;
4 აგვისტო 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 4725-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ეკა კახიანი

BUON VIAGGIO-ს პროექტს კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა. ამჯერად, კრისტის სტუმარი ეკა კახიანია. საუბარი მოდაზე,სტილსა და აქსესუარებზე შედგა. როგორია ეკა კახიანის ყოველდღიური სტილი და სამოსი,რომელშიც ის ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




„ამ ბოლო დროს ძალიან გავჩერდი და მეშინია ძალიან ბებოობაში არ გადავარდე.“

ბავშვობიდან სცენაზე დგახარ, გავიხსენოთ შენ როგორი ბავშვი იყავი.ემორჩილებოდი უფროსებს თუ შენი დამოუკიდებელი სტილი გქონდა?

„მზიურში“ ყველას ერთნაირი კოსტუმი გვეცვა.ლამაზი ფორმები იყო,რომელზეც ,აუცილებლად,პიონერთა ყელსახვევი უნდა გვკეთებოდა.პიონერთა სასახლეში ვოკალურ წრეზე დავდიოდი ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან.მაშინ უკვე დედა ზრუნავდა ჩემს ჩაცმულობაზე.არ ვიყავით განებივრებულები მაღაზიებით და სამოსი იკერებოდა. ძალიან კარგი ნაჭრები იყიდებოდა. არაჩვეულებრივი აბრეშუმის ქარხანა იყო.ასევე,ჩამოქონდათ უცხოეთიდან ნაჭრები.მახსოვს,პლეხანოვზეც იყო ძალიან კარგი მაღაზია. დედა მიკერავდა კაბებს. ფოტოებს რომ ვუყურებ ძალიან ლამაზი კაბები მეცვა. მერე დუეტში ქეთი ფირცხალავასთან ერთად ვმღეროდი და გვიკეთებდნენ ბაფთებს. არ იყო აუცილებელი,თუმცა ჩვენს პედაგოგს ძალიან მოსწონდა. სასაცილოები ვიყავით, ძალიან პატარები 3-4 წლის და თავზე ნახევარი ჩვენი ზომის ბაფთები გვეკეთა. სცენაზე რომ გამოვდიოდით ხალხი იცინოდა. ის ფოტოები დღე მაქვს.ეს აჭიმული თმები და ზემოდან ბაფთა ისე მიჭერდა, რას ვმღეროდი აღარ მახსოვდა.ეს იყო ის რაც არ მომწონდა.



„რაღაც ასაკის მერე გიყალიბდება სტილი. შეიძლება
რაღაც მომეწონოს, მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ჩემი ასაკისთვის აღარ არის.“


ყველაზე კომფორტულად რომელ სტილში გრძნობ თავს?

ყოველდღიურად,თავისუფალი შარვალი ძალიან მოსახერხებელია, მითუმეტეს მანქანით რომ დავდივარ. ისედაც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ,რომ უფრო მიხდება, მაგრამ კაბასაც რომ ვიცვამ ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. ვფიქრობ ხოლმე რატომ და მერე ვხდები, რომ კაბა მაცვია. შარვალმა ძალიან იცის შეჩვევა.

ვინ არის შენი საყვარელი ქართველი დიზაინერი,რომელსაც საკონცერტო კოსტუმებისთვის მიმართავ?

მახსოვს, პირველად ავთო ცქვიტინიძის კაბა მეცვა. ძალიან ლამაზი კაბაა. მაია ჯაბუას კონცერტისთვის ვარჩევდით კაბებს,მაიას გავყევი და ეს რომ ჩავიცვი,ძალიან მოვიხდინე,თითქოს ჩემთვის იყო შეკერილი.ავთო ცქვიტინიძის ბევრი კაბა მაქვს.ჩემი საავტორო საღამოსთვის თამუნა ინგოროყვამ შემიკერა ორი ულამაზესი კაბა.ძირითადად,ავთოსთან და თამუნასთან ვთანამშრომლობ.



