20 January 2015      TataNakani     Views 2 156    
Category: Fashion



31 წლის მირანდა კერი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეული მოდელია. Victoria's Secret- ანგელოზობის სტატუსი მისი კარიერის გამორჩეულად ეტაპად ითვლება. პარალელურად, მირანდა არაერთი მოდის სახლი სახე გახდა:
Louis Vuitton; Swarovski; Balenciaga; Prada.
2009 წელს მირანდამ თავისი კომპანია Kora Organics შექმნა, რომლის წლიური შემოსავალი 7 მილიონია.

წარმოგიდგენთ, მირანდას Harper's Bazaar-ის ინტერვიუს ამონარიდებსა და ფოტოსესიას:
ფოტოგრაფი- Terry Richardson



"13 წლიდან ვარ მოდის ინდუსტრიაში, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს."

"ახლა, ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილია. რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება, ვამაყობ მისით."



"მე არ ვეძებ სასიყვარულო ურთიერთობებს. მამაკაცს უნდა რომ პატივი სცენ, ქალს კი ხელის გულზე ტარება. თუ ქალი ასე იგრძნობს თავს, ის პატივს სცემს მამაკაცს და მასაც ატარებს ხელის გულზე. ამაში გაურკვეველი არაფერია."



მირანდამ ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვემზადოთ პაემნისათვის 15 წუთში.

"იცით, ყველაზე მეტად რა ამართლებს? ფოკუსირება გააკეთეთ იმ გრძნობებსა და მომენტებზე,რომლებიც კარგ განწყობაზე გაყენებენ. ამით მიიღებთ პოზიტიურ ენერგიას და სხვასაც გაუზიარებთ იმავეს."



"მიმაჩნია რომ მამაკაცმა უნდა სდიოს ქალს და არა პირიქით."

"სამოსში თავი კარგად უნდა ვიგრძნოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს თეთრეულს, მას ვერავინ ხედავს, თუმცა ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს."


"ორლანდო ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახის წევრი. კარგად ვეწყობით, ერთად ვსეირნობთ, ყველაფერს ვაკეთებ ჩვენი ვაჟისათვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ფლინი ჩვენი პრიორიტეტია."- მირანდა კერი.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top