14 March 2015      Ancho.     Views 6 083    
Category: Fashion / Take Care / Stars

https://41.media.tumblr.com/857d6d738f6266ccd818e583a5d02ffe/tumblr_nkgmioVudC1u6rfiso1_540.jpg

სილამაზის 100 რჩევა
ცნობილი ადამიანებისგან
ნაწილი II


მსახიობები, მომღერლები, მოდელები და აგრეთვე მათი ვიზაჟისტები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები სილამაზის საიდუმლოებებს გვიზიარებენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდურმა ჟურნალებმა შეკრიბეს ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და ეფექტური beauty-რეკომენდაციები ცნობილი ადამიანებისა და მათი დამხმარეებისგან - მაკიაჟის, სტილისა და დიეტის გურუებისაგან.

სილამაზის 100 რჩევა
იხილეთ ნაწილი I


იხილეთ ნაწილი II

https://36.media.tumblr.com/tumblr_m5pys1Zaxs1qdc95ho1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/tumblr_m7t7yeUHdD1qdc95ho1_500.jpg


67. "მე არ მაქვს არანაირი სილამაზის წესი, გარდა იმისა, რომ ყოველთვის ვიყო მოდუნებული. და დროდადრო დავკავდე უსაქმურობით, დავაფასო კომფორტი და სიამოვნება."
ტილდა სუინტონი




68. "იქამდე, სანამ აუზში ჩავალ, წყლის ქუდის ქვეშ ვისმევ არგანის ზეთს. ზღვაში ბანაობის შემდეგ კი ეგრევე ვიბან თავს ცივი, მტკნარი წყლით."
მარია კარლა ბოსკონო, მოდელი


69. "თვითმფრინავში აუცილებლად მიმაქვს დამატენიანებელი კრემი და რაიმე ბალზამი, რომელსაც ვისმევ ტუჩებზე და ცხვირზე. ეს თვისება მოდელის კარიერიდან მოყოლებული მაქვს. ჩვენ 19 წლის გოგონებს მუდმივად გვეუბნებოდნენ: "შეიზილეთ ისე, რომ სახე ბრწყინავდეს."
შერონ სტოუნი

https://41.media.tumblr.com/tumblr_mannmemlKN1qzay6lo1_500.jpg

70. "ახალგაზრდა კანისთვის მე რეკომენდაციას ვუწევ პუდრის წასმას ყვრიმალებზე-ეს აცოცხლებს სახის კანის ფერს. უფრო მწიფე კანისთვის გამოიყენეთ ყვრიმალების ქვეშ. შემდეგ ფუნჯით გაყევით სახის საზღვრებს და ცხვირის თავს, გაანათეთ ეს ზონები და სახე საგრძნობლად დასვენებულის იერს შეიძენს."
ნიკოლია დეჯენი, ვიზაჟისტი


https://40.media.tumblr.com/50eb160720b8209cdcdfb23cca35eaaf/tumblr_nkj38npChp1tfn746o1_540.jpg


71. "რაც შეიძლება ნაკლებად მოიხმარეთ ფენი. დაე თმები თავისით გაშრეს. და კიდევ, შეიჭერით ბოლოები მინიმუმ თვეში ერთხელ. ასე თმები მუდმივად მოვლილად გამოიყურება."
ჯენიფერ ენისტონი


http://data2.whicdn.com/images/167825683/large.jpg


72. "Gucci -ს სარეკლამო კამპანიის გადაღებებზე მაკიაჟის გურუმ პეტ მაკგარტმა მირჩია არ "გავიპუდრო" ძალიან მაგრად. ამის გამო კანმა შეიძლება შეიძინოს ბუნდოვანის ეფექტი. ძალიან სასარგებლო რჩევაა."
შარლოტა კაზირაგი, მონაკოს პრინცესა


73. "ჩემი სილამაზის წესია-კანის გასუფთავება და დატენიანება, კარგი ძილი და ვეგანური დიეტა. ყველაფერი ძალიან მარტივია. მე მომწონს გამოვიყურებოდე ბუნებრივად, მაგრამ უნდა ვიყო ამაში უკეთესი, ვიდრე "უბრალოდ ნატალი პორტმანი მაკიაჟის გარეშე", ალბათ გესმით."
ნატალი პორტმანი


http://data2.whicdn.com/images/158689945/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/167315304/large.jpg


74. "მე მომწონს არომატის გაბნევა თმებზე. იმიტომ რომ ის იქ კარგად ნარჩუნდება. ფოტოსესიებისა და პაემნების წინ კი სუნამოს მთელ სხეულზე ვინაწილებ. ეს მეხმარება თავი სექსუალურად ვიგრძნო"
რიტა ორა


