;
29 ივლისი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4073-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გიორგი ნაზღაიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ გიორგი ნაზღაიძეს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა გიორგის სტილი,რა არის მისი სტილის გამორჩეული დეტალი და როგორია მისი სამომავლო გეგმები ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი




„რატომღაც, ყველა იტყოდა თავისუფალ სამოსში (ვგრძნობ თავს კომფორტულადო).
მე იმ სამოსში ვგრნობ თავს კომფორტულად,რომელიც ძალიან მიხდება.“


ძალიან მომწონს შენი გამორჩეული სტილი.ყოველთვის სიტუაციის შესამაბისად გაცვია,ამავდროულად,ექსტრავაგანტულიც ხარ.როდის დაიწყო შენი დამოუკიდებელი სტილის ჩამოყალიბება?

ალბათ, გარდატეხის ასაკში. როდესაც სკოლიდან სხვა საზოგადოებაში გიწევს გასვლა.სხვა წრეში ტრიალებ-უნივერსიტეტში,მეგობრებში,პროფესიულ საქმიანობაში.ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას ფერების შეხამებას.განსაკუთრებულად იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჩამეცვა, როგორ, სად და პატარა დეტალიც რომ უნდა ყოფილიყო თვალში მოსახვედრი გარდატეხის ასაკიდან დავიწყე.

რა დეტალს იყენებ იმისათვის,რომ მოხვდე ყურადღების ცენტრში?

ეს ძალიან მარტივია. მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული,თუმცა საქართველოში ჯერ ეს ვერ მკვიდრდება. მაგალითად,როდესაც გაცვია კლასიკური სტანდარტული სამოსი და ფეხზე გაცვია ჭრელი წინდები. მთელს მსოფლიოში ეს ტრენდშია, აქ გონიათ რომ ეს ქაჯობაა .ასევე,როდესაც პიჯაკი გაცვია და პიჯაკში ჭრელი ცხვირსახოცი გიდევს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სამოსის ფერებს, მაგრამ იმ ცხვირსახოცის ფერებით ხდება ეფექტური. სხვა ფერის ფეხსაცმლის გამოყენებაც.



„ჩემი ცხოვრების ცვლილებები და ეტაპები სვირინგზეა ასახული.
რამდენჯერაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც იცვლება თუნდაც სიყვარულში, ეს აისახება.“


რამდენიმე წლის წინ მოდელი იყავი,შემდეგ დიზაინერიც გახდი.ახლა რა ეტაპია ,ისევ მოდის სფეროში ხარ?

სამოდელო სფეროში აღარ ვარ, თუმცა შენ რომ ხვალ რაღაცაში დაგჭირდე, აუცილებლად გამოვალ და მეგობრულად დაგიდგები გვერდში. მეგობრულად ამას კიდევ ვაკეთებ,მაგრამ პროფესიულად აღარ ვმოდელობ.დიზაინერობას რაც შეეხება,მე პროექტებად მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული.ისე არ არის,რომ ვიღაცა მოვიდეს და შემიკვეთოს კონკრეტული მოდელი. მაქვს დიდი პროექტი ბავშვების დასახმარებლად,რომელშიც გაერთიანებულია ოთხი პროექტი. ერთი პროექტი უკვე განხორციელდა. ერთი იყო ნიუ-იორკში ჩვენება,მეორე საქართველოში. ახლა ,მინდა ქალის კოლექციის გაკეთება,რომლის ესკიზებიც უკვე შექმნილია.საიდუმლოსაც გეტყვი,რომ შენ აუცილებლად გახსნი ჩემს ჩვენებას.ასევე,გამოვა ოცდასამი ცნობილი ქართველი ქალი,სხვადასხვა პროფესიიდან,რომლებიც ფორმაში იქნებიან.ეს ქალები წარადგენენ ჩემს კოლექციას,ეს იქნება საქველმოქმედო.ახლა,სხვა ბავშვთა სახლისთვის. ვთვლი, რომ არავინ არ უნდა დაიჩაგროს. კოლექცია უკვე დახატულია,შეკრულია ,ფერები გადახარისხებულია .ისეთ დეტალებს გამოვუშვებ,რომლებიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არავის არ გაუკეთებია.ნაჭერში ისეთი დეტალები იქნება,რომელიც საქართველოში პირველად გაკეთდება.ბავშვების დახმარებით ვაკეთებ ამ პროექტს. შეიქმნება ნაჭერი, რომელიც რეალურად ჩემი და ბავშვების შექმნილი იქნება.


„ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას ფერების შეხამებას.განსაკუთრებულად იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჩამეცვა, როგორ, სად და პატარა დეტალიც რომ უნდა ყოფილიყო თვალში მოსახვედრი გარდატეხის ასაკიდან დავიწყე.“

„("ცეკვავენ ვარსკვლავები") რაღაც ცეკვების გამო ხალხი ერთმანეთს ჭამდა და პროექტის შემდეგ ისევ მეგობრობის კალაპოტში ჩადგნენ. ეს გამოცდილება მივიღე და კიდევ მივხვდი იმას, რომ ფული ანათებს ჯოჯოხეთს.“


როდის გეგმავ ამ პროექტის განხორციელებას?

ალბათ,დეკემბრამდე.ეს დიდი პროექტებია და დიდი დაფინანსება სჭირდება. უნდა მოიძებნოს სპონსორი, რომელიც ამ ყველაფერში ფულს ჩადებს,თუმცა წაგებული არასდროს დარჩება ამ ტიპის პროექტებით. პირველ რიგში, ეს არის ქველმოქმედება და თავისივე რეკლამა. მომავალში ვგეგმავ მეოთხე პროექტს,რომელშიც გაერთიანდება ქალისა და მამაკაცის კოლექცია.გაერთიანდება ისეთ ადგილას,რომელიც შოკი იქნება საზოგადოებისთვის.

ყველაზე კომფორტულად რომელ სამოსში გრძნობ თავს?

რატომღაც, ყველა იტყოდა თავისუფალ სამოსს. მე იმ სამოსში ვგრნობ თავს კომფორტულად,რომელიც ძალიან მიხდება.როდესაც ჩავიხედები სარკეში და დავინახავ რომ პერანგი ან შარვალი ჩემთვის არის შექმნილი, მაშინ ვგრძნობ თავს კომფორტულად.იმას არ ვაქცევ ყურადღებას თავისუფალია ეს სამოსი თუ არა.

რომელი ბრენდია შენს სტილთან ახლოს ,რომელიც ესადაგება შენს გარეგნობასა და ხასიათს?

TOM FORD. ძალიან ხშირად ჩემი კოლექციიდან მაცვია სამოსი. რაღაცები დავიტოვე,არ გავიტანე გაყიდვაში.ქართველი დიზაინერების სამოსი არ მცმია.მაკა ასათიანის ჟილეტი მქონდა,რომელიც ძალიან კარგად ვიხმარე და კმაყოფილი ვიყავი. TOM FORD-ის სუნამოც მაქვს,აქსესუარებიც.


„სამოდელო სფეროში აღარ ვარ, თუმცა შენ რომ ხვალ რაღაცაში დაგჭირდე, აუცილებლად გამოვალ და მეგობრულად დაგიდგები გვერდში. მეგობრულად ამას კიდევ ვაკეთებ,მაგრამ პროფესიულად აღარ ვმოდელობ.“

აქსესუარების თემას შევეხეთ,რომელია შენი ყველაზე საყვარელი აქსესუარი?

მზის სათვალე,ო პტიკური სათვალე, ცეპი,საათი და სამაჯური.

Buon Viaggio,ჩანთების მაღაზია გვმასპინძლობს.მამაკაცებს არ სჩვევიათ ჩანთის ტარება,შენთვის რა ადგილი უკავია ჩანთას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ვიყავი ჩანთის მომხმარებელი. გინდა არ გინდა სხვა ქვეყნის გავლენა ყოველთვის იგძნობა.როდესაც სხვა ქვეყანაში გიწევს მოგზაურობა და ცხოვრება თავისთავად იმათ ე.წ. ყაიდაზე გადადიხარ.იქ რაც არის ტრენდში,რაც მოდური, კომფორტული და რაშიც არ არის კომპლექსები შენში ჩვეულებრივად ჯდება.საქართველოში რომ ჩამოდიხარ ეს მათ უკვირთ. მახსოვს,პარიზიდან ჩამოვედი და მოდის კვირეულზე ავთო ცქვიტინიძის ჩვენებაზე ხელჩანთით მივედი. ხელჩანთა ზოგს ცარიელიც დააქვს. მე მეყარა ნივთები, სულ ქუჩაში ვარ. მაშინ ისე გაუკვირდათ,ეგონათ რომ პირდაპირ აეროპორტიდან მივედი. ახლა, აღარ ვხმარობ.ეს ფუნქცია მანქანამ შეითავსა. საბარგულს რომ ახდი,ყველაფერი იქ არის ზამთარ-ზაფხულის.


„გინდა არ გინდა სხვა ქვეყნის გავლენა ყოველთვის იგძნობა.როდესაც სხვა ქვეყანაში გიწევს მოგზაურობა და ცხოვრება თავისთავად იმათ ე.წ. ყაიდაზე გადადიხარ.იქ რაც არის ტრენდში,რაც მოდური, კომფორტული და რაშიც არ არის კომპლექსები შენში ჩვეულებრივად ჯდება.“

ჩემოდნები გიყვარს?

