;
21 ივლისი 2014      ANGEL     14 კომენტარი     ნანახია 7271-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მერსი სულხანიშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია მერსი სულხანიშვილი . რა ნივთები ჭარბობს მერსის გარდერობში, ვის ენდობა ბრმად და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა .ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი



„მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია. ზოგადად, გემოვნებას ფულით ვერ იყიდი,ის ან გაქვს ან არ გაქვს. რაღაც ტენდენციებს ვითვალისწინებ, ამავდროულად, ტენდენციებსაც არ უნდა ენდო ბრმად და არ უნდა აყვე. ჩემს სტილს ჩემი ხელით ვირგებ.“

ყოველთვის ექსტრავაგანტულად გამოიყურები.შენ შეგიძლია ჩაიცვა ის,რაც შეიძლება ბევრმა ვერ მოიხდინოს.რისი გამომხატველია შენი განსხვავებული სტილი?

მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია. ზოგადად, გემოვნებას ფულით ვერ იყიდი,ის ან გაქვს ან არ გაქვს. რაღაც ტენდენციებს ვითვალისწინებ, ამავდროულად, ტენდენციებსაც არ უნდა ენდო ბრმად და არ უნდა აყვე. ჩემს სტილს ჩემი ხელით ვირგებ. ამას არც პროტესტი ჰქვია, არც არაფერი. საზოგადობა თვლის, რომ რადგან განსხვავებულად მაცვია, რაღაც პროტესტს გამოვხატავ, თუმცა ყოველთვის ის მაცვია, რაც მომწონს. ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი. ვხედავ ნივთს და ჩემი გემოვნებით ვიცვამ და ვირგებ.ამაზე ბევრს არც ვფიქრობ ხოლმე.წინა საღამოს წარმოვიდგენ სად მივდივარ მეორე დღეს და ვარჩევ გარდერობში.ასე პირდაპირ რომ გამოვაღო გარდერობი შეიძლება დავიბნე და ვერც მივხვდე რა უნდა ჩავიცვა.

ზუსტად იცი ხოლმე რა უნდა ჩაიცვა?

კი,ზუსტად.ხომ ვიცი რა მიკიდია გარდერობში. ბალიშზე რომ ვდებ თავს მაშინ წარმოვიდგენ ხოლმე. ის ლუქი ყოველთვის წარმატებულია, ვიდრე უცბად არჩეული.

შენი ვარცხნილობებიც მუდამ განსხვავებულია.როგორ არჩევ ვარცხნილობებს, შენს სტილისტს გოგა სუსს ბრმად ენდობი?

ამ ბოლო დროს ყველაზე ნაკლებად ვარცხნილობაზე ვფიქრობ. ამაში გოგა ძალიან მეხმარება. ერთადერთი ადამიანია,რომელსაც ბრმად ვენდობი.გოგასთვის ისიც საკმარისია როცა იცის რა მაცვია,უკვე იცის როგორი ვარცხნილობა უნდა გამიკეთოს.


„საზოგადობა თვლის, რომ რადგან განსხვავებულად მაცვია, რაღაც პროტესტს გამოვხატავ, თუმცა ყოველთვის ის მაცვია, რაც მომწონს. ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი.“

შენმა თმამ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გამოიარა,არ გენანებოდა?

არ მენანებოდა. უკვე ძალიან დაიხვეწა მთელს მსოფლიოში ყველაფერი: თმის საღებავები და მოვლის საშუალებები. მაშინ მოდელებმა რაღა უნდა თქვან, პარიზის მოდის კვირეულზე რომ მუშაობენ და ჩვენებიდან ჩვენებამდე ხან ტონირების გაკეთება უწევთ თმაზე, ხან რის და ხან რის. უკვე არის იმის საშუალება, რომ ერთდროულად ექსპერიმენტებიც ვატაროთ და თან მოვუაროთ თმასაც.

ბავშვობაში თუ უჯერებდი დედას ჩაცმასთან დაკავშირებით,თუ დამოუკიდებლად ირჩევდი სამოსს?

ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს, რომ რაც მომწონდა და რაც მინდოდა, ის ჩამეცვა. სანამ თბილისში გაიხსნებოდა მაღაზიები, მანამდე სხვა ქვეყნიდან ჩამოქონდათ სამოსი. ბებიაჩემს თავის მკერავი ჰყავდა და თავისი დიზაინის სამოსს აკერინებდა. სკოლის პერიოდში პირველ დღეს რომ ყველას თეთრი პერანგები და წინდები ეცვათ,მე კოპლებიანი შიფონის კაბა და ჩაჩაჩული წინდები მეცვა. განსხვავებული ყოველთვის ვიყავი, თუმცა ერთფეროვანი არ ვყოფილვარ.

