;
30 ივნისი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 7938-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ავთო ცქვიტინიძე

Buon Viaggio
-ს პროექტის მომდევნო სტუმარი ავთო ცქვიტინიძეა . ამჯერად, კრისტის დიზაინერმა თავისივე მოდის სახლში AVTANDIL უმასპინძლა. როგორ განვითარდა მისი კარიერა, რომელი დიზაინერია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი



„ძალიან დიდი მუხტი მომცა ოლეგ ტიმჩენკომ, როცა პირველი კოლექცია გავაკეთე მასთან ერთად. ევროპის ბაზარზე დაინახეს ჩემი ბრენდი. განსხვავებული პრინტითა და ტექნოლოგიით - ფერწერა ტანსაცმელში. ამით დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში, რასაც ვაგრძელებთ.“

ავთო, მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა.ეს იყო 1995 წელს პირველი ავანგარდული მოდის ასამბლეაზე. მახსოვს, ისეთი როლი მერგო, რომ წამყვანის ამპლუაშიც ვიყავი. ზღაპრის გმირებივით ვიყავით. ყველა ინდივიდუალური მოდელი იყო. მოგვიყევი, ეს შენი პირველი კოლექცია იყო?

განათლებით ფერმწერი ვარ. როცა გამოცხადდა კონკურსი, დავჭერი ნახატები და ავაწყვე კოლექცია. მაშინ „Prodigy-ს“ არავინ უსმენდა, ამაზე დავდგი სპექტაკლი. ხალხი მუდმივად ესწრებოდა. საოცარი დღესასწაული იყო მაშინ, როცა თბილისში არაფერი არ ხდებოდა. საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გელა კუპრაშვილმა მოდის ინდუსტრიაში. წინა პლანზე წამოწია მოდა, არაჩვეულებრივი სტუმრები და დიზაინერები ჰყავდა. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი აღმოცენდა, თუმცა შემდეგ ყველა დაიკარგა, სამწუხაროდ. ეს იყო ჩემი პირველი ფერწერული ნამუშევრების გაცოცხლებული გამოფენა.

ეს კოლექცია შენი ხელით იყო ხომ გაკეთებული. მახსოვს, ჯოკონდას კაბა, ისეთი გაკეთებული იყო, პატარა კუბიკებით აწყობილი, სერიოზული ნამუშევარი იყო.

კი, ყველა მოდელი ჩემი ხელით იყო გაკეთებული. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი
. მიხარია,რომ ასე კარგად მიმიღო საზოგადოებამ და ასე დამიმახსოვრეს. ყველა ადამიანისთვის ეს არის სტიმული, როცა შეიძლება ნულიდან დაიწყო და ეს ყველაფერი დაგიფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ საქართველოში და ყველას ძალიან უჭირს თავის დამკვიდრება. ეს როცა გულით კეთდება და როცა ადამიანი შრომისმოყვარე ხარ, არც ისე რთულია.





მაშინ მიხვდი რომ ეს შენი საქმე იყო და უნდა გაგეგრძელებინა ეს გზა?

კი, ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვიდა. გოგონებმა ჩემთან ჩაცმა დაიწყეს. რაღაცების კერვა დავიწყე. მოსკოვში როცა პრაქტიკებს გავდიოდი, როცა თავისუფალი დრო მქონდა ტანსაცმლის მოდელირებასაც ვაკეთებდი, მაგრამ სერიოზულად არა. მაშინ ისეთი პერიოდი, ყველა კლუბში ჩვენებები იმართებოდა. მერე დამჭირდა ახალი კოლექციის შექმნა. ყველანაირი ფესტივალი იყო მოდის. თითქმის ყველგან ვიყავი გამარჯვებული.

ამის შემდეგ გაემზავრე ხომ პარიზში?

კი. ასევე, იყო კონკურსი „დიზაინი“, შემდეგ მსუბუქ მრეწველობასთან ერთად გაკეთდა პროექტი „მრეწველობის აღორძინების“ და მაშინ მოვხდი დიდ ქარხნულ ფაბრიკაში- ქუთაისში.ისე ხშირად დავდიოდი ქუთაისში,ყველას ქუთაისელი ვეგონე.საიდანაც დავიწყე უკვე სერიოზული მუშაობა. “Buyer-ის“ ფუნქცია შევითავსე და ძალიან ბევრ მაღაზიას შევთავაზე ჩემი ტანსაცმელი, იმათმა შემიკვეთეს და ასე დაიწყო ჩემი პროექტის აღორძინება. მაშინ პირველად გავაკეთე ბევრი ფული, რითაც ვიყიდე ბინა.



