27 February 2015      Ancho.     Views 8 560    
Category: Fashion / Fun, Interesting

http://data1.whicdn.com/images/165102083/large.gif


რას აღნიშნავს მოდური ტერმინები
ლექსიკონი მოდის სფეროში

ყველა პროფესიონალურ სფეროს თავისი ტერმინები აქვს. ადამიანები, რომლებსაც კი ამ სფეროსთან შეხება არ აქვთ, მათი გარკვევა უჭირთ. ბაიერი, კუტურიე და ფეშიონისტა--ვინები არიან ისინი?

ბევრი ტერმინი მოდის სფეროში ფრანგულ ენაზეა დამკვიდრებული, რადგანაც მოდის მთავარ ცენტრად პარიზი ითვლება. ჩვენ ავარჩიეთ რამდენიმე ტერმინი, რომლებიც მოდურ ლექსიკონს ქმნის.

http://n1s1.hsmedia.ru/38/52/40/385240fa526897c4f74b97c96fd54ce0/690x521_0xd42ee42a_7785918291424878585.jpeg
http://n1s2.hsmedia.ru/3c/b0/75/3cb075472e1439d794e8e5ab272aea0b/690x453_1_cda9163e0d571fd34bdceda17cef2516@1600x1051_0xd42ee42a_16221876751424878585.jpeg


Pret-a-porter -- 'პრეტ-ა-პორტე' ეს ტერმინი იხსნება როგორც "გამზადებული ტანისამოსი" შექმნილი ბრენდების მიერ მასიური წარმოებისთვის.

Haute Couture -- 'ჰოტ კუტიური' (ატკუტიური) ტერმინი აღნიშნავს მაღალ მოდას. ყველაზე პრივილეგირებული სეგმენტი ტანისამოსის ბაზარზე. თითოეული კაბა შექმნილია ერთადერთ ეგზემპლარად.

Atelier -- 'ატელიე' სტუდია, სადაც დიზაინერები ქმნიან თავიანთ კოლექციებს.

http://data1.whicdn.com/images/165103312/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/145355005/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/165287998/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/163794434/large.jpg


Couturier -- 'კუტურიე' დიზაინერი, რომელიც კოლექციას ქმნის მაღალი მოდისთვის. ამ საამაყო სახელით ყველა დიზაინერს არ მოიხსენიებენ. მხოლოდ მათ ვინც მუშაობს მაღალი მოდისთვის.

Fashionista -- 'ფეშიონისტა' ადამიანი რომელიც შეპყრობილია მოდითა და ტრენდებით. მან ყველაფერი იცის მიმდინარე კოლექციებზე და დაუფიქრებლად გეტყვით რომელ წელს შესთავაზა ივ სენ ლორანმა გოგონებს ჩაეცვათ სმოკინგები.

http://data3.whicdn.com/images/165090471/large.jpg


Bandeau -- 'ბანდო' ქალის თეთრეულის ტიპი. (ტოპი ბრეტელების გარეშე)

Ombré -- 'ომბრე' ფერების ჰარმონიული ცვლა. მსუბუქი გადასვლა მუქი ელფერიდან უფრო ღიაზე, ან პირიქით.

http://data3.whicdn.com/images/164748267/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/164784616/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/164784777/large.jpg


Beau monde -- 'ბომონდი' ადამიანები, რომლებიც მუდამ ესწრებიან მოდის ჩვენებებს.

Culottes -- 'კულტები' მუხლებამდე ფართო ქალის შარვლები, რომლებიც კაბას ჰგავს. ბოლო სეზონების განმავლბაში დიდ პოპულარობას აღწევს.

http://data1.whicdn.com/images/163394338/large.jpg


Satchel -- 'სეტჩელი' ტყავის ჩანთა ქამრის სტილის გადასაკიდით, დაახლოებით იმ ტიპის დედები და ბებიები რომ ატარებდნენ სკოლაში.

Show-room -- 'შოურუმი' რომელიმე ბრენდის სტუდია, სადაც წარმოდგენილია ახალი კოლექციის ნიმუშები, რომლებითაც მოდის რედაქტორებს შეუძლიათ სარგებლობა და გადაღებებისთვის გამოყენება. ბოლო დროს შოურუმებს პატარა მაღაზიებსაც უწოდებენ, სადაც აქსესუარების ორიგინალის ზუსტი ეგზემპლარებია წარმოდგენილი.

http://data3.whicdn.com/images/165313146/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/165077597/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/164905545/large.jpg


Buyer -- 'ბაიერი' ადამიანი, რომელიც დაკავებულია ახალი კოლექციების ყიდვით ბრენდებისათვის. ის ასევე არკვევს მყიდველები რა ფერებსა და მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას და კონტროლს უწევს ბაზრის რეალიზაციას.

Lookbook -- 'ლუქბუქი' ახალი კოლექციის პორტფოლიო, ფოტოსესია ერთ სტილში სეზონის მთავარი მოდელების წარმოსაჩენად.

Must-have -- 'მასთჰევი' ნივთი ახალი კოლექციიდან, რომელიც ნამდვილი ჰიტი გახდა. მათზე ოცნებობენ, ნადირობენ, იცავენ და წლობით ინახავენ.

http://data2.whicdn.com/images/163744776/large.jpg


Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top