;
15 სექტემბერი 2014      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3241-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეა აგლაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ჟურნალ „ბომონდის“ რედაქტორი თეა აგლაძე . საუბარი კრისტისთან ერთად მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე შედგა. რას ფიქრობს თეა თანამედროვე ქართულ მოდაზე, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ფოტოგრაფი: Sasha Prishvin


თეა, როგორ შეიცვალა შენი გემოვნება. ბავშვობაში რომელი სტილის სამოსს ირჩევდი, ერეოდა თუ არა დედა შენს არჩევანში?

ჩემი ბავშვობა საბჭოურ პერიოდს დაემთხვა. სკოლაში მოსწავლეები ფორმით დავდიოდით. მიუხედავად შეზღუდვებისა, თავისუფალი სტილის სამოსის ტარებას ვცდილობდი. დედა და ბებია სკოლაში მუშაობდნენ და მეც მცირე თავისუფლება მეძლეოდა. მახსოვს, ერთხელ, კაბა-შარვლითა და მოკლე, მოჰიპო ვარცხნილობით გამოვცხადდი კლასში. თანაკლასელების მშობლები აღშფოთდნენ ჩემზე, როგორც თავგასულ ბავშვზე და ბებიას სახელზე განცხადებაც დაწერეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა. მოდას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საინტერესო სფეროს, მაშინ ვერ აღვიქვამდით. მამიდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხშირად მოგზაურობდა და შესაბამისად, ძალიან კარგად იცვამდა. მაშინ პარიზსა და მილანში ვინ გაგიშვებდა, ჩაკეტილი სივრცე იყო. ჩემს გარემოცვაში განსხვავებულ სამოსს სწორედ ის ატარებდა. ღრმა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ალა პუგაჩოვა და მისი ბალახონები. ახლა მეცინება. რატომ მყავდა ამოჩემებული, ვერაფრით ამიხსნია, როგორც ჩანს, გემოვნებაში მოვისუსტებდი.

ალას ბალახონები ახლა მოდური ბიჩვაიერებია, ხომ?

ვერ ამიხსნია თავად ალა რატომ იცვამდა ამ სტილით, ალბათ წონის გამო.თან, ამდენი წელია საკუთარი სტილის ერთგული დარჩა. არც ჩაცმის სტილი და არც ვარცხნილობა არ შეუცვლია.


„მიუხედავად შეზღუდვებისა, თავისუფალი სტილის სამოსის ტარებას ვცდილობდი. თანაკლასელების მშობლები აღშფოთდნენ ჩემზე, ამით იმის თქმა მინდა, რომ შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა. მოდას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საინტერესო სფეროს, მაშინ ვერ აღვიქვამდით.“

თავად თუ გიყვარს ექსპერიმენტები, შავთმიანიც მახსოვხარ და ქერაც.

ბოლო პერიოდში ესთეტიკურმა მედიცინამ გამიტაცა. თმის ფერზე ექსპერიმენტებს ახლაც მივმართავ. ერთადერთი რამ, რასაც ვერ ვრისკავ, ჩაცმის სტილზე ექსპერიმენტებია. ვერ ვრისკავ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო წონაში მოვიმატე და სანამ კორექციას ვერ მოვახერხებ, ასეთი გადახვევებისგან თავს შევიკავებ. ახლა ვცდილობ ისე ჩავიცვა, რომ თვალში მოსახვედრი არ იყოს. მინიმალისტურ სტილს ვირჩევ.

ყველაზე კომფორტულად რომელი ფერის სამოსში გრძნობ თავს?

შავი ფერის სამოსში. ხშირად ამბობენ, საქართველოში შავის გარდა სხვა ფერს არ აღიარებენო. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველგან აღიარებენ ამ ფერს. წვეულებებზე საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ შავ ფერში გადაწყვეტილი სამოსი აცვია. რასაკვირველია, ყოველდღიურად შავი სამოსის ტარება არაკომფორტულია, მაგრამ ამასაც წონის გამო ვირჩევ. არ ვამბობ, რომ შავი ფერი გამხდარს გამოგაჩენს, მაგრამ სხეულის გარკვეულ ნაწილებს არ გამოკვეთს.