პირველი მაღაზია პლეხანოვზე გქონდა, მანამდე სად იყიდებოდა შენი სამოსი?

ძალიან შემიწყო ხელი მაღაზია „პოდიუმმა“, პირველად შეიტანეს ქართველი დიზაინერის სამოსი.მაშინ ცნება- ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი არ არსებობდა.მოგვიანებით, მაკა ასათიანმა დაიპყრო მოდის ინდუსტრია. მოთხოვნადი გახდა ბიჭი დიზაინერი და ჩვენ ერთ დონეზე ჯანსაღი კონკურენციით და ერთმანეთის დახმარებით ვმოღვაწეობდით. არასდროს დამავიწყდება როგორ მეხმარებოდა მოსკოვში მაკა და მუდმივად მგულშემატკივრობდა.

პოდიუმიდამ დღემდე, ეს უკვე დიდი მიღწევაა. ვთვლი, რომ ახლა ავთოს რეზინდენციაში ვიმყოფებით. ასეთი მასშტაბის მოდის სახლი არავის არ აქვს, შენ პირველი ხარ. მოგვიყევი რა ხდება აქ.

აქ ერთ სართულზე იკერება ინდივიდუალური შეკვეთები და მხოლოდ პრეტა-პორტე დე ლუქსი, რომლებიც მიდის მსოფლიოს 63 კონცეპტუალურ მაღაზიაში. მეორე სართულზე კეთდება ბავშვების ხაზი და მეორე ხაზი, რომელიც მასობრივად იყიდება და იწარმოება. არის საოფისე ფართიც. ქვემოთ ვაპირებ გავაკეთო Fashion კლუბი, სადაც კვირაში ერთხელ შეეძლებათ ჩემს მეგობრებს მოსვლა კოქტეილზე. მწვანე ოთახი იქნება სულ მცენარეებში.




„ხათუნა გავიცანი ჩემს ატელიეში. გავგიჟდი და გადავირიე.ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც წარმომედგინა ჩემი მეუღლე: ვიზუალური და გონებრივი შესაძლებლობებით. მეგობრობისა და დედობრივი თვისებებით 100%-დან 100%- ია.“

ავთო, ბავშვობაში შენ როგორ იცვამდი,უჯერებდი მშობლებს?

ჩემი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ და შედარებით განსხვავებულად მეცვა გურიაში. მშობლები სულ დაბარებულები იყვნენ სკოლაში, „რატომ აცვია ბავშვს იმაზე მეტი ღირებულების სამოსი, იმასთან შედარებით რისი საშუალებაც აქვს მასასო.“

შემდეგ როცა პრეტენზიები გამიჩნდა და ე.წ „ტიპი“ ვიყავი სკოლაში, ვექცეოდი ყურადღების ცენტრში. დავიწყე მამაჩემის ტანსაცმელების გადაკეთება. ერთ-ერთ მამაჩემის მეგობარს ვალი ჰქონდა და თანხის დანაკლისად მოუტანეს საკერავი მანქანა. დედაჩემს სულ ვთხოვდი, რომ შეეკერა ჩემთვის.შემდეგ მეც ვცადე,ძალიან სასაცილო ნაკერები გამომდიოდა, მაგრამ მერე ყველა მეუბნებოდა: “ მათხოვე, მათხოვეო.“ მაშინ მოდური იყო ტილოს პერანგები. ჩამოვხსენი სამზარეულოს ფარდა და შევკერე ტილოს პერანგი. ვხარჯავდი ჯინსებს, აგურით ვხეხავდი.





შენი შვილი ე.წ „მოდნიცაა“. თვითონ ირჩევს სამოსს?

კი, თვითონ. როცა ვყიდულობთ ანასტასიასთვის გვაქვს ერთი დღე, იცის თავისი საყვარელი დიზაინერები. გიჟდება Jean Paul Gaultier-ზე, არ უყვარს Chloé, იცის რომ Sonia Rykiel-ის ჟაკეტი უფრო კარგი ტიპია, ვიდრე Marc Jacobs.

ეს ყველაფერი თვითონ ისწავლა?

კი, ამდენი ხნის განმავლობაში ისწავლა. როცა სახელობით ტანსაცმელს ვუძენთ, გიჟდება როცა გარდერობში იცვლის და ემსახურებიან. დედამისს რომ უყურებს იმეორებს ყველაფერს, ის ერთი დღე მერე ანასტასიასია.

