;
7 მარტი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 4277-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ფილმები



ბროლის ქოშები
"კონკიას" ფეხსაცმელების კოლექცია ცნობილი დიზაინერებისგან

Disney-მ გადაწყვიტა ყველაზე ცნობილი ზღაპრის საკუთარი ვერსია წარმოედგინა და ახალი ეკრანიზაციის გამოსვლის წინ ცნობილმა დიზაინერებმა კონკიას ბროლის ფეხსაცმლის თავისებური ვარიანტები შექმნეს. ჯიმი ჩუ, კრისტიან ლუბუატინი, მანოლო ბლანჰიკი, სტიუარტ ვეიტზმენი, სალვატორ ფერაგამო, შარლოტ ოლიმპია, ჯერომ რუსო, ნიკოლას კირკვუდი, პოლ ენდრიუ, რენე კაოვილა, ალექსანდ ბირმენი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტს შედგება!



ბროლის ფეხსაცმელი ახალი ზღაპრისათვის "კონკია" (Cinderella) მხატვარ სენდი პოუვოლის (Sandy Powell) ესკიზების მიხედვით გაკეთდა სვაროვსკის მიერ. ისინი იმდენად ზღაპრულად და ჯადოქრულად გამოიყურება, რომ რჩება შთაბეჭდილება მისი მეშვეობით აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული მოხდება.

ფილმის გამოსვლამდე ფეხსაცმლის საუკეთესო მწარმოებელმა ბრენდებმა შთაგონება მიიღეს "ბროლის ქოშის" თემაზე და საკუთარი ვარიანტებიც წარადგინეს. ფეხსაცმელები ყველა გოგონასთვის გახდა ჯადოსნური და სასწაულებრივი ამბების წინაპირობა.




მანოლო ბლანჰიკი


შარლოტ ოლიმპია

ალექსანდერ ბირმენი

სალვატორ ფერაგამო

კრისტიან ლუბუატინო

ჯერომ რუსო

ჯიმი ჩუ

ნიკოლას კირკვუდი

პოლ ენდრიუ

სტიუარტ ვეიტზმანი



"ნებისმიერი გოგონა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ოცნებობს თავი კონკიად იგრძნოს. ეს ზღაპარი აღვივებს სიყვარულს ფეხსაცმელებისადმი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოზრდილ ასაკშიც კი ვგრძნობთ იმ ჯადოსნურ გარდასახვას, რომელმაც შეგვძრა ბავშვობაში. მე ვისურვებდი შემექმნა მართლაც ჯადოსნური ფეხსაცმლის წყვილი, მომხიბვლელი ქალის კლასიკურ სილუეტთან, რომელიც შეძლებს გააღვიძონ ის ღრმა ბავშვობის ემოციები"
სანდრა ჩუ, ჯიმი ჩუს(Jimmy Choo) კრეატიული დირექტორი.









დაგეგმილია გამოფენები, სადაც საზოგადოება გამოცდის მართლაც შესაძლებელია თუ არა ბროლის ქოშებით ცეკვა. მანამდე კი დაველოდოთ ფილმის გამოსვლას და შევეგებოთ იმ ტენდეციებს, რომელთა განვითარებასაც დისნეის ჩანაფიქრმა შეუწყო ხელი.


კატეგორია: მოდური სიახლეები, ფილმები
Tags:

6


  • TikuSi თქვა:
    16 მარტი 2015 23:28 - ID: 6,
    ჯიმიი ჩუს ფეხსაცმელიი მომეწოონაა ყველაზწ მეტაადდ

  • smileyz_xato თქვა:
    9 მარტი 2015 17:16 - ID: 5,
    ჯიმი ჩუ და პოლ ენდრიუ ყველაზე მეტად მომეწონა ზოგი საერთოდ რა შუაშია ბროლის ფეხსაცმელთან არანაირად რო არ ჰგავს

  • demetria თქვა:
    8 მარტი 2015 14:53 - ID: 4,
    ძაან ლამაზები იყოო, ორი განსაკუთრებით love

  • laurenbacall თქვა:
    7 მარტი 2015 23:22 - ID: 3,
    სალვატორ ფერაგამო,ჯერომ რუსო და პოლ ენდრიუ მომეწონა.ლაბუტენმა გული დამწყვიტა,საერთოდ არ მომეწონა.

  • Nina√ თქვა:
    7 მარტი 2015 17:16 - ID: 2,
    ლაბუტენის რა მაგარია wassat

  • GLao თქვა:
    7 მარტი 2015 14:16 - ID: 1,
    საინტერესო იყო მარა მემგონი კონვერსები უკეთესია თუმცა ერთხელ სიამოვნებით ჩავიცვამდი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top