;
16 ივლისი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5385-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ქეთი ხატიაშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია ქეთი ხატიაშვილი . რა ადგილი უკავია ჩანთას ქეთის პროფესიულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიცვალა თუ არა მისი სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი



„რთულია გადაერთო სპორტული სტილიდან კლასიკურზე. დგომაც და სიარულიც სხვანაირი აქვს სპორტსმენს.“

შენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, სპორტული სტილი გქონდა ბავშვობაშიც. როგორი იყო შენი ყოველდღიური სტილი,რომელი ფერის და ბრენდის სამოსი ჭარბობდა შენს გარდერობში?

5-6 საათი სულ დარბაზში ვიყავი, ამიტომ სულ სპორტული სამოსი მეცვა. ძირითადად, შეკრებებსა და შეჯიბრებებში გავატარე ცხოვრება. დილა იწყებოდა სპორტული სამოსით, შეჯიბრის ფორმით. უმეტესწილად, მოწესრიგებულად სულ შავებში მეცვა, ამიტომ გარდერობში ეს ფერი ჭარბობდა. ძირითადად, Nike, Adidas და Reebok-ის სამოსი მქონდა.



ამდენ დროს ატარებდი დარბაზში, ვარჯიშის მერე სადმე რომ გიწევდა წასვლა ისევ სპორტულ სტილს ანიჭებდი უპირატესობას?

მქონდა ერთი კაბა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ყველგან მეცვა. დაახლოებით, 6 თვე დამჭირდა სპორტული სტილიდან კლასიკურზე გადასვლისთვის. ვერ ვირგებდი კლასიკურ სტილს და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. მეცვა კაბა, მაგრამ ვუხამებდი კედებს. რთულია გადაერთო სპორტული სტილიდან კლასიკურზე. დგომაც და სიარულიც სხვანაირი აქვს სპორტსმენს. ნელ-ნელა გადავერთე. 1-2-3-ის კლასიკური შავი კაბა მქონდა, რომელსაც ყველგან ვიცვამდი.სხვა კაბები არც მჭირდებოდა და არ ვიყავი კომფორტულად.


„ძალიან მიყვარს სათვალეები. აუცილებელია ჩანთაში მედოს, თუნდაც უამინდობა იყოს.“



ახლა თუ იმატა კლასიკური სამოსის რიცხვმა შენს გარდერობში?

კი. ახლა, მოკლე კაბებიც მომწონს, საღამოს კაბებიც. კაბები მომრავლდა,
თუმცა შორტითა და მაისურით, ალბათ, მთელი ცხოვრება უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თუ ერეოდი შენი კოსტუმის შექმნაში?

მეც ვერეოდი, რადგან ჩემთვისაც და ყველა ქალბატონისთვისაც ის უფრო კომფორტულია, რაც შენ მოგწონს და შესაბამისად, ცეკვაც უფრო კომფორტული იქნება. მაგალითად, თუ წელზე მინდოდა უფრო მოჭერილი, ან მკლავი სხვა ფერის ვამბობდი. მერე საერთო აზრამდე რომ მივდიოდით ისე მიკერავდნენ ZENKA & MARI. რისთვისაც დიდი მადლობას გადავუხდი, არაერთხელ ვაწვალე.

რომელია შენი საყვარელი ფერი,ყველაზე ხშირად რა ფერის სამოსი გაცვია?

ყველაზე ხშირად შავი ფერის სამოსი მაცვია. ყველაფერი შეიძლება შეუხამო,
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი ფერია. ძალიან მიყვარს თეთრი.



ჩანთების მაღაზიაში ვიმყოფებით, ჩანთებზეც ვისაუბროთ. ალბათ, ბავშვობიდან დიდი ჩანთების ტარება გიწევდა.

კი, ყოველთვის მქონდა დიდი სპორტული ჩანთა. შიგნით სულ მედო სპორტული სამოსი, ბურთები, ლენტები, სახტუნაო. ახლა, სპორტს რომ დავანებე თავი, მაინც არ მეტევა არაფერი კლასიკურ ჩანთაში, სათვალის, საფულისა და კოსმეტიკის ჩანთის გარდა. არ მყოფნის პატარა ჩანთა. კლასიკურ ჩანთასთან ერთად სხვა ჩანთაც მჭირდება. ტელეკომპანია „იმედში“ რაც დავიწყე მუშაობა, სპორტულ ჩართვებს ვაკეთებ. სპორტდარბაზში კლასიკურად ვერ ჩაიცვამ. ასევე, „პუტკუნ შოუ“ გადის იმედზე. ამ შოუშიც სპორტული სამოსი მაცვია. დილას სპორტული სამოსი მაცვია, მეორე სამსახურში კლასიკურად მაცვია. ეს არის სპორტული კლუბი, სადაც 12 ყველაზე წარმატებული სპორტსმენი არის, რომელთა პიარიც მე ვარ.


„აქსესუარი - საათი, რომელიც არა მარტო დროს მიჩვენებს, არამედ პულსსაც, ნაბიჯებსაც. “


შეჯიბრებებზე ძალიან ლამაზი კოსტუმები გეცვათ.იყიდებოდა თბილისში თუ იკერებოდა?

კოსტუმები რუსეთში იკერებოდა. საკმაოდ ძვირი ჯდება კოსტუმის შეკერვა. ერთ კოსტუმზე 2 000 ქვა და მეტიც იხარჯებოდა. ცეკვის ხასიათიდან გამომდინარე დგინდებოდა, რამდენი სჭირდებოდა ერთ კოსტუმს. ძალიან გამომადგა ჩემი კოსტუმები, ქვები რომ მაკლდებოდა პროექტის კოსტუმზე იქიდან ვამატებდი.




ჩანთების გარდა, რა აქსესუარები გიყვარს ?

ძალიან მიყვარს სათვალეები. აუცილებელია ჩანთაში მედოს, თუნდაც უამინდობა იყოს. ზაფხულში მიყვარს სამაჯურები. ფერადი სამაჯურები. ასევე, საათი, რომელიც არა მარტო დროს მიჩვენებს, არამედ პულსსაც, ნაბიჯებსაც.

ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობ?

ჩემს თავსაც ხშირად ვეკითხები, რატომ არ დავდივარ ქართველ დიზაინერებთან. ძალიან ხშირად მესმის, რომ ქართველი დიზაინერები კარგ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს კერავენ. სექტემბრისთვის წავალ და შევიძენ ქართველი დიზაინერების სამოსს.



ყველაზე მეტად ვისი სამოსი მოგწონს?

ავთო ცქვიტინიძის. ძალიან ლამაზი ფეხსაცმლის კოლექცია აქვს.

როგორ ემზადები ზაფხულისთვის? უკვე შეიძინე საცურაო კოსტუმი?

შევიძინე ცისფერი საცურაო კოსტუმი. მაღაზიაში ,რომ შევედი და დავინახე მომეწონა,
ვიგრძენი, რომ ეს უნდა მეცვას ამ ზაფხულს. ასევე, მაქვს თეთრიც და იასამნისფერიც.

დიდი მადლობა სტუმრობისათვის!
Buon Viaggio-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!





Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

1


  • Ani ))) თქვა:
    16 ივლისი 2014 22:21 - ID: 1,
    ეს ხო ვნახე კაცო მაგრამ კაი სიახლეა ახლა სხვასაც ვნახავ :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top