75. "მთავარი წესი მოგზაურობებისა და ფრენების დროს არის სვა რაც შეიძლება მეტი სითხე. მე ვსვამ, ალბათ ტონა წყალს, როდესაც სადმე მივდივარ ან მივფრინავ. ეს ეხმარება ორგანიზმს გასუფტავდეს და ტონუსში იყოს. თვითმფრინავში ვცდილობ არ ვჭამო. მაგრამ აუცილებლად ვისმევ მზისგან დამცავ საშუალებებს და ცოტაოდენ პუდრს, რომ გამოვიყურებოდე ბუნებრივად."
რუნი მარა


http://data3.whicdn.com/images/155307413/large.gif


76. "მნიშვნელოვანია თვალების გამოკვეთა და კანზე ზრუნვა. არ არის საჭირო მისი გადატვირთვა, დაე, გამოიყურებოდეს ნატურალურად. მზერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მე ყოველტვის ვკვეთავ თვალებს ფანქრით და ვიღებავ წამწამებს. გამოდის ელეგანტურად და მოკრძალებულად."
ლეტიცია კასტა


77. "შამპუნი და კონდიციონერი აარჩიეთ თმის ტიპის მიხედვით. თუ ისინი მშრალია, იყიდეთ საშუალება პანტოლონით და გლიცერინით. თუ ცხიმიანი გაქვთ, გაექეცით პროდუქტებს ზეთით. თუ თმას იღებავთ, გამოიყენეთ აღმდგენი ნიღბები. მნიშვნელოვანია ბალანსი. თუ თქვენ ძლიერად ტვირთავთ თქვენს თმას(იღებავთ, ცხელი ფენით იშრობთ, ხშირად იმყოფებით მზის ქვეშ ქუდის გარეშე) ინტენსიური მოვლის საშუალებები გჭირდებათ."
რალფ ტრაუბი, თმის სპეციალისტი


https://41.media.tumblr.com/987a22be58dfcde52a82f0a5043db64c/tumblr_nl6oh9VeqJ1qiiufio1_500.jpg


78. "ინტენსიური ვარჯიშის წყალობით, მე შემიძლია ვჭამო რაც მსურს. და ასევე არ ვინერვიულო როგორ მაზის ესა თუ ის სამოსი. მე თავს ვგრძნობ მეტად ქმედითუნარიანად. როდესაც ოფლიანდები შენი ორგანიზმიდან ტოქსინები გაიწოვება. ამიტომაც სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში. თუნდაც 15 წუთი იოგა და შენ გრძნობ როგორ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ფიქრები ხდება ჯანსაღი. ასევე, სილამაზისათვის აუცილებელია კარგი ძილი და უარი ალკოჰოლს(თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის). მაგრამ თუ გამოვიდა, რომ არ დავლიო და კარგად მეძინოს, ჩემი კანი ბრწყინვალე ხდება."
გვინეტ პელტროუ




79. "იმისათვის, რომ თვალების გარშემო ჩამუქებებს თავი ავარიდო, ვიყენებ ჩაის ცხელ და ცივ პაკეტებს. ვიწყობ მათ თვალებზე 5 წუთი. წესი ძველია, მაგრამ არაჩვეულებრივად მუშაობს, როდესაც ხელტ არ გაქვს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები და ნიღბები."
დარია ვერბოვა




80. არომატებს უყვართ სითბო, ამიტომ დაისხით ისინი არა ტანისამოსის ზედაპირზე, არამედ მათ შიგნით. სუნამოები არაჩვეულებრივად "უგებენ" ნატურალურ ქსოვილებს, ხელოვნურებს ცუდად ეწყობიან. ყველამ არ იცის, რომ ზოგიერთი საკვები ცვლის არომატს. მაგალითად ნიორი, რომელიც კანიდან გამოდის 2-3 დღის განმავლობაში, ცვლის სუნს. ამიტომაც თუ გინდათ მოხიბლოტ მამაკაცი, მენიუდან ამოხაზეთ ნიორი."
ფრანსუა დემაში, პარფიუმერი


81. "ჩემს ინსტაგრამზე @doutzen, ხშირად ვაზიარებ რეცეპტებს, რომელსაც შვილისთვის ვამზადებ. ძირითადად ეს არის შვრია კენკრითა და ბანანით. ისინი ეხმარებიან დარჩეს ენერგიული და აიშოროს ბევრი ავადმყოფობა. დაე, თქვან რომ ეს მარკეტინგია, მაგრამ ამ პროდუქტების ეფექტი დამტკიცებულია მეცნიერულად, რასაც ვერ შეედავები".
დოუცენ კრუზი


https://40.media.tumblr.com/82f87cafcd9bfb5a68c44ac7b0f26448/tumblr_mn4346QHCr1s4mqbno1_500.jpg


