;
12 დეკემბერი 2014      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 6581-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, დიეტა/რჩევები

სუნამო - ყველაზე სასურველი საჩუქარი

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, აქტუალური ხდება საჩუქრების თემა. თუ არჩევანს სუნამოზე შეაჩერებთ, შედეგი აუცილებლად გაამართლებს. რომელი სუნამო აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს? გიჭირთ არჩევანის გაკეთება? ქალბატონებსა და მამაკაცებს ენჯელ.ჯი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი საჩუქრის - სუნამოს პოვნაში.

წარმოგიდგენთ სუნამოებს, რომლებიც არ კარგავენ აქტუალობას და
საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებში მუდმივად სასურველი ადგილი უკავიათ:

მილიონობით ქალბატონი თუ მამაკაცი ამ მომაჯადოვებელი სურნელების ერთგულია. მდიდრული, სასურველი, მომნუსხველი სურნელების მქონე სუნამო საახალწლოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, მათთვის ვინც იცის რას ნიშნავს ატარებდე "შანელის" ლეგენდას. სუნამო ყოველ წელს იძენს ახალ მისტიკურ ლეგენდას და სიღრმისეულად სასურველი ხდება.



ALLURE HOMME SPORT

მამაკაცებისათვის მნიშვნელოვანია სურნელება მათ ინდივიდუალიზმს უსვამდეს ხაზს. თამამი,
ორიგინალური, ექსტრემალური და ენერგიული მამაკაცისთვის ALLURE HOMME SPORT საუკეთესო არჩევანია.




J'adore Dior

ყვავილების ნაზი სურნელით გაჯერებული "დიორის" სუნამო თქვენს საყვარელ ადამიანს ქალურობას,
უნიკალურობას, დახვეწილობასა და გლამურს შესძენს. სუნამოს თბილი და
ნაზი სურნელი მუდამ სასურველია. შეაჩერეთ არჩევანი "დიორზე".



Dior Homme

დახვეწილ მამაკაცს, ასეთივე სურნელი უნდა ჰქონდეს. "დიორი" მამაკაცებისათვის უნიკალურ
სურნელებას გთავაზობთ. აჩუქეთ საყვარელ მამაკაცს "დიორის" სუნამო და მისი უნიკალური სურნელით თქვენც ისიამოვნებთ.



TOM FORD BLACK ORCHID

"ტომ ფორდი" გულგრილს არავის ტოვებს. უნიკალური სურნელი, როგორც ქალბატონებისთვის,
ასევე მამაკაცებისთვის. საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის, თქვენც აუცილებლად გამოგადგებათ.



Molecule 01 Escentric Molecules

სუნამო, რომელიც არ განასხვავებს მამაკაცთა და ქალბატონთა სურნელს.
"მოლეკულა" საუკეთესო საჩუქრის სიაში მოწინავე ადგილს იკავებს.



CINÉMA EAU DE PARFUM SPRAY

Yves Saint Laurent-ის გაყიდვების ყველაზე მაღალი პროცენტით გამორჩეული სუნამო,
თქვენს სასაჩუქრე ნაკრებში აუცილებლად უნდა მოხვდეს.



JAZZ

მამაკაცებისათვის Yves Saint Laurent გთავაზობთ სუნამოს, რომლის სურნელიც
მაშინვე ცვლის ადამიანის ხასიათს. "ჯაზის" პირველი ნოტები და
სურნელის სიძლიერე თქვენს საყვარელ ადამიანს მაშინვე დაიპყრობს.




212 VIP Rose

კაროლინა ჰერერას სუნამო გლამურს, ელეგანტურობასა და მხიარულ განწყობას შეგძენთ.
ქალური სურნელი ადვილად იპყრობს ნებისმიერი ადამიანის გონებას,
212 VIP Rose-ით ყველაფერი შესაძლებელია.



212 VIP Men

კაროლინა ჰერერამ სუნამო გამორჩეული მამაკაცებისათვისაც შექმნა. ახალი წლის საჩუქრის
არჩევა უკვე არც ისე რთულია! გაუკეთეთ საუკეთესო საჩუქრები საყვარელ ადამიანებსა და
საკუთარ თავებს, ენჯელ.ჯის რჩევები ყოველთვის დაგეხმარებათ.




ავტორი: ტატა ნაკანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, დიეტა/რჩევები
Tags:

3


  • tusia თქვა:
    15 დეკემბერი 2014 18:07 - ID: 3,
    ფასები რა აქვს ამ სუანმოებს?
    ვაუჩერი მაქვს ისი პარის და მინდა რო გავითვალისწინო რამდენის დამატება მომიწევს ))
    რამდენიმეს ფასს თუ მეტყვსი მადლობა, მადილოსნის სუნამოებს უფრო შეეხება

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top