„ძალიან ბევრი ქუდი მაქვს. შლაპა ძალიან მოსახერხებელია. ზოგჯერ
თმის გაკეთებას ვერ ასწრებ და არაჩვეულებრივი საშუალებაა გამოიყურებოდე მოწესრიგებულად.“



რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

ჩვენდა სასიხარულოდ, რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიხსნა ბრენდული მაღაზიები. ადრე, NEW TREND-ში დავდიოდი, მერე როცა PRIVE გაიხსნა,იქ უფრო ხშირად მიწევს სიარული.პირველად შემოიტანა McQueen-ის ტანსაცმელი,მაშინ ცოცხალი იყო.ეს კაბებიც ვიწრო და მომდგარი იყო ,რომ ვიცვამდი ვფიქრობდი რომ McQueen ჩემზე ფიქრობდა ამას რომ ქმნიდა-თქო.მაქვს რამდენიმე მისი კაბა. პიჯაკი,რომელიც დღესაც ძალიან კარგია.მერე რომ გარდაიცვალა McQueen, მას შემდეგ ჩვენი გზებიც აირია. ძალიან მომწონს ლაგერფილდის სამოსი, რომელიც „შანელში“ მუშაობს. ჩვენთან არც არის და მისი შეძენა რთულია, ზღაპრულ თანხებზეა საუბარი.

რომელია ყველაზე საყვარელი აქსესუარი?

საათი, ამის გარეშე გარეთ ვერ გავდივარ. არ მიყვარს ყელსაბამები. მიყვარს ბეჭდები, საყურეები,შარფები. ძალიან ბევრი ქუდი მაქვს. ერთი პერიოდი კეპები მქონდა აჩემებული და ბევრი მაქვს. შლაპა ძალიან მოსახერხებელია. ზოგჯერ თმის გაკეთებას ვერ ასწრებ და არაჩვეულებრივი საშუალებაა გამოიყურებოდე მოწესრიგებულად.

რომელს მიანიჭებდი უპირატესობას ჩანთას თუ ფეხსაცმელს?

ჩანთა ყველა ქალის სუსტი წერტილია. ძალიან ძნელია. ორივე უნდა იყოს. სამოსი შეიძლება გეცვას დემოკრატიული ბრენდების როგორიცაა: ZARA, Massimo Dutti, ხოლო ჩანთა და ფეხსაცმელი აუცილებლად ბრენდი უნდა იყოს.



„სამოსი შეიძლება გეცვას დემოკრატიული ბრენდების,
ხოლო ჩანთა და ფეხსაცმელი აუცილებლად ბრენდი უნდა იყოს.“


ოჯახის წევრები თუ ერევით ერთმანეთის ჩაცმულობაში,გეკითხებიან რჩევებს?

კი, ძალიან ხშირად დავდივართ ერთად. ნინის უჭირს არჩევა და სულ მეკითხება: „ ეს თუ ესო?“. ანასტასია მიუხედავად იმისა, რომ სასწორია და მას უფრო უნდა უჭირდეს გადაწყვეტილების მიღება, პირიქით არის. ისევე როგორც მე მაინტერესებს მათი აზრი, ასე არიან ისინიც. პატარასაც ძალიან ბევრი კაბები აქვს. გოგოსთვის უფრო ბევრი არჩევანია, ვიდრე ბიჭისთვის. პატარა ელენე ძალიან გვართობს. თოჯინაა, ხან რას ვუკეთებთ თავზე, ხან რას.

რაც შეეხება საცურაო კოსტუმებს,რომელ მოდელს ანიჭებთ უპირატესობას?

საბედნიეროდ, აღნაგობა მიწყობს ხელს და ყველაფერს ვიცვამ. თუ მომეწონება მთლიან კოსტუმს ჩავიცვამ, ან ცალ-ცალკეს.ჯერჯერობით ეს შემიძლია. ადრე მუქი ფერის მქონდა. ახლა,უფრო ფერადი.ფერადი კაბებიც ძალიან მიყვარს ფრიალა. მოსახერხებელია ზაფხულში. თუმცა,ყველანაირი ტიპის სამოსი არის ჩემს გარდერობში: შარვლებიც, კაბებიც, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.