82. "იოგის ოცწლიანი პრაქტიკა მაქვს. ადრე დავრბოდი კიდეც, მაგრამ ეს არც ისე მოსწონდათ ჩემი მუხლების სახსრებს. მომიწია ის ჩამენაცვლებინა. ეს გულის განტვირთვაა, რომელიც 45 წუთზეა გათვლილი. იჭრები მუსიკაში, დაჯდები ველოსიპედზე, ცეკვავ-ოფლიანდები. სულიერი და ემოციური განტვირთვისთვის ესეთი რამეები საკმაოდ მნიშვნელოვანია."
შარლიზ ტერონი




83. "მე არ გავდივარ სახლიდანწამწამების ყავისფერი ტუშით შეღებვის გარეშე. კიდევ ერთი საიდუმლო-ნათელი, ხორცისფერი ფერები, რომელთაც წარბების ქვეშ ვიდებ, რათა მზერა უფრო გახსნილად გამოვხატო."
როზი უანინგტონ-უითლი




84. "ხანდახან ხდება, რომ დღის ბოლოს ისე ვიღლები, იმის ძალა არ მყოფნის, რომ მაკიაჟი მოვიშორო. ამიტომაც, სალფეთქები დემაკიაჟისთვის ყოველთვის თან მაქვს. ისინი არამარტო ასუფტავებენ და აჯანსაღებენ კანს, არამედ ასე მგონია დაღლილობასაც მაშორებენ."
ევან რეიჩელ ვუდი


https://40.media.tumblr.com/d2c83f455967f38d57ee3965ff55180d/tumblr_niu4nut82a1rz4jg2o1_540.jpg
https://40.media.tumblr.com/6ad61d8fc4d4ba10a5fa912da0b767b0/tumblr_nk09msiaTp1qicobao1_540.jpg


85. "ეს ფაქტია: რაც უფრო ხარისხიანია ფუნჯები, მით უკეთესია მაკიაჟი. მითუმეტეს თუ საქმე ეხება ტონალურ საშუალებებს. არ დაგენანოთ თანხა კარგი makeup-ინსტრუმენტებისთვის."
ფრანსუა ნარსი, ვიზაჟისტი


86. "ტუშის ნაკვალევს ადვილად შლის ბამბის ჩხირები. მაგრამ საჭიროა დაცდა რამდენიმე წუთი, სანამ ისინი არ გაშრება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უფრო გაიშავებთ ზონას."
ანდრეი შილკოვი, ვიზაჟისტი


https://41.media.tumblr.com/4cbc1f9e6f18741502c3b191d474107d/tumblr_ncum14innp1rw1nfbo1_r1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/66501ef93a5a990b27b7ec719a97b2eb/tumblr_ng3z7zRKUn1qhup4ao1_500.jpg


87. "თუ ბლესკს წაისმევთ მკრთალი(ბზინვის გარეშე) ტუჩსაცხის ქვეშ, ტუჩის კანი ატლასის გახდება."
ჯეინ რიჩარდსონი, ვიზაჟისტი


88. "თავს უნდა მოუარო როგორც გარედან, ისე შიგნიდან. მე კარგად ვიკვებები, ვზრუნავ იმაზე, რომ დღეში 8 საატზე ნაკლები არ მეძინოს, ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე ყველაზე გიჟურ დღეებშიც. ჩემთან ყოველთვისაა მინერალური წყლის ბოთლი. ეს მე მეხმარება ვიყო მწყობრში დატვირთულ საათებში, სამსახურში, ფოტოსესიებზე."
ბარბარა პალვინი


https://36.media.tumblr.com/b2f8879d481b8c718e66669bf947d3b7/tumblr_nkvpp3zKaW1qicobao1_540.jpg


89. "მაკიაჟის გაკეთება დაიწყეთ ტუჩის ბალზამის წასმით. როდესაც ტუჩსაცხის ჯერი მოვა(როგორც წესია, სულ ბოლოს) ისინი გახდება რბილი და უფრო ადვილი იქნება წასმა."
ჟანინ ლაბელი, ვიზაჟისტი.


