;
11 აგვისტო 2014      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 8482-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ყიფშიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ზურა ყიფშიძე . საუბარი მოდაზე კრისტისთან ერთად სასტუმრო „Holiday Inn-ში“ შედგა. შეიცვალა თუ არა ზურა ყიფშიძის სტილი და რას ფიქრობს იგი მოდაზე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




„მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება.“

ბავშვობიდან ყველაზე მეტად რომელი სამოსი მოგწონდა, კომფორტულად რომელ სამოსში გრძნობი თავს ?

მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება. ზოგჯერ კომბინაციები იცვლება: უბის სიგრძე,შარვლის სიფართოვე. მოდა გადასარევი რამაა. თუ ადამიანი ვერ ხედავს რა უხდება და რა არა ეს არის ცუდი. ხომ ვერ იტყვი როგორი მუსიკა უნდა წერო, ასევეა მოდაც, რასაც გინდა იმას უნდა უსმინო და რაც გინდა ის უნდა ჩაიცვა. ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით. ჯინსებზე, თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.



„ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით. ჯინსებზე,
თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.“



ერთი პერიოდი მოდელიც იყავი, მოგვიყევი როგორ დაიწყო სამოდელო კარიერა.

მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, ჯინსები მეცვა, თმა გრძელი მქონდა. გიზო ბერაძემ მთხოვა რომ „მოდელების სახლში“ გამოიარეო. მერე დაიწყეს ქურთუკების შეკერვა ჩემზე. დავდიოდი მთელ საბჭოთა კავშირში.

რამე შეიცვალა შენს გარდერობში,თუ ისევ პერანგისა და ჯინსის ერთგული ხარ?

არა, არაფერი შეცვლილა. თუმცა შეემატა სხვა პიჯაკები და კოსტუმები.




გადაღებების დროს თუ ერევი კოსტუმების შექმნაში?

კი, როგორ არ ვერევი. იურა გეგეშიძე გადასარევი ადამიანი, ბევრი რაღაც გვაქვს ერთად გაკეთებული. იყო შემთხვევა ისეთი როლი მქონდა, რომელსაც იმ ესკიზის კოსტუმი არ შეესაბამებოდა. უცნაური კაცის, მხატვრის როლი მქონდა,რომელსაც შეყვარებული დაეღუპა და ამის შემდეგ გალოთდა. ძალიან მაგარი როლი მქონდა. მერე მე თვითონ ავედი კოსტუმების გარდერობში, ორ საათში ჩამოვიტანე ის, რაც დღესაც მაცვია. შავი პლაში, ზოლიანი ფეხსაცმელები, გაცრეცილი შლაპა. კოსტუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

რომელია ყველაზე საყვარელი აქსესუარი?

სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები. ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი. 25 წლის „კარტიეს“ შავი საათი დავკარგე პეტერბურგში. ძალიან ცუდად შევეგუე. მე საერთოდ მანქანებს, ცოლებს და საათებს ხშირად არ ვიცვლი.


„სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები.
ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი.“



ჩანთა თუ იყო და არის შენი ყოველდღიური აქსესუარი?

ბარაბანზე რომ ვუკრავდი, მაშინ მქონდა და ყველა ყველაფერს ამ ჩანთაში მიდებდა.


თუ გიყვარს გამორჩეულად რომელიმე ბრენდი?

GIORGIO ARMANI ბავშვობიდან მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ კაცებს მეტ ყურადღებას აქცევს. ასევე, SONIA RYKIEL, CHANEL -ზე ფილმი რომ ვნახე,ძალიან მომეწონა თვითონ ქალი. იმ ესთეტიკამ გამაოცა, მაშინ რასაც აკეთებდა. ძალიან მაგარი ქალი იყო.



ექსპერიმენტები გიყვარს?

თმა როცა მქონდა მაშინ ვაკეთებდი ექსპერიმენტებს.


როგორ ფიქრობ თეატრში არის მოდა?

კი, როგორ არა. ერთი პერიოდი რამაზ ჩხიკვაძის ხმით საუბრობდა მთელი თეატრი. რაღაცით ბაძავდნენ.


„მე საერთოდ მანქანებს, ცოლებს და საათებს ხშირად არ ვიცვლი.“


შენ თუ გბაძავდნენ?