„კაბას რომ ვიცვამ ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. ვფიქრობ ხოლმე რატომ
და მერე ვხდები, რომ კაბა მაცვია. შარვალმა ძალიან იცის შეჩვევა.“


რომელს გამოარჩევდით მოდას თუ სტილს?

სტილს,რა თქმა უნდა. რაღაც ასაკის მერე გიყალიბდება სტილი. შეიძლება რაღაც მომეწონოს,მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ჩემი ასაკისთვის აღარ არის. მოდის ტენდენციები ძალიან მაინტერესებს და შეძლებისდაგვარად მივყვები,მაგრამ თუ არ მომიხდა იმას ხომ ვერ ჩავიცვამ. არის ისეთი სამოსი,რაც ახალგაზრდას უხდება.თუნდაც,მოკლე კაბა. მინის აღარ ჩავიცვამ. არ არის საჩემო. მე თვითონ არ მომწონს. რაღაცები გადავდე, კი არ ავკრძალე, უბრალოდ ჩემი ასაკისთვის შესაფერისად ვიცვამ. თუმცა ყველაფერი მაქვს შორტებიც,მოკლე ქვედაბოლოებიც.

სპექტაკლების დროს თუ ერევით კოსტუმების შექმნაში? მახსოვს, მარლენ დიტრიხის არაჩვეულებრივი კოსტუმები გეცვათ,ასევე „ქეთო და კოტეშიც“.

კი,ეს ქალი სტილითაც გამორჩეული იყო. ულამაზესი კოსტუმები ეცვა, კაცის პიჯაკები. ანანო მოსიძე იყო ჩვენი მხატვარი და არაჩვეულებრივი კოსტუმები შექმნა მიახლოებულები ორიგინალთან. მე ძალიან კომფორტულად ვიყავი. „ქეთო და კოტეში“ ავთო ცქვიტინიძის კოსტუმი მეცვა.რთული კონსტრუქციის იყო,ძალიან ლამაზი.როგორც კი ჩავიცვამდი, მაშინვე ქაბატოს ხასიათი მოდიოდა, რომელიც 21-ე საუკუნის მოდური ქალბატონი იყო. დისკომფროტი არ მქონია. მხატვრებიც ითვალისწინებენ ჩემს სურვილებს, იმ დეტალებს ,რომლებმაც შეიძლება შემიშალოს ხელი სცენაზე. დეტალები ძალიან გეხმარება ხასიათის შექმნაში.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ამ ბოლო დროს ძალიან გავჩერდი და მეშინია ძალიან ბებოობაში არ გადავარდე. ჯერჯერობით საინტერესოც არ ყოფილა არაფერი. ირანელი რეჟისორი იყო ჩამოსული, რომელმაც გადაიღო ფილმი და ვენეციის ფესტივალისთვის აჩვენებენ. იმედი მაქვს,რომ აქაც იქნება ჩვენება.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!





Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

4


  • Crooks თქვა:
    4 აგვისტო 2014 23:28 - ID: 4,
    ახალ სიახლებს როდის დადებთ? მომბეზრდა სულ ერთი და იგივე smile

  • Laaaa თქვა:
    4 აგვისტო 2014 12:51 - ID: 3,
    ამ ქალში ყველაზე მეტად ის მომწონს რო სუ ფორმაშია და ყოველთვის აცვიაის რაც უხდება

  • Lel Oo★ თქვა:
    4 აგვისტო 2014 01:01 - ID: 2,
    ეს ქალი მაგრად მევასება და სუ ფორმაშია smile

  • liliana თქვა:
    4 აგვისტო 2014 00:56 - ID: 1,
    მიყვარს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top