7 September 2014      Nina√     Views 9 580    
Category: Fashion

90's Super-Models who changed the F industry
90's Super-3 მოდელი
რომელმაც გადატრიალება მოახდინა სამოდელო ინდუსტრიაში


დღევანდელი სუპერმოდელები, ისეთები როგორებიც არიან კარა დელევინი, კარლი კლოსი, ჯორდან დანი, ჯოან სმოლსი და სხვები, ხშირად ჩნდებიან ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და პოპულარული დიზაინერების გრანდიოზულ შოუებზე. მათ გადაწყვიტეს და მოახერხეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა და მოდის ინდუსტრიის "მამების" მოხიბვლა. თუმცა, მათ გამოჩენამდე სამოდელო სფეროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი გადატრიალება მოახდინეს მოდის ინდუსტრიაში და არა მარტო. მათ დაარღვიეს ძველი "კანონები" და დააწესეს ახალი.

სწორედ ამიტომ, საჭიროა უკეთ ვიცნობდეთ ამ ლამაზმანებს. წარმოგიდგენთ 3 სუპერმოდელის: ლინდა ევანჯელისტას, ნაომი კემპბელისა და კლაუდია შიფერის პორტფოლიოებს, მათ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებსა და ცნობილ გამონათქვამს.





***




ლინდა ევანჯელისტა (1990)

2001 წელს კარლ ლაგერფელდმა ლინდა ევანჯელისტა შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “a kind of Stradivarius. You can play her like you can play no other instrument.” კანადელ ლამაზმანს, არც მეტი, არც ნაკლები, 700 მეტი ჟურნალის გარეკანი აქვს დამშვენებული, უამრავჯერ გადაუღია მისთვის ფოტოსესიები საყოველთაოდ ცნობილ ფოტოგრაფს სტივენ მეიზელს ,რომლისთვისაც ლინდა შთაგონებად, მის მუზად იქცა. რევლონთან (1990), დოლჩე&გაბანასთან (1992), ქლოესთან (1994), ივეს სან ლორენთან და მრავალ სხვა წარმატებულ ბრენდთან (1995) თანამშროლობით ევანჯელისტა ყოველდღიურად გამოიმუშავებდა 10 000$-ზე მეტს. ევანჯელისტა იყო პირველი,რომელსაც უწოდეს სუპერმოდელი. ხოლო, როდესაც ჯონ გალიანოს ჰკითხეს, თუ ვის დაასახელებდა იგი იმ დროისთვის საუკეთესო მოდელად, მან უპასუხა-"ეჭვგარეშეა, ლინდას!"



ლინდა ევანჯელისტას ყველაზე ცნობილი გამონათქვამები

მე ღმერთმა შემქმნა ასეთი ლამაზი. რომ არა ის, ახლა უბრალო მასწავლებელი ვიქნებოდი.

არავინ იბადება სრულყოფილი წარბით

ვეთანმხმები იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სრულყოფილი სილამაზე არ შეიძლება იყოს ბუნებრივი. სწორედ ამიტომ, მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. რამდენიმე საათს ვატარებ სპორტდარბაზში და ძირითადად დაკავებული ვარ იოგით, პილატესით და სიმძიმეებით ვარჯიშით. ძალიან მიყვარდა ღვინო და ზოგადად, ალკოჰოლი, მაგრამ მე შევწყვიტე სმა. უკვე უარს ვამბობ სიგარეტზეც და ვიცი, რომ აღარასდროს დავიწყებ მოწევას, რადგან, ვფიქრობ, "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს".

არ ვფიქრობ, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს წესები და იმეფოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მოდის ინდუსტრიაში ყოველთვის იქნება ჩემი ადგილი.

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე. მე გავიკეთე ბოტოქსი, როგორც სხვა მოდელებმა და მიხარია, რომ ასე მოვიქეცი. მოდელები არ არიან ზეციური ქალღმერთები. ჩვენც ვბერდებით. მე ნამდვილად მინდა დაბერება, რადგან მიმაჩნია, რომ ასაკი უშნო არაა.

და ბოლოს, We don't vogue, we are "Vogue".























***


კლაუდია შიფერი (1990)

გერმანელი მოდელი კლაუდია შიფერი, რომელსაც თავისი კარიერის საწყის ეტაპზე სახელგანთქმულ ბრიჯიდ ბარდოსთან აიგივებდნენ, 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. კლაუდიას აქვს 1000-ზე მეტი ჟურანლის გარეკანი და დღემდე თანამშრომლობს სუპერპოპულარულ ბრენდებთან. (ესაკდა, შანელი, ვალენტინო, ვერსაჩე, რალფ ლორენი).



კლაუდია შიფერის ცნობილი გამონათქვამები

მე მხოლოდ პატარა მიზნებს ვისახავ. ყველა ჩემი მიზანი ძალიან ახლოსაა ჩემთან

მე გაოცებული ვარ ხოლმე, როდესაც ვხედავ დედებს ქუსლებზე, რადგან, როდესაც შენი შვილი გაირბენს, შენ ვერ გაეკიდები მას უკან.