არა, მე არ მახსოვს. ბავშვობაში მეც ვბაძავდი იმას, ვინც მომწონდა. შენ თუ რაღაც იპოვე და ის სხვასაც მოეწონა ეს უკვე კარგია. მიბაძვით მაშინ პაროდიები უნდა გააკეთო.

კონცერტებზე რომ გამოდიოდით რა გეცვათ?

ერთხელ ერთნაირი პოლონური კოსტუმები ჩაგვაცვეს. 4-5 კონცერტი გავძელით. ისე პერანგები, ნამდვილი ჯინსები და თეთრი წინდები გვეცვა რომლებიც ჩანდა ფეხსაცმელებზე. ამერიკიდან მქონდა თეთრი ზამშის ფეხსაცმელები. უფრო კედები გვეცვა. დაგლეჯილი არ იყო მოდური, გაცრეცილი კი.



„GIORGIO ARMANI ბავშვობიდან მიყვარს.
ალბათ იმიტომ, რომ კაცებს მეტ ყურადღებას აქცევს.“


რამდენი რამ გაქვს გახმოვანებული, დათვლა არ გიცდია?

ძალიან ბევრი. ვერ დავთვლი. ძალიან მინდოდა მულტფილმის გახმოვანება. ერთ სტუდენტი მოვიდა მთხოვა გახმოვანება. მეც მივედი გასახმოვანებლად და ვაჟა-ფშაველას ლექსი წამაკითხა. სვანი ყოფილა, სერიოზული მულტფილმი გადაიღო. მე მეგონა ბატი უნდა გამეხმოვანებინა.
რამაზ ჩხიკვაძეს უთხრეს: „ამხელა პიროვნება ხართ და რა არის ამ იხვებს რომ ახმოვანებთო.“
„კაცო, ბატი ხომ არ მოვა და თავის თავს ხომ არ გაახმოვანებსო“
უპასუხა.


როგორია სამომავლო გეგმები, გადაღებები გაქვს ?

გადაღებები ახლა დავამთავრე გერმანელ გოგონასთან, არ აქვს არაფერი დამთავრებული, მაგრამ უკვე ხუთი ფილმი აქვს გადაღებული. ქმარი ქართველი ჰყავს. მე ჩამაცივდა. ორჯერ გამოვტოვე ფრენა, ბოლოს ქმარი მოვიდა სახლში და საბოლოოდ წავედი. ძალიან კარგი სცენარი იყო. ახლა, წვერი მოვიშვი მეფის როლისთვის.





დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
ენჯელ.ჯი ვუერთდებით ბნ. ზურას დაბადების დღის მილოცვას!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!



Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

10


  • Mari.♫ თქვა:
    16 აგვისტო 2014 16:45 - ID: 10,
    ააააააააააააააა მშოკავს

    რა კაცია :O

  • Crzy Girls თქვა:
    15 აგვისტო 2014 12:53 - ID: 9,
    კრისტი მიყვარს ეს გოგო ძალიან love

  • demetria თქვა:
    13 აგვისტო 2014 20:08 - ID: 8,
    რა კაციაა არ ბერდება ამ ასაკშიც ბარეორ ბიჭს სჯობსს ძაან მიყვარსს love

  • AnneCrazy თქვა:
    12 აგვისტო 2014 17:06 - ID: 7,
    მიყვარს ეს მსახიობი love ყიფშიძე love

  • 11 აგვისტო 2014 18:23 - ID: 6,
    ქრისტი ძალიან საყვარელია love

  • mariamininutsa თქვა:
    11 აგვისტო 2014 15:05 - ID: 5,
    love love love

  • Nina√ თქვა:
    11 აგვისტო 2014 14:43 - ID: 4,
    როგორ მიყვარს ეს კაციი love გამიხარდა ამისგან რო აიღეთ ინტერვიუ request

  • liliana თქვა:
    11 აგვისტო 2014 10:41 - ID: 3,
    როგორ მიყვარს love

  • Lel Oo★ თქვა:
    11 აგვისტო 2014 01:38 - ID: 2,
    ო ღმერთო ჩემო love
    რა კაცია, სულ მიყვარს love

  • • Angel M • თქვა:
    11 აგვისტო 2014 01:30 - ID: 1,
    ო მაი გად, რა სიმპათიურია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top