შავი ფერი მდიდრულია.…

შავ სამოსზე სხვადასხვა ფერის აქსესუარებს ვატარებ. ბოლო რამდენიმე წელია, თეთრ პერანგებს ვიხდენ. მივედი იმ აზრამდე, რომ თეთრი სამოსი მსუქანს არ მაჩენს. ნელ-ნელა სამოსის ფერებში სიახლე შემაქვს.
ვიყიდე ჭრელი კაბა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს: ეს კაბა მონპარნასზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე. რომ გავიარე, ჩემი ყურადღება მიიქცია. ჩემგან ასეთი ჭრელი კაბის ჩაცმა გამორიცხული იყო, მაგრამ მაინც დავინტერესდი. ვნახე როგორი შეკერილი იყო, ქსოვილიც კარგი ხარისხისაა. ჩემმა მეუღლემ, გიგამ ამ კაბის შეძენა მთხოვა, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე. მეცინებოდა, ასეთ სიჭრელესთან საკუთარი თავის დაკავშირება ვერ შევძელი. სულ ორი ზომა იყო. კაბები სხვადასხვა ფერებში იყო გადაწყვეტილი. არ ვიყიდე. პარიზში შემდეგ ჩასვლაზე ის მაღაზია და კაბა გამახსენდა. ვიფიქრე, მოდი, გავივლი და ვნახავ-მეთქი. კაბა იმავე ადგილას ეკიდა _ თითქოს მელოდა.



„ქართველ დიზაინერებს ვგულშემატკივრობ და თანავუგრძნობ, რადგან ენთუზიაზმზე მუშაობენ. მოდის კვირეულებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთეს - ბევრ დიზაინერს გზა გაუხსნეს. ისიც კარგია, რომ ქართველი დიზაინერები საზღვარგარეთ შოურუმებში მონაწილეობენ. მთავარია ქართველი დიზაინერები საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ, რადგან ნიჭიერები არიან. “

როგორ ჩანთებს ატარებ?

ეს ბლოგი ”ბონ ვიაჯოს” სახელს უკავშირდება და მინდა გითხრა, რომ ბევრი ჩანთა მაქვს. ვთვლი, რომ ჩანთა მნიშვნელოვანი აქსესუარია და კარგ ჩანთაში ფულს გადახდა არ მენანება.

უფრო ხშირად რა ზომის ჩანთას ატარებ?

ადრე დიდი ზომის ჩანთების ტარება მიყვარდა. ბოლო დროს პატარა ზომის ჩანთები მომწონს. აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პატარა ჩანთასთან ერთად მანქანაში ყოველთვის მიდევს დიდი სპორტული ჩანთა, აუცილებელი ნივთებით. ჩვენ გვყავს საერთო მეგობარი, რომელსაც ჩანთაში ყველაფერი ედო, თმის ლაქიც კი. თავად, თუ არ მჭირდება, ასეთ ნივთებს ვერ ვატარებ. ჩანთებს ხშირად ვიცვლი და აქედან გამომდინარე, აუცილებელ ნივთებს ვიტოვებ. როცა სავარჯიშოდ ან გადაღებაზე მივდივარ, საჭირო ნივთებისთვის დიდი ჩანთა მანქანაში.

რომელი ქართველი დიზაინერის სამოსს იცვამ?