რომელია შენი საყვარელი ფერი?რომელი დომინირებს შენს გარდერობში?

• თითქმის ყველა ფერი მოიპოვება.ძალიან მიყვარს თეთრი და წითელი.განწყობასაც აქვს მნიშვნელობა .ხანდახან ნდა წარმოიდგინო სად მიდიხარ და რაღაცნაირად ფერიც უნდა დაამთხვიო შესაფერისი.შეიძლება Dress Code არ იყოს, მაგრამ უნდა იფიქრო იმაზე რა ღონისძიებაა, შეიძლება წითელი ან ოქროსფერი კაბა არ მოუხდეს სიტუაციას.


„ფეხსაცმელი და ჩანთა ორი ისეთი რამეა, რომლებიც ყოველთვის ხარისხიანი უნდა გქონდეს.“

სეზონურად ანახლებ გარდერობს?

სეზონურად არა, უფრო ხშირად მიწევს განახლება, იმიტომ რომ თუ რაღაც მომეწონა მაშინვე ვყიდულობ.

ქართველი დიზაინერებიდან ყველაზე ახლოს ვინ არის შენს ხასიათთან და სტილთან ?

ძალიან მომწონს თეო გარდაფხაძე. ასევე,ავთანდილ ცქვიტინიძე,თუმცა მისი სამოსი არ ჭარბობს ჩემს გარდერობში.მომწონს ლელა ელოშვილი.თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის სამოსი მოიპოვება ჩემს გარდერობში.ხანდახან საჩუქრის ფორმით ხვდება,ხან როგორ ხან როგორ.რასაც მაჩუქებენ მომწონს და შესაბამისად ვირგებ კიდეც.ძირითადად,ვისი სამოსიც მაქვს იმისი მაცვია.

მსოფლიოს მოდის სახლებიდან რომელს გამოარჩევდი?

ძალიან მომწონს Marni, Balenciaga, Margiela, Chanel. კიდევ ბევრი ისეთი მოდის სახლი, რომელიც არც თუ ისე ცნობილია. იტალიაში ყოველწლიურად იქმნება ახალი მოდის სახლი, ბრენდი,დიზაინერი ქმნის ახალ ხაზს, ახალი სახეები ჩნდებიან. განსაკუთრებით,უკვე რამდენიმე სეზონია Balenciaga მომწონს. ვთვლი,რომ ყველაზე ახლოს არის ჩემთან. წლების განმავლობაში მომწონდა Zuhair murad-ის წითელი ხალიჩის კაბები, თუმცა ეს სეზონი საერთოდ არ მომეწონა.არ უნდა ჩაიციკლო ერთზე,თუ გინდა რომ ყოველთვის მრავალფეროვანი იყო.



„სანამ აჟიოტაჟი ატყდება - იქნებ მე მაყურებელს ვატყუებ, როცა ვამბობ რომ : „დიორის“ მოდის სახლს აქვს გამჭვირვალე ქსოვილი გაზაფხული-ზაფხული 2014 წლის კოლექციაში. იქნებ ამ ყველაფერს ვიტყუები, ამისთვის არსებობს საძიებო სისტემა Google, მეც ვიღაც რომ რაღაცას მეუბნება, ყოველთვის საჭიროა გადამოწმება.“



ჩანთები მაღაზია Buon Viaggio-ში ვიმყოფებით,შენ როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს?

ე.წ. Messenger-ის ტიპის ჩანთები მაქვს, თუმცა ჩემს გარდერობში კლატჩებიც მოიპოვება. ძალიან ბევრი ჩანთა არ მაქვს, ამოჩემება მიყვარს.

ჩანთას სამოსის მიხედვით არჩევ?

ადრე ოქროს წესი იყო რა ფერის ჩანთაც გეჭირა, იმავე ფერის ფეხსაცმელი უნდა გცმოდა.ახლა,ეს უკვე დაირღვა. შეიძლება ერთი და იგივე ჩანთა საღამოს კაბასაც და სპორტულ ფეხსაცმელსაც შეუხამო. სხვათაშორის, Buon Viaggio-ს გველისტყავის პრინტიანი ჩემოდანიც მაქვს და ხშირად მაგით ვმგზავრობ. ძალიან მიყვარს,ძალიან კომფორტულია, დაცულია, უსაფრთხოა. როდესაც ჩემოდნებზე ჩამოვარდება საუბარი, სულ ვახსენებ Buon Viaggio-ს.

