;
18 აგვისტო 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4169-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი რუსა მორჩილაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია რუსა მორჩილაძე . კრისტისა და რუსას კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა.საუბარი მოდაზე,გემოვნებასა და რუსას ინდივიდუალურ სტილზე შედგა.სად უყვარს შოპინგი და რომელია მისთვის გამორჩეული დიზაინერი,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



„მაქვს ძალიან ლამაზი ჩანთები.მგონია რომ ჩანთას აქ ვერ იყიდი,არც ვიცი რა მაღაზიებია.ამერიკაში ვიყიდე ძალიან ლამაზი ჩანთები.საშოპინგოდ ამერიკა არაჩვეულებრივია,მაგრამ მილანს მე ვერაფერი ვერ შემიცვლის..“


რუსა, შენ ყოველთვის შენი ინდივიდუალური სტილი გაქვს, კლასიკური და ქალური.ყოველთვის სადად და გემოვნებიანად გაცვია.ვინ იქონია შენს სტილზე გავლენა?

რა თქმა უნდა დედამ. ჩემს ბავშვობაში ამდენი მაღაზია თბილისში არ იყო.მაშინ გადამყიდველები იყვნენ,დედას ბევრი ნაცნობი „გადამყიდველი“ ჰყავდა.ჩემი მეგობრები იხსენებდნენ,რომ ჩვენ ვეხვეწებოდით დედას „ გვიყიდე,გვიყიდეო“ და შენ კი დედა გეხვეწებოდა „გიყიდიო“.მე სულ ვეუბნებოდი რომ არ მინდოდა რამე ეყიდა ჩემთვის.დედა ძალიან მონდომებული იყო.ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა.ზედმეტსაც აკეთებდა და სულ სალაპარაკო თემა იყო,რომ ბავშვისთვის ამდენი არ იყო საჭირო.მეც დედას ვგავარ.ჩემს თავს რომ ვუყურებ ზუსტად იმავეს ვაკეთებ.ძალიან დიდხანს არ მიმყვება გაბრაზება.გეგიზე (შვილზე) თუ გავბრაზდი,შეიძლება უცბად წავიდე და საჩუქარი ვუყიდო.რაც შეეხება გემოვნებას,ბავშვობიდან ჩემი შეხედულებები მქონდა.“ახლა ეს უნდა ჩაიცვა,ასეა საჭირო“ -ასე არასდროს არ ვყოფილვარ.მუსიკაშიც არ ვარ ასე.არც მეგობრობაში.მე სულ ჩემი აზრი მაქვს.როცა ჩემი მეგობარი დიზაინერი მეტყვის: „რუსა,მოდი ეს ჩაიცვი“,მე შეიძლება ვხვდებოდე რომ ეს ცუდი იდეა არ არის ,მაგრამ მე ზუსტად ვიცი რა მინდა ,რა მიხდება და მე როგორ მინდა გამოვიყურებოდე.ჩემს სტილს რა ჰქვია არ ვიცი.ხანდახან კლასიკურიც შეიძლება იყოს,ხანდახან თინეიჯერულიც.ყოველდღიური სტილი Casual მიყვარს.მიუხედავად ჩემი პროფესიისა ,ხან სატელევიზიო გადაღებაა, ხან კონცერტი,მაგრამ როცა საზღვარგარეთ მივდივარ თვალი მაინც ლამაზ,ყოველდღიურ ნივთებზე გამირბის.

საქართველოში რომელ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობ?

სამოსს საერთოდ არ ვიკერავ.არაჩვეულებრივი ქალბატონი ზინა მიკერავდა საკონცერტო კაბებს.ულამაზესი კაბები მქონდა მარლის,შიფონის.ასაკოვანი ქალი იყო,მაგრამ ძალიან ტენდენციური თარგები ჰქონდა.რომ გავიზარდე აღარ მომეწონა შეკერილი სამოსი.წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,როგორც შევძლებ მივდივარ მილანში .მილანი ჩემი საყვარელი საყვარელი ადგილია.იქ ვყიდულობ იმას,რაც ვიცი რომ მჭირდება ყოველდღიურად თუ საკონცერტოდ .ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში რაც არის იმას ვყიდულობ.საქართველოში რა მაღაზიებია არ ვიცი.ერთადერთი დათუნა სულიკაშვილთან მივდივარ,რომელიც არის ჩემი მეგობარი და ძალიან მიყვარს.გამოუვალი მდგომარეობის დროს ვიცი რომ დათუნა მიშველის.ვენდობი,მიყვარს ძალიან ,ობიექტურიც ვარ და სუბიექტურიც მის მიმართ.



