;
7 ივლისი 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 5090-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გოჩა ჩერტკოევი

Buon Viaggio-ს პროექტის სტუმარია გოჩა ჩერტკოევი . კრისტი მას შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაწყებამდე ესტუმრა. საუბარი შედგა სტილსა და მოდაზე.რომელია გოჩას საყვარელი ბრენდები და ფერი,რომელიც ყველაზე ახლოს არის მის შინაგან სამყაროსთან. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი



„ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი იმიჯისთვის კეთდება. მე თვითონ ვარ ჩართული ჩემს საქმეში. “


გოჩა, შენ ყოველთვის ექსტრავაგანტულად გაცვია. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც თავისი სტილი აქვთ ნაპოვნი.როდის ჩამოყალიბდა შენი გემოვნება,რა ასაკში მიხვდი, რომ ეს იყო შენი სტილი? ჰქონდა გავლენა ცეკვას შენს სტილზე?

არა, ცეკვებს არა. ვფიქრობ, ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. მის შინაგან თვისებებსა და სტილის შეგრძნებაზე. იყო მოდური ეს სხვაა და გქონდეს სტილის შეგრძნება სხვა. მოდა მიდის და მოდის, სტილის შეგრძნება რჩება. პატარა რომ ვიყავი, დედას მივყავდი ბაღში და რატომღაც, სულ თეთრი ფერის სამოსს მაცმევდა. ალბათ, აქედანაც დაიწყო სტილის ჩამოყალიბება. ყველას სხვა ფერის სამოსი ეცვა, მე სულ თეთრი. არ ვიცი, რატომ. მახსოვს, წინსაფარი მქონდა, რომელსაც ჟირაფი ეხატა და არ მომწონდა. არ მიყვარს კაშკაშა ფერები. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი იმიჯისთვის კეთდება. მე თვითონ ვარ ჩართული ჩემს საქმეში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე იძულებული ვარ ყოველთვის ფორმაში ვიყო.



„ქუდები სტრატეგიულად მაქვს გამოყენებული. ყოველდღიურად სულ ჯინსი და მაისური მაცვია.“

იგრძნობოდა შენი სტილის გავლენა შენს სასცენო კოსტუმებზე? ერეოდი კოსტუმების შეკერვაში ან დიზაინში?

ცეკვა სულ სხვა სფეროა. დღევანდელი ცეკვის მოდაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ მე და შორენამ. ჩვენი სპონსორი კომპანიები, რომლებიც აკეთებენ სასცენო კოსტუმებს მათთვის ყველა ესკიზს მე ვხატავდი. ყველანაირი კონკურსისთვის. ჰოლივუდის „Dancing with the Stars-ში“ ყველა კოსტუმი ჩემი დიზაინით არის შექმნილი. იქ არის დიზაინერი ფლორიდიდან მარია, რომელიც იყო ჩვენი სპონსორი. ჩემი და შორენას წყვილით დაიწყო კარიერა და გააკეთა კომპანია. სისტემა ისეთია, რომ სახელოვანი წყვილი ვინც არის იმას ირჩვევენ.

საყვარელი ფერი ახსენე რომ თეთრი იყო ბავშვობაში,გრძელდება ეს თუ სხვა ფერებს ანიჭებ ახლა უპირატესობას?

კი, გრძელდება. ჩემს პიროვნებასთან თეთრი ახლოს არის. ალბათ, უფრო ბოროტივით გამოვიყურები და თეთრი მამშვიდებს. ლომი ვარ ზოდიაქოთი, ამიტომ ჩემი ფერია წითელი. რაც შეეხება, ჭრელ ფერებს, არ მომწონს. არ მეშინია ფერების, მაგრამ ჭრელი ფერები არ არის ჩემთვის.


„პატარა რომ ვიყავი, დედას მივყავდი ბაღში და რატომღაც,
სულ თეთრი ფერის სამოსს მაცმევდა. ალბათ, აქედანაც დაიწყო სტილის ჩამოყალიბება.“


როგორც ვატყობ, ქუდების კოლექცია გაქვს. ყველაზე მეტი აქსესუარი რა არის შენს გარდერობში?


ქუდები სტრატეგიულად მაქვს გამოყენებული.
ყველაზე მეტი ჩემს გარდერობში ჯინსია. არ მიყვარს ბევრი ტანსაცმელი. ეხლა უფრო მეტი ზედატანის სამოსი მჭირდება, რომ ვვარჯიშობ. ყოველდღიურად სულ ჯინსი და მაისური მაცვია.

ყველაზე კომფორტულად რომელ სამოსში გრძნობ თავს?

ახლა, რაც შეიძლება განიერი სამოსი მაცვია, გავსუქდი. კომფორტულად სავარჯიშო ფორმაში ვგრძნობ თავს. უსახელო მაისურსა და გაშვებულ შარვალში. მე ძალიან რთული „ჩამცმელი“ ვარ. ყველაფერს ვერ ჩავიცვამ. ჩემი ტვინი არ მაძლევს საშულებას.


