30 January 2015      TataNakani     Views 2 528    
Category: Fashion

It Girl- Olivia Palermo

ოლივია პალერმოს სახელი და გვარი მოდის მოყვარულთათვის უცნობი არ არის. მოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ბლოგერი ოლივია, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. მას ხშირად შეხვდებით საუკეთესოდ შემოსილ ვარსკვლავთა სიებში. მისი სტილი გამორჩეულია და ამის შესახებ არაერთი მოდური გამოცემა წერს. მას ხშირად შეხვდებით ცნობილი და გავლენიანი ჟურნალების ფურცლებსა და გარეკანებზე. ეს ოლივიასთვის მხოლოდ დასაწყისია.
"მიყვარს 1950-იანი და 1960-იანი წლების გლამური. ეს პერიოდი არის იდეალი მოდისა და ჩემი ძირითადი შთაგონების წყარო. მნიშვნელოვანია გვქონდეს ჰოლივუდური გლამური, მხოლოდ პოპ კულტურა საკმარისი არ არის."
It Girl- Olivia Palermo

ოლივია პალერმო 1986 წლის 28 თებერვალს სამხრეთ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა დუგლას პალერმო დეველოპერია, ხოლო დედა ლინ ჰათჩინგსი ინტერიერის დიზაინერი. ოლივია გრინვიჩში გაიზარდა. დაამთავრა St. Luke-ის სკოლა. პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკში მედია კომუნიკაციები შეისწავლა.
საზოგადოებისათვის ოლივია MTV-ის რეალით შოუ The City-ში გამოჩნდა. ცნობილია, რომ თითოეული ეპიზოდის გადაღებაში ის $12,000-ს იღებდა. მუშაობდა PR დეპარტამენტში Diane von Furstenberg-ისთვის.
2009 წლიდან ოლივია Wilhelmina Models-ის წევრი ხდება და არაერთი მოდური ჟურნალის გარეკანსა და კამპანიაში ჩნდება.
დიზაინერის აპლუა ოლივიამ სამკაულების ხაზისთვის მოირგო და Roberta Freymann-თან ერთად იმუშავა. შემდეგი მისი კოლაბორაცია Stuart Weitzman-თან ერთად განახორციელა, რომელშიც ქველმოქმედებისათვის რამდენიმე ფეხსაცმლის მოდელი შექმნა.
It Girl- Olivia Palermo

2011 წლიდან ოლივიას თავისი ოფიციალური ვებ გვერდი აქვს, სადაც მკითხველს თავის მოდურ რჩევებისა და მოგზაურობების შესახებ ამცნობს- Www.oliviapalermo.com
It Girl- Olivia Palermo

2012 წელს New York Post-მა ოლივია საუკეთესოდ ჩაცმულ ნიუ-იორკელად აღიარა.
It Girl- Olivia Palermo

"ვიცი, რა სად უნდა ჩავიცვა. ლონდონში აუცილებელია გქონდეს ტყავის ქურთუკი, პარიზში ლურჯი ზოლიანი პერანგი და ელეგანტური შიფონის კაბა. ნიუ-იორკში კი მოწესრიგებული უნდა იყო, მუშაობის ჩქარ ტემპს შენი ლუქიც უნდა შეუსაბამო."
It Girl- Olivia Palermo

2014 წელს ოლივიამ სახლის ინტერიერისათვის Shutterfly-სთან ითანამშრომლა.
It Girl- Olivia Palermo

"ისევ მინდა ვცადო კოლაბორაციები და ფოკუსი დიზაინზე გავაკეთო. მსახიობობასაც გავაგრძელებ, თუმცა არ ვიცი რამდენად წარმატებული ვიქნები. დიზაინი და კარგი კომპანიის პოვნა თანამშრომლობისათვის ჩემი მთავარი გეგმაა. ყოველთვის ბევრ რამეს ვსწალობ, რაც მეხმარება წინ წავიდე და უფრო მეტი რამ გავაკეთო."
It Girl- Olivia Palermo

ოლივია პალერმო არამარტო მოდის ინდუსტრიის მთავარი წევრია, ის დიდ დროსა და ენერგიას უთმობს ქველმოქმედებას. იგი Friends Committee of New Yorkers For Children-ისა და committee of Operation Smile-ის წევრია.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ოლივიას რჩეული გერმანელი ფოტოგრაფი და მოდელია იოჰანს ჰიუბლია, რომელსაც 2008 წლიდან ხვდებოდა. 2014 წელს ისინი დაქორწინდნენ. მოდის ჟურნალისტებს კი არ გამორჩენიათ ოლივიას საქორწილო განსხვავებული და ინდივიდუალური სტილი.
It Girl- Olivia Palermo

It Girl- Olivia Palermo

ნიუ-იორკული დღე ოლივიასთან ერთად.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top