28 December 2014      TataNakani     Views 5 750    
Category: Fashion

10 ვარსკვლავის ახალი თაობა

Harper's BAZAAR-მა ვარსკვლავების ახალი თაობის სია გამოაქვეყნა. წარმოგიდგენთ, 10 წყვილს, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან. შეიძლება ახალი თაობის წარმომადგენლები ბევრად უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე მათი ორეულები. თუმცა, აქ მთავარი მსგავსება მათ ვიზუალშია.
ვიხილოთ, Harper's BAZAAR-ის მიერ შემოთავაზებული ძველი თაობის ახალი სარკეები.
ვის გვერდს ამშვენებენ რიანა, ემა ვოტსონი , ბიონსე და სხვები, ამის შესახებ ენჯელ.ჯი მოგიყვებათ.

#1 ალი მკგროვი & კენდალ ჯენერი

პალალელები: ფიზიკური მსგავსების მიღმა, მათი სტილიც ჰგავს ერთმანეთს. მანამ სანამ ალი ცნობილი მსახიობი და Fashion Icon გახდებოდა, ის თანამშრომლობდა Harper's BAZAAR-სთან. კენდალ ჯენერი კი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Harper's BAZAAR-ის ფურცლებზე.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#2 ოდრი ჰეპბერნი & ემა ვოტსონი

პარალელები: ორივე ქალბატონი გამოირჩევა შავი კაბის დიდი სიყვარულით. ოდრისა და ემას სტილი გაჯერებულია დახვეწილი, ტანადი სილუტებით, რომლებიც კარგად გამოკვეთავენ მათ სხეულებს. კარიერული თვალსაზრისით, გასაკვირი არ იქნება თუ ემა ვოტსონიც იმავე ადგილს დაიკავებს მსოფლიო კინოსა თუ მოდის ინდუსტრიაში, რა ადგილის დაკავებაც ოდრიმ შეძლო.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#3 ბრიჯიტ ბარდო & ანნა ევერსი

პალალელები: ვიზუალური მსგავსება ყველასთვის ცხადია. ანნა ევერსი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეულია მისი სილამაზით, გქონდეს ბრიჯიტ ბარდოს მსგავსი სილამაზე, ეს თაობებს შორის მხოლოდ ერთი ადამიანის ხვედრია.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#4 დაიანა როსი & ბიონსე

პარალელები: მათ შორის საერთო კარიერული თვალსაზრისით ის არის, რომ ორივე ქალბატონმა სოლო კარიერამდე გოგონათა ჯგუფიდან დაიწყეს მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობა.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#5 ელიზაბედ ტეილორი & კიმ კარდაშიანი

პარალელები: აქცენტები დეკოლტესა და ბრილიანტებზე ორივე ქალბატონის სტილის განუყოფელი ნაწილია. მეუღლეების სიმრავლითაც არის მათში მსგავსება.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#6 ჟაკლინ კენედი & ამალ კლუნი

პარალელები: ორი დახვეწილი ქალბატონის პირადი ისტორიებიც მსგავსია. ჟაკლინისა და ამალის მეუღლეები ყოველთვის გამორჩეულნი იყვნენ, ქალების სიყვარულით.
ქალბატონების სტილის მსგავსება მათ ელეგანტურ ხედვასა და გემოვნებას ამჟღავნებს.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#7 ჯეინ ბირკინი & ალექსა ჩანგი

პარალელები: ბრიტანელ გოგონებს სტილი და მუსიკის სიყვარული აერთიანებთ.
ბირკინი შეუჩერებელი გოგონა იყო, ალექსა ჩანგის გზაც მის კვალდაკვალ მიდის.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#8 ნაომი კემბელი & რიანა

პარალელები: ორ ულამაზეს ქალბატონს შორის რთულია ვერ დაინახო მსგავსება. გავლენა მოდისა და მუსიკალურ სფეროში, ნაომისა და რიანას მსგავსებას კიდევ უფრო ადასტურებს.
10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#9 პენელოპე კრუზი & ემილი რატაჯკოვსკი

პარალელები: პენელოპე თავისი თაობის ერთ-ერთი უძლიერესი მსახიობია. ემილი კი ახლა დგამს წარმატებულ ნაბიჯებს. გამორიცხული არ არის რომ პენელოპეს მსგავსად, ემილიც გახდეს მისი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


#10 მიკ ჯაგერი & ჰარი სტაილსი

პარალელები: ინგლისელი როკ ვარსკვლავების საერთო მახასიათებლები მათი თმა და მოდური გოგონები არიან, რომელთა რიცხვი არც თუ ისე ცოტაა.

10 ვარსკვლავი და მათი მომავალი თაობა


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top