23 December 2014      ANGEL     Views 10 793    
Category: Fashion / Man / Take Care



2015 წლის ზამთრის სეზონის სპორტული სამოსის
კოლექციები
და ლუქბუქები მოდური ბრენდებისგან


და აი უკვე დაიწყო თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარული ექსტრემალების საყვარელი სეზონი,
რომლებიც ზამთრის დადგომასთან ერთად სულაც არ ცდილობენ კონტინენტის მეორე მხარეს თბილ ქვეყნებს მიაშურონ თავი...
მათ ვინც იცის როგორ ისიამოვნოს ზამთრის სეზონით აუცილებლად დასჭირდება სპეციფიური საპორტული სამოსი.
სპორტულ ბრებდენთან ერთად მრავალი დიზაინერი და ბრენდი წარმოგვიდგენს სპეციალურ ხაზს - საკაპსულო კოლექციას
ავსტია, შვეიცარია და საფრანგეთის პრესტიჯული სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულთათვის.




სათხილამურო კოსტუმის ყველა თავისებურობის გათვალისწინებით დიზაინერების მიერ შექმნილი კომბინიზონების იმდენად ლამაზი მოდელები იყიდება, რომ სასაცილოდ გვეჩვენება ძველ ფოტოებზე აღბეჭდილი უღიმღამოდ ჩათბუნებული სპორტსმენები. მოდის კვირეულებს შორის სამთო კურორტის ასპენის მოდის კვირეულიც კი იმართება - Aspen International Fashion Week. ასე, რომ სულაც რომ არ იყოთ თოვლზე სრიალის მოყვარული და არ წარმოადგენდეს საჭიროებას ზამთრის კომპლექტაცია - მოდას არ უნდა ჩამორჩეთ და ვერც უარს იტყვით ამ ულამაზეს სამოსზე (და როგორი თბილი იქნება წარმოიდგინეთ!). სპორტულ კომბინიზონს შესაძლოა შანელის ლოგო ან ძვირფასი ბეწვის კანტი ამშვენებდეს, ქუდები კი ძვირფასი თვლებით იყოს მორთული. რატომაც არა თუ კი ეს ყოველივე ფუნქციურადაც მართებულია.





წარმოგიდგენთ 2015 წლის ზამთრის სეზონის სპორტულ კოლექციებს
ყველაზე ცნობილი და მოდური ბრენდებისგან, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის


SPORTALM - 2014/15
ეს ავსტრიული ფირმაა 40 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც გამოარჩევს ზუსტი ფუნქციონალური ნაწარმი, თუმცა არც ფერთა პალიტრის შესახებ ივიწყებენ და ძალიან ლამაზ კოლექციას გვთავაზობენ! მიმდინარე სეზონისთვის წარმოადგინეს WILD SOCIETY კოლექცია, რომელიც მოიცავს ცხოველური პრინტების ფერად ვერსიებს, სტრაზებს, ნაქარგს და ბეწვის სალტეებს. ამ შესანიშნავი ფლიურესცენტული ფერების წყალობით ნამდვილად არ დარჩებით შეუმჩნეველი! და მეორე კოლექცია METALLIC CLASH, რომელიც მეტალიკის ბზინვარებით გამოარჩევს კომბინიზონებს.




















Massimo Dutti და Roboty Reczne თბილ ნაქსოვ სვიტერებს წარმოადგენენ
Massimo Dutti Apres Ski Fall Winter 2014









Roboty Reczne
Fall Winter 2014 advertising campaign






ROXY-მ ახალგაზრდული კოლექცია ცისფერ და ფირუზისფერ ტონებში გადაწყვიტა,
მათ ლუქბუქს როგორც ყოველთვის მოდელების ნაცვლად ნამდვილი პროფესიონალები წარმოადგენენ.












The North Face








Category: Fashion / Man / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top