შენი სამოსი ხშირად აცვია? თვითონ გიკვეთავს თუ ენდობა შენს გემოვნებას?

ძირითადად, ისეთი ტიპის უნდა, როგორიც დედიკოს.რა თქმა უნდა, დეკოლტესა და ვიწრო კაბას არ ვუკერავ.





მიმაჩნია,რომ ხათუნა არის It Girl, ყოველთვის გამორჩეულია და ხშირად აცვია შენი სამოსი, მემგონი ეგრეც გაიცანი ხომ? შენთან მოვიდა ატელიეში.

ხათუნა გავიცანი ჩემს ატელიეში. გავგიჟდი და გადავირიე,ზუსტად ის ადამიანია, როგორიც წარმომედგინა ჩემი მეუღლე: ვიზუალური და გონებრივი შესაძლებლობებით. მეგობრობის და დედობრივი თვისებებით 100%-დან 100%-ია. ალბათ, ღმერთს ვუყვარვარ რომ ასეთი ადამიანია ჩემს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ გვიან მოვიყვანე ცოლი. 30 წლის ვიყავი, მაგრამ აბსოლუტურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ მყოლოდა ნამდვილი მეორე ნახევარი. არასდროს არ ვყოფილვარ ძიებაში ქორწინების შემდეგ და არც მაქვს ამის სურვილი.


ინსტაგრამზე: @avtandilts ❤️ @khatotusa


რომელი დიზაინერია შენს ხასიათთან ყველაზე ახლოს?

ძალიან მიყვარს Riccardo Tisci, მაგრამ ყველა დიზაინერს ვადევნებ თვალს. არის პერიოდები როცა ვგიჟდები Prada-ზე, Marni-ზე. პერიოდულად, Balenciaga-ზე. მაინც ვფიქრობ, რომ Balenciaga-სა და Givenchy-ს სახლი ყველაზე ახლოს არის იმასთან, რასაც მე ვაკეთებ. ვაღმერთებ კარლ ლაგერფილდს, რომელმაც გაახალგაზრდავა და გააფერადა „შანელის“ სახლი. ყოველთვის ველოდები, თუ რა იქნება მის მაღაზიებსა და ახალ კოლექციაში, რომ რაიმე ნივთი შევიძინო, ჩემთვის არა.

შენთვის ყველაზე ხშირად რომელი ბრენდის სამოსს ყიდულობ?

ძალიან ბევრი მაქვს დემოკრატიული კომპანიების: H&M, Zara, მაგრამ ფეხსაცმელების უმეტესობა არის Balenciaga და Prada. მიმაჩნია, რომ ეს ორი კომპანია ყველაზე კარგად ერგება ჩემს სილუეტს. რაც შეეხება დიზაინერებს, ამ საუკუნის გენიოსად მიმაჩნია Haider Ackermann. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ნივთი არ გვაქვს მისი, ძალიან რთულად მოსარგებია, ერთი სული მაქვს როდის იქნება მისი შოუ. მისი ჩვენება არის ცალკე ისტორია, რომელიც გენიალურია.


„თუ სხვა ქვეყანაში ვარ პრეზენტაციას აუცილებლად ჩემი თავით ვაკეთებ და რა თქმა უნდა ხათუნათი.“

არის ტენდენციები, რომლებიც ყოველ წელს იცვლება,მაგრამ შენთვის რომელია ყველაზე საყვარელი ფერი?

ალბათ, მუქი ტონალობები. მიუხედავად იმისა,რომ ფერმწერი ვარ,ერთი პერიოდი შავ-თეთრის სინთზი მქონდა და გრაფიკისკენ წავედი. ახლა, ბოლო ჩვენებაზე შევაერთე გრაფიკა და რაღაც დოზით დავუბრუნდი ფერწერას. ძალიან დიდი მუხტი მომცა ოლეგ ტიმჩენკომ, როცა პირველი კოლექცია გავაკეთე მასთან ერთად. ევროპის ბაზარზე დაინახეს ჩემი ბრენდი. განსხვავებული პრინტითა და ტექნოლოგიით - ფერწერა ტანსაცმელში. ამით დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში, რასაც ვაგრძელებთ. ტიმჩენკოს ხაზის მერე იყო ანგელოზები, შემდეგ კეთილი ჯარისკაცი. ახლა ახალ თემაზე ვმუშაობთ. ჯერ არ გავამხელ, პლაგიატობა დღეს ტენდენცია გახდა.

