5 December 2014      ANGEL     Views 8 047    
Category: Fashion / Fun, Interesting



დასრულდა Victoria's Secret-ის 2014 წლის თეთრეულის კოლექციის შოუ ჩვენება,
რომელიც დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გაიმართა და მას 3,000 სტუმარი დაესწრო.
შოუს ჩანაწერის ჩვენებას კი რეიტინგის მიხედვით 500 მილიონი ადამიანი ელის 185 ქვეყნიდან!
მას 9 დეკემბერს საღამოს ეთერში ვიხილავთ CBS-ს ეთერში, შემდგომ კი ინტერნეტში...




♛ ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო 47-მა მოდელმა, მათ სულ 81 ლუქი წარმოადგინეს პოდიუმზე.
■ 47 მოდელს ემსახურებოდა 25 ვიზაჟისტი, 25 თმის ოსტატი და 5 მანიკურისტი.
■ ბექსთეიჯში გამოყენებული იქნა 210 თმის პროდუქტი, ყველა Victoria's Secret-ის პროდუქცია (თმის სპრეი, სერუმი და მოცულობის მომცემი მუსი), ასე რომ კულისები სავსე იყო ვარდისფერი ბოთლებით..



■ ბექსთეიჯი მოწყობილი იყო გასაჯური-სპრეი ოთახი, თითოეული მოდელის სხეული დაიფარა მბზინავი სპრეი საშუალებით.
♛ საშუალოდ თითო მოდელზე იხარჯებოდა 20 წუთი მაკიაჟისთვის და
1 საათი თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად, რომელსაც ბუნებრივი იერი უნდა ქონოდა!
■ პოდიუმი 100 feet ანუ 30 მეტრის სიგრძის იყო და დაფარული იყო მბზინავი საფარველით.



♛ მოდელები ჩვენების ადგილზე ატლანტიკის გადაფრენით Boeing 767 -ით ჩაფრიდნენ,
რომელიც სპეც-რეისს წარმოადგენდა და VS-ის ბრენდის ფერებში იყო გადაღებილი.







Victoria's Secret-ის ჩვენების ისტორიაში პოდიუმზე პირველად ვიხილეთ 2 fantasy bra,
თითოეულის ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენდა და მორთული იყო
16,000 ლალის, საფირის თვლებით და 18კ. მოოქროვილი ბრილიანტებით!


fantasy bra - ადრიანა ლიმამ (ლალის თვლებით) და
ალესანდრა ამბროსიომ (საფირის თვლებით) წარადგინეს.



■ თუმცა ეს არ იყო ყველაზე ძვირადრირებული fantasy bra.
2010 წელს ჟიზელ ბიუნდჰენს ემოსა $15 მილიონად შეფასებული ბრა!

♛ შეიქმნა 39 ხელნაკეთი ფრთები, მათ შორის იყო ხელოვან
სერკან კურას მიერ შექმნილი 18კ. ოქროს ფრთები, რომელიც კარლი კლოსმა წარადგინა და
ლილი დონალდსონის სვაროვსკის თვლებით - 150,000 კრისტალით აწყობილი ლუქი!







♛ ჩვენებას მუსიკალურად აფორმებდნენ ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, ედ შირანი, ჰოზიერი.
■ შეიქმნა კომიკური სიტუაცია, როდესაც არიანას პერფორმანსის დროს ერთერთმა
მოდელმა მას კინაღამ ფრთები გაარტყა სახეში :)
■ მომღერალი ტეილორ სვიფტი კი Victoria's Secret-ის მოდელებივით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ის სცენაზე ორჯერ წარსდგა და სამახსოვსო ჯგუფურ ფოტოში "Class of 2014" კვლავ მოდელებთან ერთად წინა პოზიციაზე მოხვდა!


















Highlights from the #VSFashionShow Rehearsals










2014 #VSFashionShow Pink Carpet
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა წვეულება.
მოდელებმა უკვე დატოვეს ლონდონი და VS-ის გამორჩეული დედიკო-მოდელები:
♛ ადრიანა, ალესანდრა, დოუცენი, ჯორდანი და ლილი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.










Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top