;
11 იანვარი 2015      TataNakani     6 კომენტარი     ნანახია 5925-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ფილმები

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს


მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.

1) Funny Face, 1957




1) Funny Face-ის მთავარი გმირი წიგნების მაღაზიის გამყიდველის პოზიციიდან მოდის ინდუსტრიის ყველაზე გამორჩეული წევრი ხდება. ოდრი ჰეპბერნის დაუვიწყარი ლუქები მრავალი ქალბატონის შთაგონების წყარო გახდა. Givenchy-ს ულამაზესი სამოსი ყველა ქალბატონის გულს იპყრობს.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს



2) To Catch a Thief, 1955


გრეის კელის ქერა კულულები, წითელი ტუჩსაცხი და Dior-ის ულამაზესი სამოსი ამ ფილმის მთავარი ხიბლია. ჰიჩკოკის მუზა და მონაკოს პრინცესა გრეისი გამორჩეულია მისი დახვეწილი და ელეგანტური სტილით.




3) Gentlemen Prefer Blondes, 1953


"Diamonds are a Girl's Best Friend" ფრაზა, რომელიც ყველა მოდური ქალბატონისთვის ნაცნობია, ამ ფილმის სავიზიტო ბარათია. მერლინ მონროს მოდის მიმართ დიდი სიყვარული მისი გმირის სტილზეც აისახა. იხილეთ, მომხიბლავი და მიმზიდველი მერლინი ფილმში Gentlemen Prefer Blondes.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






4) Sabrina, 1954

Givenchy ოდრი ჰეპბერნის და მისი გმირების უცვლელი მოდის სახლი გახლდათ.
ახალგაზრდა ოდრის სტილი ფილმ Sabrina-ში გულგრილს ვერ დაგტოვებთ.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






5) All About Eve, 1950

ფილმი, რომელიც The Devil Wears Prada-ს ადრეულ ვერსიად ითვლება, 50-იანი წლების ქალების სტილს წარმოგიდგენთ. ფილმი პოპ კულტურისა და მოდის ინდუსტრიის შედევრად არის აღიარებული.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






6) Rebel Without A Cause, 1955

ფილმი წარმოგიდგენთ 1950-იანი წლების თინეიჯერთა სტილს. ჯინსები, თეთრი პერანგები და მუქი წითელი ტყავის ქურთუკები ახალგაზრდების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






7) And God Created Woman, 1956

ბრიჯიტ ბარდოს სამსახიობო კარიერა, ამის ფილმის შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდა. ბრიჯიტი სექს სიმბოლოდ იქცა. მისი სილამაზე და მომხიბვლელობა ფილმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






8) High Society, 1956

დიზაინერთა ულამაზეს სამოსთან ერთად, ფილმში გრეისს თავისი ნიშნობის ბეჭედიც ამშვენებს. მონაკოს პრონცესას გმირს უყვარს მოდა. ქალური სილუეტები და ლამაზი აქსესუარები მისი სტილის განუყოფელი ნაწილია.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






9) Designing Woman, 1957

სათაურიდანვე იკვეთება ამ ფილმის მთავარი არსი. დიზაინერსა და მწერალს ერთმანეთი უყვარდებათ. ფილმის მთავარი გმირი მოდაა, მის ირგვლივ კი საინტერესო ამბები ხდება.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს






10) Rear Window, 1954

ჰიჩკოკის უძლიერესი ფილმი გრესის ულამაზესი სამოსითაც გამორჩეულია.
ფილმის გმირის "საყვარელი კაბა, მხოლოდ პარიზის თვითმფრინავიდან უნდა ეშვებოდეს."
მას არასდროს აცვია ერთი და იგივე სამოსი. გრეისის ულამაზესი სამოსი ფილმში Rear Window, ნამდვილად მოგხიბლავთ.

ფილმები, რომლებიც  მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს





ავტორი: ტატა ნაკანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ფილმები
Tags:

6


  • nan თქვა:
    10 მარტი 2015 14:14 - ID: 6,
    საუზმე ტიფანისთან დაამშვენებდა ამ ათეულს winked

  • demetria თქვა:
    11 იანვარი 2015 18:27 - ID: 5,
    მხიარული სახე და საბრინა მაქვს ნანახიი ოდრი შეუდარებელიაა კლასიკა ნამდვილიი <33
    დანარჩენებს სიამოვნებით ვნახავ love

  • tamta1239 თქვა:
    11 იანვარი 2015 17:14 - ID: 4,
    ეს ფილმები!!! შედევრია თითოეული მათგანი.
    იქნებ უფრო ახალ ფილმებზეც დაგედოთ სტატია რა.

  • Blanche May თქვა:
    11 იანვარი 2015 13:35 - ID: 3,
    ყველა მინახავს love

  • eekuna თქვა:
    11 იანვარი 2015 12:14 - ID: 2,
    <3 :))))

  • elga თქვა:
    11 იანვარი 2015 01:40 - ID: 1,
    საუზმე ტიფანისთან არაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top