90. "ჩემს ქმარს ძალიან მოსწონს ალისფერი ტუჩებზე. მე ერთგული ვარ ამ ელფერის, რათა ჩემი საყვარელი იყო ჩემი ერთგული."
გვენ სტეფანი




91. "მაკიაჟის მონიშვნის შემდეგ, ლოყის ამობურცულებზე წაისვით ცივი ვარდისფერი პუდრა-ისინი ლამაზად ქმნიან რუჯის ეფექტს."
გუჩი უეტსმანი, ვიზაჟისტი


92. "თუ საჭიროა რამდენიმე კილოგრამის დაკლება, მე ვიწყებ მხოლოდ ცილის და უჯრედული პროდუქტების ჭამას. დღეში ვიგდებ 700 გრამს."
ქეთი თოფურია


https://33.media.tumblr.com/1558af013c99b4d8848bc70b98ba6fbe/tumblr_nkp1sjbp7y1qc3ni5o1_540.gif


93. "იმისათვის რომ დაფაროთ კანის ნაკლოვანებები, თხელი ფუნჯი ამოავლეთ კონსილერში და ძალიან მსუბუქად დაადეთ ფუნჯის წვერი მუწუკის ცენტრს. თითის ბალიშით მოზილეთ ადგილი, რომ განაწილდეს და ზევიდან ფხვიერი პუდრა წაისვით."
ლორა მერსიე, ვიზაჟისტი


94. "მე რძისფერი-მოთეთრო კანი მაქვს. ამიტომაც მე აუცილებლად ვიდებ პუდრას და ვკვეთავ თვალებს. სახეზე არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი მაკიაჟი-ეს აბერებს. მთავარია დამალოთ მუქი სიმრგვალეები თვალებს გარშემო."
რიზ უიერსპუნი




95. "ბევრი გოგონა არასწორად იღებავს წამწამებს. "ღია" მზერისთვის ფუნჯი უნდა მოძრაობდეს ზიგზაგურად მაღლა, ფესვებიდან მის ბოლოებამდე. და კიდევ მარტივი ხრიკიტ შეიძლება მივიღოთ ნუშისებრი ეფექტი-ამისათვის ფუნჯი ამოძრავეთ მკაცრად მაღლა და გვერდზე თვალის კუთხეებში."
ჯორჯიო ფორგანი, ვიზაჟისტი


96. "წითელი კარგად გამოიყურება მხოლოდ მოვლილ ტუჩებზე. თუ მე მნიშვნელოვანი ღონისძიება მელის, წინა ღამით აუცილებლად ვიკეთებ ტუჩის პილინგს და ვიდებ დამარბილებელ ბალზამს."
მეგან ფოქსი




97. "არსებობს საიდუმლობები, რომლებიც გამოკვეთავს ღირსებას და დამალავს ნაკლოვანებებს. ნათელ ტუჩსაცხ ყურადღება გადააქვს თვალებისკენ. თუ სივრცეს გავანათებთ წარბების ქვეშ, შესაძლებელია ვიზუალურად დავფაროთ სახის შეშუპება."
ელენა კრიგინა, ვიზაჟისტი


98. "გინდათ გამოიყურებოდათ თქვენს ასაკზე ახალგაზრდულად? გაიზარდეთ თმა და იკეთეთ დაწნული ვარცხნილობები."
კრის მაკმილანი, პარიკმახერი


http://36.media.tumblr.com/b5d6362a6417588dc5d1937d66cc0df1/tumblr_mkjqpbsJRR1reodaxo1_500.jpg
https://38.media.tumblr.com/tumblr_mch040lJUh1rvimnvo1_500.gif
https://40.media.tumblr.com/tumblr_loo6yw08ne1qm3bn4o1_500.jpg


99. "იმისათვის რომ გამოიყურებოდეთ ჯანსაღად, აურიეთ პუდრა-კრემის რამდენიმე ელფერი. მაგალითად, წითელი ვარდისფერთან, და დაამატეთ წვეთი პრაიმერის. დაიდეთ ის კისრის ძვალზე და გულმოდგინედ გაანაწილეთ."
ვივიან უილიამსი, ვიზაჟისტი


100. "მთლიანად შავად შეღებილი წამწამები ძალიან გამომწვეად და დრამატულად გამოიყურება, განსაკუთრებით ქერებზე. მე გირჩევთ შავ ტუშს ზედა წამწამებზე და ყავისფერს, იისფერს ან ცისფერს ქვედაზე. ცისფერი ტუშის წყალობით, თვალის ცილები უფრო თეთრი გამოჩნდება."
ვლადიმირ კალინიჩევი, ვიზაჟისტი


https://33.media.tumblr.com/075cde5bf6fc2c900a8c29aaa346125d/tumblr_nl4gi51quH1ts3qoto1_250.gifhttps://38.media.tumblr.com/95bd613f2ca2719a7b1c849be2c43c75/tumblr_nl4gi51quH1ts3qoto2_250.gif

Category: Fashion / Take Care / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top