„დედა ძალიან მონდომებული იყო.ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა.ზედმეტსაც აკეთებდა და სულ სალაპარაკო თემა იყო,რომ ბავშვისთვის ამდენი არ იყო საჭირო.მეც დედას ვგავარ.“


ვიცი რომ დათუნას ჩვენებაც გააფორმე მუსიკალურად.ხშირად თუ გაქვს კავშირი მოდასთან?

კი ,ერთხელ გავაფორმე.მოდასთან ხშირი კავშირი არ მაქვს,ეს მხოლოდ დათუნას ჩვენებისთვის იყო.

გეგის( შვილის) ჩაცმულობაში თუ ერევი?

გეგისთვის ჩემი გემოვნებით სამოსი სულ ჩამომაქვს.მიყვარს როცა ბიჭი გამოპრანჭულია ,თანამედროვეა და ფერადი სამოსი აცვია.რაც გაიზარდა გეგი გამიპროტესტა და ნახევარზე მეტ ტანსაცმელს არ იცვამს.იცინის ხოლმე და მეუბნება : „რუსა,ახლა ამას ჩავიცვამ?“ფერადი სპორტული ფეხსაცმელი ან მაისურები და რაღაცნაირი ჯინსები რომ ჩამომაქვს არ იცვამს.ახლა ასაკი აქვს ისეთი,რომ დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრების შეგრძნება გამძაფრებული აქვს.ფიქრობს,რომ არ უნდა იყოს გამორჩეული.ეს მას კომფორტულ მდგომარეობაში არ აყენებს.მე ბავშვობიდან მინდოდა რომ გამორჩეულად მცმოდა.მუსიკალურ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი ჩემი ჩაცმულობა სულ სალაპარაკო იყო.ყოველთვის განსხვავებულად და ექსტრავაგანტულად მეცვა.შეიძლება15-16 წლის გოგონასთვის ზედმეტიც იყო.ძალიან მკაცრი დირექტორი გვყავდა ქსენია ჯიქია,რომელიც არ გვრთავდა ნებას გამოპრანჭულები ვყოფილიყავით.მე მაინც ვახერხებდი და კრებები სულ იმართებოდა იმაზე,თუ როგორ მეცვა მე,ასე ჩაცმა არ შეიძლებოდა.მაშინ მოდური იყო ორი ქვედაბოლოს ჩაცმა,გრძელზე ზემოდან მოკლე .მერე ვიკეცავდით გრძელ კაბას და ვამაგრებდით,ქვემოთ კი თეთრი ჟაბოები ჩანდა.დირექტორი ეუბნებოდა დედას: „ თქვენს შვილს კაბაზე კაბა აცვია და გახადეთ ერთი კაბაო!“.მომწონდა ვყოფილიყავი გამორჩეული.მე თვითონ ვქმნი იმ სილუეტს,რაც მე მიხდება.გადარეული არ გავრბივარ მოდისკენ.


„მომწონდა ვყოფილიყავი გამორჩეული.მე თვითონ ვქმნი იმ სილუეტს,რაც მე მიხდება.გადარეული არ გავრბივარ მოდისკენ..“


მუსიკის წერის დროს თუ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა გაცვია? ნებისმიერ სტილში შეგიძლია დაწერო?

სულერთია.შეიძლება იყოს პიჟამოში ან გაპრანჭული რომ ვარ .სახლში რომ შევარდები,ხელებს რომ დაიბან და მივარდები როიალს.მაგას არ აქვს მნიშვნელობა.მთავარი ისაა ფსიქოლოგიურად როგორ ხარ და რა იდეები გაქვს.

რომელია შენი საყვარელი ფერი,რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

ჩალისფერი და კრემისფერი.ძირითადად,პასტელის ფერები.ახლა,შენ ულამაზესი კაბა გაცვია,მაგრამ მე გარდერობში ამ ფერის არაფერი არ მაქვს.არ მაქვს ჭრელი და მყვირალა ფერის სამოსი.კრემისფერი,ღია ვარდისფერი,ღია ყვითელი,შავი და თეთრი ფერები.მე ისეთი ფერადი ხასიათი მაქვს,რომ ამისგან მეც გადავიწვი და სხვებიც,მე რომ მყვირალა ტანსაცმელი ჩავიცვა,ეს უკვე საგიჟეთი იქნება.

არ გიყვარს ექსპერიმენტები? თითქმის სულ ერთნაირი ვარცხნილობა გაქვს.

ყველაფერი მიყვარს თანამედროვე,რაც მოდურია.ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ ამას ჩემთვის გადამწყვეტი და პირველხარისხოვანი მნიშვნელობა არ აქვს.პირველი ფიქრი ვარცხნილობას არ ეხება.მომდის უფრო ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ფიქრები.მე ვერ გეტყვი რომ ამისთვის დრო არ მაქვს,როგორ არ მაქვს.ამისთვის ყოველთვის მაქვს დრო.ასე,როგორც ახლა მაქვს ბებიაჩემს ჰქონდა თმა.მე მეუბნებიან რომ ბებიას ვგავარ.ახლა,მინდა რომ შევიჭრა.მერე ვნანობ ხოლმე რომ ვიჭრი.ვარცხნილობებს ვეღარ ვიკეთებ.