Buon Viaggio-ს პროექტის სტუმარი ხარ და დღეს შენთან გავაკეთებთ კოლაბორაციას,შენს სამოსს შევუხამებთ Buon Viaggio-ს ჩანთებს.შენ ხშირად ატარებ ჩანთას,რა დანიშნულება აქვს შენთვის ჩანთას?

დღეს გავაკეთებთ დემოკრატიული ხაზის პრეზენტაციას შენზე. რაც შეეხება ჩანთებს, ჩემი ერთ-ერთი ატრიბუტია, ვერც წარმომიდგენია ჩანთის გარეშე. დიდი სახლივით არის, ძალიან რთულია შიგნით რამე მოძებნო, ყველაფერს შიგნით ვდებ დამჭირდება თუ არა მაინც. წამლებიდან დაწყებული თმის გელით დამთავრებული ყველაფერი დევს. თუ სადმე უცებ წასასვლელი ვარ და სალონში ვერ ვასწრებ მისვლას, მშველის მშვენივრად. ბუნებრივად ხუჭუჭა თმა მაქვს და ხშირად სჭირდება მოწესრიგება.

ხშირად იცვლი ვარცხნილობას? ხან გრძელი გაქვს, ხან მოკლე

ჩემი პასპორტი არის ძალიან სასაცილო. ყველა ვიზაზე სხვადასხვა ვარცხნილობა მაქვს. ძალიან ბევრი იბნევა ხოლმე. ძირითად ფოტოზე გასწორებული ჩოლკა მაქვს. დიდი ხანია ჩოლკა აღარ მქონია.





რა არის შენი საყვარელი აქსესუარი? შოპინგისას ყველაზე მეტს რას ყიდულობ?

ყველაზე ბევრი მაქვს სპორტული ფეხსაცმელი და მაისურები. არ ვატარებ საათს, სამაჯურებს და ყელსაბამებს. მიყვარს კომფორტული ტანსაცმელი. ვერ ვიცვამ ჯინსს,იმიტომ რომ არცერთი არ მიხდება. შარვლებსა და პიჯაკებს ყოველთვის მე თვითონ ვიკერავ. თუ სხვა ქვეყანაში ვარ პრეზენტაციას აუცილებლად ჩემი თავით ვაკეთებ და რა თქმა უნდა ხათუნათი. ყველა ელოდება თუ რა ეცმევა ჩემს მეუღლეს. წინასიტყვაობა არის ჩემი კოლექციის.

ფაქტობრივად, ხათუნა შენი ბრენდის სახეა.

კი, ყველა ქვეყანაში. ძალიან ბევრი რამე მისი დამსახურებით მოხდა. პარიზში როცა ვიტრინაც გაგვიკეთეს, ხათუნა ჩემი კაბით იყო, დაინტერესდა მისი მფლობელი და შემდეგ უკვე მოხდა ჩვენი გაცნობა.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

მილანის Showroom-ში გამოიფინება 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ასევე, გავაკეთეთ ბავშვების კოლექციის ახალი ხაზი. ეს ჩემთვის ევროპის ბაზარზე სიახლეა. პირველად ვცადე და იმედია გაამართლებს. უახლოეს მომავალში იმედია დავისვენებ. რა თქმა უნდა, სექტემბერში იქნება ჩვენება, ყველა იქნება ვარსკვლავი. ეს არ იქნება ერთიანი ხაზი კოლექციის, ყველა მოდელი იქნება თავისი სტატუსის შესაბამისად.


ინსტაგრამიდან: @kristiglen



დიდი მადლობა Buon Viaggio-ში სტუმრობისათვის!
წარმატებებს გისურვებთ !



Buon Viaggio:  ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

5


  • maariikuunaaa თქვა:
    4 ივლისი 2014 00:31 - ID: 5,
    რა პონტია ყველა სურათს მისამართი და ა.შ რო აწერია??

  • bibi თქვა:
    1 ივლისი 2014 14:20 - ID: 4,
    არა შემოქმედება კარგია მაგრამ თვითონ...

    __________________

    ჩემი ბლოგი ♥♥

  • mariamininutsa თქვა:
    30 ივნისი 2014 22:48 - ID: 3,
    ძალიან მიყვარს ავთანდილი.

  • liliana თქვა:
    30 ივნისი 2014 12:27 - ID: 2,
    vaime kristi ras gavs.....

  • Lel Oo★ თქვა:
    30 ივნისი 2014 11:31 - ID: 1,
    ძალიანნ მიყვარს ეს ადამიანიი და პატივს ვცემმ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top