კიდევ რომელი აქსესუარები გიყვარს?

ახლა, არაფერი არ მიკეთია.იყო დრო როცა ბევრი რაღაც მეკეთა ხელზე.მიყვარდა აქსესუარები.ორი წლის წინ ქუჩის სტილზე ყველას ეკეთა მასიური სამკაულები.ახლა,უფრო სისადავეა,აქცენტები ლუქებზეა გადატანილი.


„Bra-ს ვიყენებ აქსესუარად, საჭიროების შემთხვევაში.
სამოსს თუ სჭირდება აუცილებლად მაცვია,თუ არ სჭირდება არ მაცვია.“


ფეხსაცმელებს რა ადგილი უკავია შენს გარდერობში?

ფეხსაცმელი და ჩანთა ორი ისეთი რამეა,რომლებიც ყოველთვის ხარისხიანი უნდა გქონდეს.ხარისხში იგულისხმება რამდენად კომფორტულია.
ფეხსაცმელი ისეთი ნივთია,თუ კომფორტული არ არის ვერ გაძლებ რამდენიმე საათზე მეტს.შესაბამისად,ფეხსაცმელსა და ჩანთაში ადამიანმა ყოველთვის უნდა გადაიხადოს დიდი თანხა.შეიძლება ისეთი ლამაზი და ორიგინალური ჩანთა შეგხვდეს,არც იყოს საჭირო დიდი თანხის გადახდა.ყოველდღიურ სტილს ძალიან მოუხდეს.ზოგიერთი ვინტაჟური მოდელის ჩანთა გაცილებით ძვირი ღირს ,ვიდრე ახალი მოდელი. Buon Viaggio ის ბრენდია,რომელიც სრულყოფილ მოდელებს სთავაზობს მომხმარებელს.

ძალიან გამიკვირდა რომ ამხელა ამბავი ატყდა ბიუზჰალტერის თემას.მეც არ ვარ დიდი მოყვარული.ხშირად მეც არ მაცვია,რადგან კომფორტულია.ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა შენზე,რამ გამოიწვია ამხელა ამბავი?

ამას მეც ვერ მივხვდი. სანამ აჟიოტაჟი ატყდება - იქნებ მე მაყურებელს ვატყუებ, როცა ვამბობ რომ : „დიორის“ მოდის სახლს აქვს გამჭვირვალე ქსოვილი გაზაფხული-ზაფხული 2014 წლის კოლექციაში. ანა დელარუსოს მოდის კვირეულზე ეცვა „ვალენტინოს“ გამჭვირვალე კაბა. იქნებ ამ ყველაფერს ვიტყუები, ამისთვის არსებობს საძიებო სისტემა Google, მეც ვიღაც რომ რაღაცას მეუბნება, ყოველთვის საჭიროა გადამოწმება. ეს ალბათ ჟურნალისტური თვისებაა. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გადაამოწმოს.რაც შეეხება ბიუზჰალტერს,ჩემთვის ეს ჩვეულებრივი აქსესუარია, რომელიც ისე რომ „არ მაცვია“ ესე არ ხდება.რაღაც ლუქს მართლა არ შეეფერება.დიდი ზომის პულოვერზე რისთვის უნდა ჩაიცვა.როცა რაღაც სჭირდება აუცილებელია. Bra-ს ვიყენებ აქსესუარად,საჭიროების შემთხვევაში.სამოსს თუ სჭირდება აუცილებლად მაცვია,თუ არ სჭირდება არ მაცვია.


„Buon Viaggio ის ბრენდია, რომელიც სრულყოფილ მოდელებს სთავაზობს მომხმარებელს.“

ვუთხრათ ჩვენს მკითხველს რომ გარდერობში გაქვს.

კი,სულ ვყიდულობ.ქალის თეთრეულის საყვარელი ხაზებია: La Perla, Etam და Yamamay. როდესაც შევდივარ მაღაზიაში,ვიძენ .ვფიქრობ ხოლმე,რომ იმ ლუქს მოუხდება და დასჭირდება.

შეიძინე ახალი საცურაო კოსტუმი? როგორი მოდელები მოგწონს?

