;
10 დეკემბერი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 3716-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები


მოდელი ჯემა უორდი დაუბრუნდა მოდის ბიზნესს!

ავსტრალიელი მოდელი ჯემა უორდი 2000 წლების დასაწყისში ერთერთ ყველაზე წარმატებულ, მოთხოვნად და ცნობად სახედ ითვლებოდა მოდის სამყაროში. 2004 წელს, 16 წლის ჯემა ამერიკული VOGUE-ს ქოვერზე მოხვდა და ყველაზე ახალგაზრდა ქოვერ-გოგონას ტიტული მოიპოვა. 2008 წელს ავსტალიელი მოდელი მოულოდნელად გაუჩინარდა, მას ვერ შენიშნავდით პოდიუმზე, ვეღარც ფოტოსესიებში და სარეკლამო კამპანიებში, თუ არ ჩავთვლით უკვე შემდგარ კონტრაქტებს. მან სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში მიატოვა და სამსახიობო კარიერის გაღვივება და მშვიდი ცხოვრება სცადა, მცირე კინოროლების შემდეგ ფილმში The Black Balloon და The Strangers, ჯემას მხოლოდ პაპარაცები თუ დააფიქსირებდნენ ქუჩაში მოსიარულეს. ამბობდნენ, რომ 2008 წელს რომანი აკავშირებდა ჰიტ ლეჯერთან, მის გარდაცვალებას დაემთხვა ჯემას გაუჩნარებაც.




ჯემამ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ინტერვიუებზეც უარს ამბობდა, აშკარა იყო, რომ მას მობეზრდა სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა. 2013 წელს გაიცნო მოდელი დევიდ ლეტსი და დეკემბრის თვეში გოგონა ნაია შეეძინათ. ახალგაზრდა დედიკო ზუსტად 1 წლის შემდეგ ჟურნალ ვოგის ფურცლებზე მოგვევლინა! როგორც ჩანს ეს რეალიზებული ქალის თავდაჯერებულობაა, ჯემა ძველებული ხალისით და პროფესიონალიზმით დაუბრუნდა ფოტოობიექტივსა და პოდიუმს.





ცოტა ხნის წინ ჯემა მილანის მოდის კვირეულზე PRADA-ს SS'15 კოლექციის ჩვენებაზე - 2008 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ პოდიუმზე! 26 წლის მოდელმა პრადას ჩვენება გახსნა და დახურა. წარმოგიდგენთ Country Road-სთვის ფოტოსესიას ქალიშვილთან ერთად.



მოდელმა ინტერვიუშ აღნიშნა, რომ დედობამ ის პიროვნულად გააძლიერა და თავდაჯერებულობა შემატა.
ის დაბრუნდა პოდიუმზე და მზად არის დატკბეს ამ ყოველივეთი.

"Family is everything to me. I would not be a thing without them.
They inform who I am and they create who I will be. Sharing life with family
is what it's all about - to love and live and laugh together."














VOGUE - Australia, Dec. 2014






გადავავლოთ თვალი ჯემას VOGUE -ქოვერებს




















ორსული ჯემა უორდი და დევიდ ლეტსი



კატეგორია: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები
Tags:

5


  • QueenL თქვა:
    13 დეკემბერი 2014 20:18 - ID: 5,
    ციტატა: Led Zeppelin
    ამას რომ კარიერა არ მიეტოვებინა ჟიზელსაც გადაუჯოკრავდა. თავიდან ქასთინგზე რომ მივიდა აი ემ ჯის ხელმძღვანელმა 15 წლის ბავშვს სუპერმოდელი უწოდა.
    ძალიან მაგარი მოდელია და ამიტომ მიაღწია ასეთ პატარა ასაკში ამხელა წარმატებას თორე გარეგნობით მილიონი ყავს ინდუსტრიას ესეთი

    გეთანხმები,ახლა ჯემა ნომერ პირველი სუპერმოდელი იქნებოდა :) ანგელოზივით გოგოა და ასეთივე შვილი ჰყავს love

  • GLao თქვა:
    10 დეკემბერი 2014 22:24 - ID: 4,
    განსხვავებულია, სახის ფორმით, მოყვანილობით, თვალის ჭრილით სირინოზს გავს

  • -MileyLahey თქვა:
    10 დეკემბერი 2014 16:29 - ID: 3,
    არ ვიცი ვინ არის request არც მომწონს request მაგრამ რამოდენიმე ფოტოში ლამაზად არის wink am

  • Led Zeppelin თქვა:
    10 დეკემბერი 2014 15:58 - ID: 2,
    ამას რომ კარიერა არ მიეტოვებინა ჟიზელსაც გადაუჯოკრავდა. თავიდან ქასთინგზე რომ მივიდა აი ემ ჯის ხელმძღვანელმა 15 წლის ბავშვს სუპერმოდელი უწოდა.
    ძალიან მაგარი მოდელია და ამიტომ მიაღწია ასეთ პატარა ასაკში ამხელა წარმატებას თორე გარეგნობით მილიონი ყავს ინდუსტრიას ესეთი

  • ANGEL თქვა:
    10 დეკემბერი 2014 04:49 - ID: 1,
    როგორ მომწონს ეს გოგო, მართლაც გული დამწყდა რომ ვერ ვხედავდი ამ წლების განმავლობაში და "მახსენდებოდა" ხოლმე:D:D:D რა კარგი ფოტოსესიაა შვილთან ერთად მარგამ ვოგის ქავერის ფოტო საშინელებაა, რა უქნეს სახეზე-ტუჩებზე, მონტაჟია საშინელი ://

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top