29 January 2015      TataNakani     Views 3 594    
Category: Fashion / Stars



26 იანვარს მაიამიში "მის სამყაროს" ფინალური შოუ გაიმართა.
2014 წლის "მის სამყაროს" ტიტული კოლუმბიელმა პაულინა ვეგამ მოიპოვა.

ფინალისტთა ხუთეულში კი ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, უკრაინისა და იამაიკის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. კონკურსში 87 გოგონა მონაწილეობდა.






პაულინა ვეგა 1993 წლის 15 იანვარს ბარანქუილაში (კოლუმბია) დაიბადა.
ის ლეგენდარული ტენორის Gatsón Vega-ს შვილიშვილია.
მისი ბებია 1953 წლის "Miss Atlántico" გახლდათ.

პაულინა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს.
მოდელობა 8 წლის ასაკიდან დაიწყო. ჰყავს 4 და და 3 ძმა.
დაამთავრა გერმანული სკოლა, საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
"მის სამყაროს" ყველა პრეზენტაციაში მან უმაღლესი ქულა დაიმსახურა.
თავისუფალ დროს უყვარს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ყოფნა და ძაღლის პარკში გასეირნება.


























"მის სამყაროზე" საქართველო "მის საქართველო 2013-მა " ანა ზუბაშვილმა წარადგინა.










ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top