10 December 2014      candice     Views 2 148    
Category: Fashion / Photos



VOGUE - მოდისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის ბიბლიად მოხსენიებულ ჟურნალ ვოგს გამომომცემლობა „კონდე ნასტი“ 23 ქვეყანაში გამოსცემს. ვოგის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორია ბრიტანელი ანა ვინტური. ამერიკული ვერსია 23 გამოცემიდან უმთავრესია, მას მოსდევს ფრანგული და ბრიტანული გამოცემები. ასევე საკმაოდ ავტორიტეტულია იტალიური გამოცემა, რომელიც მთლიანად მაღალ მოდაზეა ორიენტირებული და ამ გამოცემას 20 წელია უკვე ლეგენდარული ფოტოგრაფი სტივენ მეისელი ხელმძღვანელობს. პოპულარულია ასევე რუსული და გერმანული ვერსიები.

ვოგი თავის ფოტოსესიებში იყენებს როგორც ცნობილ და ლეგენდარულ მოდელებს ასევე ახალბედებს. ამერიკული ვოგი თავის ყდებზე ძირითადად მსახიობებს ათავსებს თუმცა წელიწადში ორჯერ შესაძლებელია მოდელის ხილვაც გარეკანზე. ფრანგული ვოგი კი პირიქით მხოლოდ წელიწადში ორჯერ უთმობს თავის ყდას ცნობილ პიროვნებას. იტალიური მთლიანად მოდელებს უთმობს ყდას. ასევე აღსანიშნავია ვოგის რუსული ვერსია რომელმაც არსებობის 11 წლის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ დაუთმო ცნობილ სახეს ყდა. წარმოგიდგენთ ყოველი ქვეყნის გამოცემის ვოგის
2014 წლის ბოლო - დეკემბრის თვის ქოვერებს




kate moss Vogue UK



Natalia Vodianova Vogue Russia

Joan Smalls Vogue Japan

Fei Fei Sun Vogue China

Amanda Wellsh Vogue Netherlands

Gemma Ward Vogue Australia

Gisele Bundchen Vogue Brazil

Sara Sampaio Vogue Joyas

Katrina Kaif Vogue India

Amy Adams Vogue usa

Inès de La Fressange Vogue Paris

Vanessa Axente Vogue Spain

Lily Donaldson Vogue Turkey


Category: Fashion / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top