დღეს ძალიან რთულია გახდე სუპერმოდელი. გოგონას,რომელსაც აქვს ამბიცია იყოს თუნდაც ერთი უბრალო ფოტომოდელი, უწევს გაიმარჯვოს მრავალ კონკურსში, რომელიც ასე მომრავლდა აღმოსავლეთში. 90-იანებში ასე არ ხდებოდა. ახლანდელ მოდელებს კონკურენციას მსახიობები და რეალითი შოუს წარმომადგენლებიც უწევენ და არ უთმობენ ადგილს ჟურნალის გარეკანზე. დღევანდელობაში ძნელია გახდე მოდელი და მალევე გიწოდონ სუპერმოდელი.

სიბერე არ ნიშნავს დასასრულს. ვფიქრობ, ზოგიერთი 40 წლის ქალბატონი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ზოგიერთი 20 წლის გოგონა, რადგან ისინი ვარჯიშობდნენ, უვლიდნენ საკუთარ თავს და კვლავ განაგრძობენ თავიანთ გარეგნობაზე ზრუნვას.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ მქონია ურთიერთობა ბევრ მამაკაცთან. ეს კი იმათაა გამოწვეული,რომ მათ ეშინიათ ჩემთან მოახლოება. ისინი ფიქრობენ,რომ ზედმეტად სერიოზული ადამიანი ვარ, რაშიც ვერ დავეთანხმები. მათ ჰგონიათ უცხო პლანეტიდან ვარ.


























* * *



ნაომი კემპბელი (1990)

უდაოა, ყველანი ერთხმად დამეთანხმებით, რომ ჩინურ-იამაიკური წარმოშობის ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი არის ქალი, რომელმაც გადაატრიალა მოდის ინდუსტრია, დაამსხვრია სტერეოტიპები და გახდა ყველაზე მოთხოვნადი შავკანიანი მოდელი. ნაომის მოიხსენიებენ, როგორც შავ პანტერას. კემპბელს დაუმშვენებიაა 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანი და ყოფილა ისეთი ბრენდების სახე,როგორებიც არიან ბარბერი, შანელი, ვერსაჩე, პრადა, დოლჩე&გაბანა, მარკ ჯეიკობსი, ლუი ვუტონი და მრავალი სხვა. ნაომის მთავარ ღირსებად მის სიარულს,ტუჩებსა და ფეხებს თვლიან. ნაომი კემპბელი ერთ-ერთია იმ 5 სუპერმოდელს შორის, რომლებმაც მოახდინეს 'მოდური რევოლუცია'.



ნაომი კემპბელის ცნობილი გამონათქვამები

შენ უნდა დაუშვა შეცდომები. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ისწავლო თუ როგორ მართო შენი ცხოვრება. აი, როგორ მუშაობს მსოფლიო.

ბავშვები ჩვენი მომავალია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ მათზე და მივცეთ მაქსიმალური კომფორტი ცხოვრებისთვის

მე არ ვარ დიეტაზე. ვსვამ, ვეწევი და არ ვვარჯიშობ.

მე ჩემი შრომით ვშოულობ უამრავ ფულს და ვუფრთხილდები თითოეულ ცენტს

ყველაფერში შეიძლება იპოვო პოზიტივი. ასე, რომ მე ვიცინი ცხარე კამათის დროსაც კი, ვიღიმი, მაშინ, როდესაც ვტირი. ყოველთვის უთხარი შენს თავს, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება და შემთხვევითობა უბრალოდ არ არსებობს.

ყოველი უბრალო ამბავი, რომელიც თავს გადაგხდა რაღაც ახლის დასაწყისია. არასდროს დაიხიო უკან მხოლოდ იმის გამო, რომ მოუთმენელი ხარ, რადგან ღმერთმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოგცეს საუკეთესო!

ხალხი ივიწყებს იმას, რასაც ამბობ. ივიწყებს, იმას რასაც აკეთებ. მაგრამ ისინი არასდროს დაივიწყებენ, თუ როგორ აგრძნობინე მათ თავი ყველაზე რთულ მომენტში.

ისინი ამბობენ,რომ თუ ბისექსუალი ხარ, თავგზა აგებნა; თუ გეი ხარ, ცოდვას ჩადიხარ. თუ გამხდარი ხარ, ნიშნავს, რომ ნარკომანი ხარ. თუ მსუქანი ხარ, საზიზღრად გამოიყურები. თუ კარგად გაცვია-პატივმოყვარე და თვითკმაყოილი. თუ კომფორტისთვის გაცვია-უგემოვნო. თუ ლაპარაკობ იმას, რასაც ფიქრობ–იდიოტი. თუ საერთოდ არ ლაპარკობ–გაუთლელი. თუ თავაზიანი ხარ–მატყუარა და პირფერი. თუ ტირი– ხარ DRAMA QUEEN. თუ მამაკაცი მეგობრები გყავს–გარყვნილი. შენ ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ საზოგადოებამ არ გაგკიცხოს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ვერ ცოცხლობენ, თუ არ კიცხავენ სხვებს. იყავი ამაყი საკუთარი თავით. ეს შენი ცხოვრებაა და ჩვენ, ყველანი მშვენიერები ვართ.






































Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top