ქართველ დიზაინერებთან ვმეგობრობ. მათ შორის ძალიან ბევრი ჩემს თვალწინ გაიზარდა. ადრე ვფიქრობდი, რომ მათი სამოსი არ მომიხდებოდა და არ ვიცვამდი. მთავაზობდნენ კიდეც თავიანთ სამოსს, მაგრამ ვერ ვიხდენდი. ახლახან ჩემს მეგობარს, დათუნა სულიკაშვილს ვეკამათე ამ თემაზე. მისაყვედურა, რომ მისი შეკერილი კაბით არ დავდიოდი ჩვენებებზე. ვერ დაიჯერა, რომ არ მქონდა და შეკერვა შემომთავაზა. დათუნას სტილი ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს თეონა გარდაფხაძე. ქართველი დიზაინერები ფეხსაცმელზე მუშაობენ კარგად. გოლას გახსნილ ფეხსაცმელს სიამოვნებით ვატარებ. პარიზშიც კი შეამჩნიეს და ავტორი იკითხეს.

რომელი აქსესუარის ტარება გიყვარს?
სათვალის. მიყვარს სათვალეები და კარგი კოლექცია მაქვს.




ოჯახში, შენთან, ძირითადად მამაკაცები არიან. ერთმანეთს თუ ურჩევთ, რა ჩაიცვათ?
ჩემს უფროს ვაჟს, ვაკოს, რასაც ვატარებ, არაფერი მოსწონს. ძალიან კრიტიკული ხედვა აქვს. იშვიათად თუ უთქვამს ჩემთვის კომპლიმენტი. ჩაცმულობაზე აზრს აღარც ვეკითხები, რადგან ისეთი გრიმასით გამოხატავს, ხასიათი წამიხდება.

მათთვის სამოსს თუ ყიდულობ?

კი, ვყიდულობ და ჩემი შეძენილი ყველაფერი მოსწონთ. რაც შეეხება გიგას, იგი კლასიკური შოპოჰოლიკია. ახლახან ესპანეთში ვიყავით და მაღაზიიდან ვერ გამომყავდა. როცა პირველად ჩავდივართ უცხო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ და შემდეგ მივდივართ შოპინგზე. გიგა ორივეს შესანიშნავად ახერხებს.

გამოდის, რომ სამოსის შეძენა გიგას უფრო უყვარს?

თავად ძალიან მეზარება. ბევრი სიარული მღლის. ამიტომ, მიყვარს სავაჭრო ცენტრები, სადაც ყველაფერია თავმოყრილი.




თანამედროვე ქართულ მოდას რომ შევეხოთ... მოგწონს?

ჟურნალი `ბომონდი`ლაივ სტაილია, სადაც მოდის ტენდენციებს ვრცლად ვაშუქებთ. ქართველ დიზაინერებს ვგულშემატკივრობ და თანავუგრძნობ, რადგან ენთუზიაზმზე მუშაობენ. მოდის კვირეულებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთეს - ბევრ დიზაინერს გზა გაუხსნეს. ისიც კარგია, რომ ქართველი დიზაინერები საზღვარგარეთ შოურუმებში მონაწილეობენ. მთავარია ქართველი დიზაინერები საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ, რადგან ნიჭიერები არიან.

ბევრი დიზაინერის შესახებ ინფორმაცია პირველად, "ბომონდში" დაიბეჭდა.

ბევრმა სწორედ ჩვენი ჟურნალიდან აიღო სტარტი. ჟურნალის მათი კოლექციით დაინტერესება მათი კარიერისთვისაა მნიშვნელოვანი. უცხოეთში დიზაინერით მაშინ ინტერესდებიან, თუ მის შესახებ ინფორმაცია რომელიმე გამოცემაშია დაბეჭდილი. ვცდილობ, ამით გავუწიო დახმარება. ბევრ მათგანს მადლობის წერილიც მოუწერია, რადგან ჩვენთან თანამშრომლობა დახმარებია.

რა სიახლეს გვპირდება "ბომონდი"?

ჩვენს ერთგულ მკითხველებს ახალ რუბრიკებსა და საინტერესო თემებს შევთავაზებთ.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!




Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top