26 September 2014      ANGEL     Views 6 506    
Category: Fashion / Fun, Interesting / Advertisment / Georgians


New Look-ის საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება!
ბრიტანული ბრენდის New Look-ის მაღაზია
აღმაშენებლის 116-ში უკვე ერთი წლის არის


ბრიტანული ტანსაცმლის ბრენდი New Look-ი ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ცნობილია. ბრიტანული სტილი, უახლესი ტენდენციები, მრავალფეროვანი არჩევანი და მიმზიდველი ფასები ბრენდის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია.

ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხსნა და ქართველი მოდის მიმდევრებისთვის მალევე იქცა ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად. მეორე მაღაზია კი 2013 წელს საზეიმოდ გაიხსნა და აგერ უკვე ერთ წელი არის წარმატებით იპყრობს მოდის მოყვარულთა გულებს.

აღმაშენებლის N116-ში მდებარე ოთხსართულიან მაღაზიაში ერთი სართული ფეხსაცმელს, ორი სართული ტანსაცმელს და ერთიც თეთრეულსა და აქსესუარებს ეთმობა. New Look-ის ეს მაღაზია რეგიონში ყველაზე დიდია.

New Look-ის ბრენდი 1969 წელს შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და ამ დროისთვის მსოფლიოში უკვე ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. ბრენდი ძირითადად ახალგაზრდულ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა მრავალფეროვანი კოლექცია საინტერესო დეტალს გარდერობის გასაახლებლად ნებისმიერი ასაკის ქალბატონებს სთავაზობს, ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული თუ აქსესუარები. საქართველოში ბრენდს Retail Group Georgia წარმოადგენს, რომელიც Alhokair ჯგუფში შემავალი კომპანიაა.


26 სექტემბერს მაღაზია ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.
დაბადების დღესთან დაკავშირებით New Look-ის აღმაშენებელის ფილიალი მყიდველს
სპეციალურ 20%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს
მხოლოდ ერთი დღით. იჩქარეთ!

















Category: Fashion / Fun, Interesting / Advertisment / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top