რომ დავინახავ უნდა მომეწონოს. ჭრელიც მაქვს,ერთ ფერშიც.საცურაო კოსტუმებში ერთი ფერის ტონალობა უფრო მიყვარს, თუმცა ჭრელიც მაქვს. ერთი ფერის ტონალობა უფრო დახვეწილია,ელეგანტურია და უფრო ლამაზ სხეულს აჩენს. სახიფათოდ ასარჩევია.შეიძლება პირიქით დამახინჯდეს სილუეტი სიჭრელის გამო.ყველას ვურჩევ ფრთხილად შეარჩიონ.




ტატუ თუ გაქვს და რა დანიშნულება აქვს შენთვის?

კი, ბეჭზე “Never Look Back”.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახალი სეზონიდან დავბრუნდები ახალი გადაცემით. შეიძლება არა მარტო მოდის ტენდენციების შესახებ, არამედ სრულიად განსხვავებული გადაცემითა და იმიჯით დავბრუნდე. ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია,რომ მაქსიმალურად კარგი და ხარისხიანი გადაცემა შევთავაზო მაყურებელს.ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება.იმედი მაქვს ანალოგიურად შეიყვარებენ ამ გადაცემას, ისევე როგორც “Fashion Time” შეიყვარეს.

დიდი მადლობა მობრძანებისათვის!
Buon Viaggio-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

14


  • lizz თქვა:
    21 აგვისტო 2014 11:00 - ID: 14,
    არ მომწონს ეს გოგო და რა ვქნა

  • gvantsa777 თქვა:
    23 ივლისი 2014 23:55 - ID: 13,
    ფუუფფფ, რა გულის ამრევი ვიღაც თუ რაღაც ხარ!! winked ვის აკვირვებ მაგ შენი მოშიშვლებული მკერდით, ან არ ფიქრობ მაინც შენს მომავალ ოჯახზე, შვილებზე?? laughing

  • ma ri mari თქვა:
    22 ივლისი 2014 20:29 - ID: 12,
    ვერ ვიტან, რას გავს

  • smileyz_xato თქვა:
    22 ივლისი 2014 16:59 - ID: 11,
    მეზიზღება ეს გოგო -_-

  • Nina_nina თქვა:
    22 ივლისი 2014 13:08 - ID: 10,
    რატომ გონია, რომ გემოვნების, სტილის და სილამაზის "დედაა"?! მომაბეზრებელია უკვე საქართველოში მოჩვენებითი ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობა!

  • gnr თქვა:
    22 ივლისი 2014 12:57 - ID: 9,
    გული მერევა ამ ქალზე <3

  • Ggvantsa თქვა:
    21 ივლისი 2014 23:51 - ID: 8,
    ვაი ესეთ იაფფასიან პოპულარობას რა ვუთხარი belay სიშტერისა და უზნეობის პარადია wassat

  • babyboom თქვა:
    21 ივლისი 2014 19:22 - ID: 7,
    მოიცა რახან ის აცვია რაც უნდა ესეიგი უტვინოაა? fellow

  • Nicolas Bye თქვა:
    21 ივლისი 2014 19:14 - ID: 6,
    მე ძალიან მომწონს.
    Haters gonna hate :D

  • HyoKai თქვა:
    21 ივლისი 2014 15:52 - ID: 5,
    ჰაჰჰააააააააა როგრ მეცინება lol
    და თავის თავზე რაღაც უზარმაზარი წარმოდგენა რომ აქვს ეგ არის ყველაზე მაგარი

  • Ani ))) თქვა:
    21 ივლისი 2014 15:16 - ID: 4,
    ძალიან ვერ ვიტან ამ ქალს რაა ძაან უზრდელია მე მაპატაიეთ მაგრამ მართალს ვამბობ. მერსი პროფილში რო გამოვიდა რა ეცვა არ შერცხვა? მარა რისი შერცხვებოდა და ნანუკას შოუში რო გამოვიდა ალბათ იქაც არ შერცხვაა ისე როგორ ვერ ვიტან angry

    ციტატა: liliana
    უტვინობის ზეიმი.......

    მართალი ხარ

  • Lel Oo★ თქვა:
    21 ივლისი 2014 14:14 - ID: 3,
    ციტატა: liliana
    უტვინობის ზეიმი.......

    არ შემიძლია არ დაგეთნხმო :)

  • Countess A. თქვა:
    21 ივლისი 2014 13:07 - ID: 2,
    ვინ არის ეს ქალი?

  • liliana თქვა:
    21 ივლისი 2014 08:39 - ID: 1,
    უტვინობის ზეიმი.......

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top