;
22 დეკემბერი 2014      Ancho.     2 კომენტარი     ნანახია 3130-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

მოდის შედეგები 2014

მთავარი მოვლენები მოდის ინდუსტრიაში უკანასკნელი 12 თვის მანძილზე
ყოველი წლის ბოლოს ჯამდება შედეგები მოდის სფეროში, დღეს ჩვენ გავიხსენებთ მთავარს, რაც მოხდა 2014 წლის მოდის ინდუსტრიაში : სახეები, სახელები, დანიშვნა და გადაყენება, საუკეთესო კოლექციები და ნათელი შოუები–მოდის ჟურნალის ხასიათში.

წლის ჩვენება : შანელი გაზაფხული/ზაფხული 2015

შანელის ჩვენება სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე, ამ წლის ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა გახდა. კარლ ლაგერფილდის ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს, წინა სეზონზე მან პოდიუმი გიგანტურ სუპერმარკეტად აქცია, წელს კი გრანდ პალასის ბულვარი შანელის ბულვარად გადააკეთა. მთელი კოლექცია ეძღვნებოდა ქალის სიძლიერესა და ფემინიზმს. პოდიუმზე გამოვიდნენ გოგონები ტრანსპარანტებით სადაც გვხვდებოდა წარწერები: Ladies First; History is Her Story; Women’s Right Are Alright; Make Fashion Not War... კარა დელვაინი და ჟიზელ ბიუნდჰენი ლოზუნგებს ყვიროდნენ ხმის გამაძლიერებლით.




მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014


წლის დანაკარგი: ოსკარ დე ლა რენტა

2014 წლის 20 ოქტომბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მოდელიერი ოსკარ დე ლა რენტა. 8 წლის განმავლობაში ის ებრძოდა კიბოს. მას თან გაჰყვა მთელი ეპოქა მდიდრული სადღესასწაულო კაბების, საოცრად ქალურისა და უკომპრომისოდ ელეგანტურის. Pre-fall 2015 –ეს უკანასკნელი კოლექციაა, რომელზეც ოსკარმა მუშაობა მოასწრო, ხოლო მისი უკანასკნელი ხმამაღალი პროექტი გახდა ჯორჯ კლუნის ცოლის ამალ ალამუდინის საქორწილო კაბა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან დაასახელა ადამიანი ვინც მისი შემხვლელი გახდებოდა. ეს პიტერ კოპინგია.

მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014

წლის დანიშვნა: ჯონ გალიანო

მეფე დაბრუნდა! 4 წლის შემდეგ, ჯონ გალიანო კვლავ გამოდის მოდის ასპარეზზე. დიორის ყოფილი კრეატიული დირექტორი დაინიშნა ყველაზე მისტიური და იდუმალი სამოდელო სახლის Maison Martin Margiela–ს თანაშემწედ. მისი პასუხისმგებლობით პირველი შოუ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი, 2015 წლის იანვარში. ყველა მოუთმენლად ელის.

მოდის შედეგები 2014

წლის განთავისუფლება: ფრიდა ჯანინი

12 დეკემბერს მოდის სფერომ მოულოდნელი ინფორმაცია მიიღო. ფრიდა ჯანინიმ გუჩის მოდის სახლი დატოვა მასთან 12 წლიანი მუშაობის შემდეგ, აქედან 8 წელი ბრენდის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე. მასთან ერთად გენერალური დირექტორის პოზიცია დატოვა მისმა ქმარმაც, პატრიციო დი მარკომ. ფრიდა ჯერ კიდევ წარადგენს მილანის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთარი 2015/16 წლის კოლექციას. განთავისუფლების მიზეზებს მოდის სახლი არ ასაჯაროებს, ისევე როგორც ახალ კანდიდატურებს.



წლის საქორწილო კაბები: ანჯელინა ჯოლი,
ამალ ალამუდინი და კიმ კარდაშიანი.