„მუსიკალურ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი ჩემი ჩაცმულობა სულ სალაპარაკო იყო.ყოველთვის განსხვავებულად და ექსტრავაგანტულად მეცვა.შეიძლება15-16 წლის გოგონასთვის ზედმეტიც იყო..“

რომელია შენი საყვარელი აქსესუარი?

მიყვარს ნაზი და თხელი სამკაულები.ბავშვობაში პირიქით ვიყავი,დიდი საყურეები და ბეჭდები მომწონდა.მიყვარს ძვირფასი ქვები.ჩემი სუსტი წერტილია.მიყვარს ლამაზი სამკაული და ფეხსაცმელი.რამდენიმე წყვილ ფეხსაცმელს რომ ვიყიდი,მეუბნებიან რომ „გეყოფა,ახლა კაბა იყიდეო“,მაგრამ მაღაზიიდან ისევ ფეხსაცმლით გამოვდივარ.

როგორი ტიპის ფეხსაცმელი გიყვარს?

სულერთია ,მიყვარს „ტანგეტკა“.ცოტა მაღალიც არის და თან ძალიან კომფორტულია. Fendi და Chloé მიყვარს. არ მიყვარს არაკომფორტული ფეხსაცმელი.უნდა გავძლო მთელი დღე ,ფეხსაცმელმა არ უნდა მანერვიულოს.

რა არის შენთვის ჩანთა,ყველასთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს.რა ნივთები ჭარბობს შენს ჩანთაში?

პირადობის მოწმობა,საფულე,გასაღები ,ფურცლები ,წამლები.თუ რაღაცის ჩაწერა თუ მინდა ტელეფონის დიქტაფონი არაჩვეულებრივი საშუალებაა,ღიღინით ვიწერ.ჩანთები ძალიან მიყვარს,რომელ ქალს არ უყვარს? მაქვს ძალიან ლამაზი ჩანთები.მგონია რომ ჩანთას აქ ვერ იყიდი,არც ვიცი რა მაღაზიებია.ამერიკაში ვიყიდე ძალიან ლამაზი ჩანთები.საშოპინგოდ ამერიკა არაჩვეულებრივია,მაგრამ მილანს მე ვერაფერი ვერ შემიცვლის.ვიცნობ ხალხს კაფეებში, რესტორნებში,მაღაზიებში.არც იციან ვინ ვარ,მაგრამ მცნობენ.შოპინგთან მანიაკალური დამოკიდებულება არ მაქვს ,მაგრამ ბავშვობიდან მიყვარს.



„წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,როგორც შევძლებ მივდივარ მილანში .მილანი ჩემი საყვარელი საყვარელი ადგილია.იქ ვყიდულობ იმას,რაც ვიცი რომ მჭირდება ყოველდღიურად თუ საკონცერტოდ.“

სახლის დიზაინსაც დამოუკიდებლად აკეთებ?

კი,ახლა რემონტი მაქვს.ინტერნეტშიც ვეძებ და კარგი იდეები ამომაქვს.მე თვითონ ვხედავ რა როგორ უნდა იყოს.ერთი პერიოდი რამდენიმე წლის წინ ღამე თვალს რომ დავხუჭავდი სანამ დამეძინებოდა ვხედავდი ჩანთებსა და ფეხსაცმელებს.მე თვითონ ვქმნიდი წამოსახვაში.ხატვის ნიჭი არ მაქვს,მაგრამ ახსნა შემეძლო სხვას რომ დაეხატა.ეს ჩემი ფანტაზიაა.ყველანაირი ფერისა და მასალის მომდიოდა თავში.

ვინ არის ყველაზე საყვარელი დიზაინერი ,რომლის სტილიც ახლოს არის შენთან?

Lanvin, Dior, Jean Paul Gaultier. ვიღაცის პიჯაკები მომწონს,ვიღაცის კაბები.შარფები Paco Rabanne-ს და Hermès მომწონდა ყოველთვის.შეიძლება მილანში შევიდე მაღაზიაში და ახალგაზრდა დიზაინერის კოსტუმი შევიძინო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები,ტელევიზიაში აგრძელებ მუშაობას?

კი,ტელევიზიაში ვაგრძელებ.დიდი იმედი მაქვს შოუები იქნება.


დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!



Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

1


  • Gciffer თქვა:
    18 აგვისტო 2014 22:01 - ID: 1,
    კაია რუსაც მიყვარს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top