კი, ძალიან ბევრი მაქვს.ყოველი მოგზაურობის შემდეგ 2-3 ემატება და მერე მიწევს გაჩუქება. რეალურად,დღეს სახლში თერთმეტი ჩემოდანი მაქვს.სხვადასხვა ზომის.მოგზაურობისას იმდენ რაღაცას ყიდულობ, რომ გჭირდება. ერთით მიდიხარ და ათი ჩემოდნით ბრუნდები.

ბევრი ტატუ გაქვს.რაიმე დანიშნულება აქვს მათ თუ უბრალოდ როგორც აქსესუარს ისე იკეთებ?

ყველას თავისი დატვირთვა აქვს. ჩემი ცხოვრების ცვლილებები და ეტაპები სვირინგზეა ასახული. რამდენჯერაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც იცვლება თუნდაც სიყვარულში, ეს აისახება.ყველა ტატუ ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.რაც ინგლისურად წერია,იმას კითხულობენ.სულ თორმეტი ტატუ მაქვს.ბოლოს ფრთები გავიკეთე.ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა,ადამიანების გადაფასება მოხდა და მართლა ანგელოზის როლში აღმოვჩნდი,ისე დავხარე თავი ადამიანების გამო.გადავწყვიტე რომ მართლა ანგელოზი ვყოფილვარ და დავიხატე ფრთები.ამას ცალკე ღრმა შინაარსი აქვს.უაზროდ გაკეთებული ტატუ ძალიან მალე მოგბეზრდება.



„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თუ ერეოდი კოსტუმების შექმნაში?

ჩემს კოსტუმებზე პირადად მე ვზრუნავდი, ჩემი მეწყვილის კოსტუმზეც.საზოგადოება მიხვდებოდა რომ ჩემს კოსტუმებზე ჩემი ხელწერა იყო.მე მინდოდა იდეალურად შერწყმული ქალისა და მამაკაცის სამოსი.მონაწილეები მეკითხებოდნენ რჩევებს, მაგრამ მე არ ვერეოდი შეძლებისდაგვარად, რადგან ჩემი არ იყო ეს და „ზენკა და მარი“ იყვნენ დიზაინერები ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.ერთხელ ამის გამო არასწორი კონფლიქტიც მოხდა.ეგონათ რომ ვერეოდი,მაგრამ ამდროს არ ჩავრეულვარ.ბოლო ცეკვის იდეა ჩემი იყო.ცეკვა გიგი გაჩეჩილაძემ დაგვიდგა, დანარჩენი ყველაფერი ჩემი იყო.მინდოდა დამენახვებინა მაყურებლისთვის რომ მეტი შემეძლო,რადგან პირველი გამოვეთიშე პროექტს.



რა მოგიტანა ამ პროექტმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“?

ადამიანებთან ურთიერთობა. მეგობრები შევიძინე. საინტერესოა, როცა მეგობრები ერთ კონკურსში ღებულობენ მონაწილეობას და გახდებიან თუ არა მტრები. ეს მომენტები დავიჭირე ადამიანებში, ჩემზე არა, მაგრამ სხვებში კი. რაღაც ცეკვების გამო ხალხი ერთმანეთს ჭამდა და პროექტის შემდეგ ისევ მეგობრობის კალაპოტში ჩადგნენ. ეს გამოცდილება მივიღე და კიდევ მივხვდი იმას, რომ ფული ანათებს ჯოჯოხეთს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

რაღაც პროექტები შემომთავაზეს, თუმცა არ ვიცი როგორ განხორციელდება. გეგმებს აღარ ვისახავ, აზრი არ აქვს. შეიძლება მოსკოვში წავიდე საცხოვრებლად. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ იქ კომფორტულად ვიყო. შეიძლება დავკრა ფეხი და უცბად წავიდე.




დიდი მადლობა მობრძანებისათვის!
Buon Viaggio-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

3


  • Ani ))) თქვა:
    30 ივლისი 2014 12:32 - ID: 3,
    მე ვფიქრობ რომ ამ ბიჭს ზედმეტად მოსწონს თავისი თავი ვფიქრობ რომ არა სტილზე ცეკვაზე უდა ეფიქრა ცევავენ ვარსკვლავებში რო მოიწვიეს სირცხლვილი როგორ გაასწრო გია ჯაჯაიძემ და ანი ჯაჯაიძემ ჩემი აზრით მათზე კარგად ცეკვავდნენ გიორგი და ანასტასია winked

  • Laaaa თქვა:
    29 ივლისი 2014 15:35 - ID: 2,
    love love

  • liliana თქვა:
    29 ივლისი 2014 01:01 - ID: 1,
    მე მომწონს ეს ბიჭი.... არის ის რაც არის.. არ აქვს ქართული უვიცობაზე და უწიგნურობაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზმი და გამორჩეულია ვიზუალურადაც...ვფიქრობ საინტერესო ადამიანი იქნება პირად ურთიერთობებში... love წარმატებები გიო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top