მოდის სახლებსა და მოდის შოუებზე დიდ ყურადღებას ვარსვკვლავების ქორწილები იქცევენ. ეს სამი კი წლის საქორწილო ცერემონიალებია.

http://n1s2.hsmedia.ru/17/00/5d/17005d799837692c4963d15bb12a54ad/340x464_1_ebaa67cd18172accf373d03baf072b2a@570x761_0xd42ee42a_10273802631418750228.jpeg http://n1s2.hsmedia.ru/53/43/7a/53437acced6f37a7384086746fd98843/340x464_1_58a72644216cb78e2ebe6975f2db8d86@634x845_0xd42ee42a_10598594301418750220.jpeg

ჯოლი–პიტის ქორწინებას უკვე აღავინ მოელოდა. მისი კაბაც თთქოს დიდხანს ელოდა თავის დროს და დღის სინათლეზე ოდნავ ძველებურად მონათლეს. კაბა მოდის სახლმა ვერსაჩემ შექმნა.

წლის მოდის ტრიუმფად ამალ ალამუდის კაბას ასახელებენ.
"ახლად გამომცხვარი" მისის კლუნი ოსკარ დე ლა რენტას კაბაში წარდგა. კლასიკური სილუეტი, დახვეწილი კრუჟაო, უამრავი ფენა და ხელის ნაქარგი მარგალიტებით–ქალურობისა და ელეგანტურობის ეტალონი გახდა.

მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014

არ შეიძლება არ აღინიშნოს კიმ კარდაშიანის კაბა ჟივენშისგან, ამასთან ინსტაგრამზე ატვირთული ფოტო გახდა ლაიქების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე–2,74 მილიონი.

მოდის შედეგები 2014

წლის მოდელი: კენდალ ჯენერი

დები კარდაშიანები ყველა ფრონტს იპყრობენ. თუ კიმი პროვოკაციისა და ეპატაჟზეა პასუხისმგებელი, ტელეოჯახის უმცროსი და კენდელი ამჯობინებს წყნარად და მშვიდად მოიწყოს მოდელის კარიერა. შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად გაიგოს, მაგრამ ფაქტი ფაქტია: 19 წლის ქენდალმა წლევანდელ მოდის კვირეულებზე 20-მდე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. და თანაც ისეთ პრესტიჟულებში როგორებიცაა: შანელი, ჟივენში, დოლჩე&გაბანა და ტომი ჰილფიგერი. ერთ-ერთმა კოლეგამ ღია წერილი მისწერა, რომ მას ყველა იმ სირთულესთან შეჭიდება არ მოუწია, რა სირთულეებსაც სხვები გადიან. კენდალ ჯენერმა დადანაშაულება უპასუხოდ დატოვა.

http://n1s1.hsmedia.ru/d0/51/cf/d051cf8ba34ea0912a7a7d209605b6c2/340x464_1_b80c835c69c805de8379a8a91b845be7@735x1024_0xd42ee42a_3097854391418675163.jpeg http://n1s2.hsmedia.ru/7b/ed/98/7bed98eb5e545de3fd5b76d6cbe0066a/340x464_1_5fa45e3993ac2988c63a26f395585a24@683x1024_0xd42ee42a_11236524611418675162.jpeg

წლის იუბილე: Louis Vuitton-ის 160 წლისთავი

წელს, ლუი ვიუტონს 160 წელი შეუსრულდა.ეს ხმამაღალი თარიღი მოდის სახმა ფრთაგაშლილად აღნიშნა. იუბილისთვის სპეციალური კოლექცია იყო მორგებული შექმნილი გამოჩენილი დიზაინერების, მხატვრებისა და არქიტექტორების მიერ. ცნობილმა დიზაინერებმა საკუთარი თვალთახედვა წარმოადგინეს ბრენდის სტილზე. შემდეგი ნაბიჯი ბულონის ტყეში საგამოფენო სივრცის გახსნა იყო. და კიდევ სიურპრიზი მეგობრებისა და გულშემატკივრებისათვის. 25 ფოტო, რომლის გმირებიც გახდნენ ცნობილი ფანები და მეგობრები.


მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014

წლის კოლაბორაცია: Alexander Wang X H&M

შვედური მოდის გიგანტი H&M სხვა ბრენდებს მიახლოების საშუალებესაც არ აძლევს ამ ნომინაციაში გასამარჯვებლად. ბოლო 10 წელზე წიგნიც კი გამოსცეს საკუთარ კოლაბორაციებზე. კარგი პიარ-კამპანიისა და ვარსკვლავების სიყვარულისა ბრენდის მიმართ, H&M ახერხებს კოლექციის გაყიდვაში გამოსვლიდან მისი მთლიანი შესყიდვა უმოკლეს დროში მოხდეს.

მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014
მოდის შედეგები 2014

წლის ნივთი: პონჩო Burberry Prorsum

2014 წლის თებერვალში, ლონდონის ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ ფინალში მოდელების მიერ დემონსტრირებული პონჩოები ბრენდის წარწერით წლის ცნობილი must-have გახდებოდა. მოდელებმა ვერ შეძლეს პონჩოებთან დაშორება და მასშივე გამოწყობილებმა დატოვეს ჩვენების ადგილი. ამის შემდეგ ბევრი ცნობილი ადამიანის გარდერობში დაიმკვიდრა ადგილი.

http://n1s1.hsmedia.ru/7c/98/8f/7c988fa85695d9eed7b38f64c5149889/340x464_1_a3a51bb7aa857e37c4bb24bdc48365b1@681x1024_0xd42ee42a_12766486191411725607.jpeg http://n1s1.hsmedia.ru/46/c3/9c/46c39c209421c1e7c64c190d0b6b552f/340x464_1_8c9a639453ebc5e1ed0e44677e430c72@683x1024_0xd42ee42a_5678394471411725607.jpeg
კარა დელვინი

http://n1s2.hsmedia.ru/c7/be/1d/c7be1d77ec0c1cdaaa9464e4cd6e46b0/340x464_1_28b7c485633f798e91cfc74a3137df4c@684x1024_0xd42ee42a_14696023621411725607.jpeg http://n1s2.hsmedia.ru/2e/4e/6b/2e4e6bb689c83f59cb5cbfea5ba20982/340x464_1_f8b832f804a3fa9bdcd0b0c798e57b1e@745x1024_0xd42ee42a_12471054821411725607.jpeg
სარა ჯესიკა პარკერი

http://n1s2.hsmedia.ru/e8/3d/1b/e83d1b05b1a5386fcabbf46df1a1f865/340x464_1_e0d899b72c8e9583b3be8ff69523d446@500x702_0xd42ee42a_14814756571411725607.jpeg http://n1s1.hsmedia.ru/29/f6/f2/29f6f2b2208c87e0c95ef5b2e18dfaf9/340x464_1_a178b4cc79d64a5012285721e3e1bc3d@610x1024_0xd42ee42a_504957121411725607.jpeg
როზი ჰანინგტონ უაითლი

http://n1s2.hsmedia.ru/95/5a/ef/955aefadafc895fc5bd5db1ae78f5784/340x464_1_90900d0cc1691e2e3cafc6d6fa026201@400x601_0xd42ee42a_11698256551411725607.jpeg http://n1s1.hsmedia.ru/3d/e4/09/3de409f55debecf362bf3907568f9ec9/340x464_1_9e390d7a562bbb047779bca06254893b@399x593_0xd42ee42a_6707976121411725607.jpeg
ოლივია პალერმო


კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

2


  • GLao თქვა:
    23 დეკემბერი 2014 18:49 - ID: 2,
    მაგარია boys should get pregnant too

  • Led Zeppelin თქვა:
    23 დეკემბერი 2014 12:47 - ID: 1,
    აუ ეს ბარბერის "ადიელები" wink როგორ მომწონს <3
    ოსკარ დე ლა რენტა ლეგენდა იყო და ლეგენდად დარჩება და ძალიან გული დამწყდა მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, შანელის ჩვენება ძაან მაგარი იყო, ჯონ გალიანოს მიერ, მარჯიელასთვის შექმნილი კოლექციის პირველი ჩვენება იანვარში თუ თებერვალშია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ გალიანო და მარჯიელა აბსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან საკმაოდ საინტერესო შოუ გველოდება წინ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top