„სასცენო კოსტუმების ყველა ესკიზს მე ვხატავდი. ყველანაირი კონკურსისთვის.
ჰოლივუდის „Dancing with the Stars-ში“ ყველა კოსტუმი ჩემი დიზაინით არის შექმნილი.“


რომელია ყველაზე საყვარელი ბრენდი ან დიზაინერი, რომლის სამოსიც ჭარბობს შენს გარდერობში?

ძალიან მომწონს Rick Owens. გოთური სამოსი აქვს. რამდენჯერმე ჩავიცვი აქ და ხალხი გაგიჟდა.
ასევე,Gareth Pugh,ძალიან განსხვავებულია. ყოველდღიურად, Givenchy ; Dolce&Gabbana -ჩემი სხეულის აგებულებას ყველაზე მეტად ერგება. რაც არ უნდა ჩავიცვა, ყველაფერს ვირგებ. Gucci-ის ტანსაცმელს ვერ ვიცვამ, მხოლოდ ფეხსაცმელებსა და რამდენიმე პიჯაკს. მომწონს Lanvin; Balenciaga.

Buon Viaggio:  გოჩა ჩერტკოევი
რაც შეეხება ჩანთებს, ატარებ ყოველდღიურად?

მხოლოდ სპორტული ტიპის ჩანთებს, როცა სავარჯიშოდ მივდივარ. ზოგადად,არ მიყვარს ჩანთები.

შორენას(მეუღლის) ჩაცმულობაში თუ ერევი?

კი, რა თქმა უნდა. ერთმანეთის ჩაცმულობაში ვერევით.თუ დამინახავს რომ სულელივით გამოვიყურები მეტყვის, რომ ეს ასეა. მე მესმის და ვითვალისწინებ.იგივე ხდება შორენას შემთხვევაში. პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს ყველაფერს.

შენ თქვი გავსუქდიო, ასე არაფერი გეტყობა, თბილისი მოქმედებს?

კი, იმიტომ რომ არ ვვარჯიშობ. სხეულის ფორმა შემეცვალა.

როგორია შენი სამომავლო გეგმები, მალე მიფრინავ საქართველოდან, როდის უნდა გელოდოთ? ყველას ძალიან შეუყვარდით და თქვენზე ყველაფერი აინტერესებთ.

ჩემი დაბრუნება საქართველოში დამოკიდებულია მხოლოდ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“.

თუ ეს შოუ არ იქნება ალბათ, 25 წელი აღარ ჩამოვალ. სამომავლოდ არ ვიცი რა იქნება.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
Buon Viaggio-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio:  გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

9


  • lovejohnnydepp თქვა:
    12 ივლისი 2014 00:07 - ID: 9,
    gochaaa :D meketeba am kacze :D

  • salimani თქვა:
    8 ივლისი 2014 22:48 - ID: 8,
    აუ გოჩა ძაან სასაცილო კაცია, ძაან მიყვარს... თან სულაც არ ცდილობს მაგრამ მაინც ყველაფერი სახალისოდ გამოსდის.. თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანია, .ამის ქართულ-ინგლისურზე ვგიჟდები :D :D :D

  • tatia 888 თქვა:
    8 ივლისი 2014 11:02 - ID: 7,
    გუდ ჯობ გოჩა) ვაიმე ის გამახსენდა ოთარ ტატიშვილის შოუში იყო და ამბავს ყვებოდა შევედი რესტორანში და მოხეური ხინკალი უნდა შემეკვეთა დამავიწყდა ეგ სახელი და მოგლეჯილი ვუთხარიო) გადავყირავდი) მაგარი კაცია ) ძალიან მიყვარს) love

  • Laaaa თქვა:
    7 ივლისი 2014 23:34 - ID: 6,
    ვგიჟდები ამ კაზცე მაგრამ მისი ქართულ-ინგიური მეც მახიზიანებს

  • tekla-tay თქვა:
    7 ივლისი 2014 21:49 - ID: 5,
    ჩემი ოსი ზემლიაკი love

  • mariamininutsa თქვა:
    7 ივლისი 2014 18:43 - ID: 4,
    ძალიან ობიექტურია. <3

  • N.J Siren თქვა:
    7 ივლისი 2014 18:13 - ID: 3,
    ეს და ამის ცოლიი ასე მგონია სხვა პლანეტიდან ჩამოვიდნენ, ძაან სასაცილლოდ გამოიყურებიან მაგრამ მათ პროფესიონალიზმს ვაფასებ, თან გოჩა მაგარი ტიპია მევასება :D

  • Lel Oo★ თქვა:
    7 ივლისი 2014 14:08 - ID: 2,
    არვცი რა კკომენტარი გავაკეთო fellow ძაან ვხალისობ ამის და ცოლის ამრეიკულ ინგლისურ ქარტულ ლაპარკზე

  • liliana თქვა:
    7 ივლისი 2014 08:23 - ID: 1,
    გუდ ჯობ... :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top