, ვიღაცის სხვა, არავის მთლიან კოლექციაზე არ გადავრეულვარ.


@likaevgenidze

@likaevgenidze @kristiglen


რომელია შენი საყვარელი ფერი?

ჩემს შვილს აქვს საყვარელი ფერი - მუქი ლურჯი. მეც მიყვარს ლურჯი, ნაცრისფერი, შავი. რომ ამბობდნენ, რომ თბილისში ყველას უყვარს შავიო, ნიუ- იორკში გიჟდებიან შავ ფერზე. კულტია შავი ფერის.

ტატუები თუ გაქვს და რა დანიშნულება აქვთ შენთვის?

ორი ტატუ მაქვს. ერთი ნემსიყლაპია კისერთან, რომელიც სტუდენტობის დროს გავიკეთე. მეორე გავიკეთე მეორე შვილის გაჩენის შემდეგ თეთრი ტატუ, რომელიც მხოლოდ საცურაო კოსტუმში ჩანს. ამბობენ, რომ ვისაც ტატუ აქვს მიდრეკილება უჩნდებათ რომ კიდევ გაიკეთონ. მე მესამეც მინდა,მაგრამ ვერ ვრისკავ. ჩემს სტილში არ ჯდება დიდი ტატუ, პატარა კიდევ შეიძლება გავიკეთო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახლა, ვისვენებ. მერე ისევ ჩემი ბიუროკრატიული პროცესი უნდა გავაგრძელო მოქალაქეობასთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე არ ვიცი. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც წინასწარ გეგმავს ბევრ რამეს.არასდროს არ ვიცი,უცბად რა შეიცვლება და რა მოხდება. მერე იმედგაცრუება მოჰყვება დაგეგმილს. ვცდილობ ,არასდროს დავგეგმო და მივყვე დინებას.რაც იქნება იქნება. თავისით მოხდება ყველაფერი.

დიდი მადლობა Buon Viaggio-ში სტუმრობისათვის!
წარმატებებს გისურვებთ !





Buon Viaggio:  ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

2


  • ANGEL თქვა:
    25 ივნისი 2014 00:15 - ID: 2,
    ძალიან მომწონს ლიკაა <3

  • mariamininutsa თქვა:
    24 ივნისი 2014 20:43 - ID: 1,
    მე ძალიან მომწონს ეს გოგო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top