22 March 2015      Ancho.     Views 7 815    
Category: Fashion / Films, Movies



10 საუკეთესო ფილმი მოდაზე

მოდის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი კინოსურათების ყველაზე ცნობილი რეიტინგი


კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თემა მოდის სფეროს შესახებ. დიდი რაოდენობის ფილმებია დაკავშირებული მოდასთან, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი იმსახურებს ყურადღების გამახვილებას. გთავაზობთ ყველაზე ღირებულ ფილმებს, რომელთა ნახვაც რეკომენდირებულია არამარტო მოდის მოყვარული ადამიანებისთვის.


YVES SAINT LAURENT
2014

რეჟისორი: ჯალილ ლესპერი



21 წლის ივ სენ ლორანი საკუთარ თავზე იღებს ყველაზე ცნობილი პარიზის მოდის სახლის Christian Dior-ის მართვას, მისი მმართველის მოულოდნელი სიკვდილის გამო. თავიდან, ბევრს ეპარებოდა ეჭვი ახალგაზრდას ნიჭიერებაში, მაგრამ მისი პირველივე კოლექცია გახდა სენსაცია. მოდის ინდუსტრიის აღიარებულ გენიაზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ფრანგ კუტურიეზე გადაღებულმა ფილმმა წინა წელს იხილა სინათლე და 25 წლის პიერ ნინიეც გააცნო ფართო საზოგადოებას. პიერ ნინიე როლისთვის "დალოცა" პიერ ბერჟემ, ივ სენის მეუღლემ, მრავალი წლის განმავლობაში Yves Saint Laurent-ის სახლის თანამმართველმა. ის დაეხმარა ახალგაზრდა მსახიობს შესულიყო როლში, უყვებოდა მას მოდელიერთან ცხოვრების სხვადასხვა დეტალებს.

"თუ მე ჩამომერთმევა შესაძლებლობა, გამოვხატო საკუთარი თავი, მე მოვკვდები"

http://36.media.tumblr.com/ffc9e8d180e41b151815c6e9fbe30bb3/tumblr_n7t2wdQSOZ1s7so1vo1_500.jpg
http://41.media.tumblr.com/8d9a2a26d21054f687d3428bc9642f06/tumblr_napvkgaXKj1to80iwo2_500.jpg
http://40.media.tumblr.com/ae68d993ab803eff7d53160df8eb0ed2/tumblr_n4745bt5tW1qkmebxo1_500.png
http://36.media.tumblr.com/87589daf176eb8f24b1b0187b3e64496/tumblr_neqocp0jtv1tet1k7o1_500.jpg
http://38.media.tumblr.com/155ad4bfaf0c427b83e0a062312a4254/tumblr_n00zy3yvD21t3nahho1_500.gif



FUNNY FACE
1957

რეჟისორი: სტენლი დონენი



ეს არის შთამბეჭდავი და არასერიოზული მუსიკალური კომედია მოდის სამყაროს დაპყრობაზე წიგნის მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველის მიერ. ოდრი ჰეპბერნის გმირი ჯო წიგნის მაღაზიაში მუშაობს და არ ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ ერთხელ მას ხვდებიან ჟურნალის რედაქტორი მეგი პრესკოტი და ფოტოგრაფი დიკ ეივერი, რომლებიც მასში ხედავენ ქალური სილამაზის ახალ იდეალს. ჯო თანხმდება გაემგზავროს მათთან ერთად პარიზში, ჟურნალის გარეკნის გადაღებებზე, რის შემდეგადაც მოვლენები ვითარდება სხვანაირად, ისე რომ მეგი და დიკი არ მოელოდნენ. ამ ისტორიის განსაკუთრებული შარმია კოსტუმები, რომლებიც ჟივენშიმ ოდრისთვის შექმნა.

"თუ არ შეგიძლია გამარჯვება, შეუერთდი, თუ არ შეგიძლია მონაწილეობა, მოაწყვე სკანდალი".

http://36.media.tumblr.com/5bf405e8ea750eae9af6d64ea5259126/tumblr_mihijrF6Zj1rizrono1_500.jpg
http://38.media.tumblr.com/1f6e3cb34a7d1dd16ca204616faffe9b/tumblr_nd59mabaD91st6h87o1_500.gif
https://40.media.tumblr.com/tumblr_m8gad7aYZO1qzed0to1_500.jpg
https://38.media.tumblr.com/tumblr_m33kii224x1rtula8o1_500.gif
https://41.media.tumblr.com/tumblr_mektu7CB9i1r7kroko1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_megv2lUUqm1r7kroko1_500.jpg


THE DEVIL WEARS PRADA
2006

რეჟისორი: დევიდ ფრენკელი



მოდური ჟურნალისტიკის სატირული შიდა სამზარეულო. ანდრეა ამთავრებს კოლეჯს და სამსახურს იწყებს ჟურნალი Runway-ის მთავარი რედაქტორის ასისტენტად. წარმოაჩინოს თავისი წერის ნიჭი, ამ პოზიციაზე მას არ გამოსდის. სამაგიეროდ იგებს ყველაფერს ჟურნალის კულისების შესახებ. ამბობენ, რომ ბევრმა ცნობილმა დიზაინერმა უარი განაცხადა გადაღებებზე მონაწილეობაზე, რადგან ეშინოდათ ანა ვინტურის, რომლის ხასიათსაც ფიქრობენ რომ მირანდა პრისლი წარმოადგენს. სამაგიეროდ, სიამოვნებით შექმნეს კოსტუმები გმირებისთვის, რაშიც 1 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღეს.

"გამოტყდი, შენ სული მიჰყიდე ეშმაკს, როდესაც პირველად ჩაიცვი Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები!"

https://38.media.tumblr.com/f022d45e8d5659c37e276cda81bc897c/tumblr_ncw85iH3E71qb9pa3o1_500.gif
https://40.media.tumblr.com/7e30534909d4c24cf4c68743df5b1f97/tumblr_ngihd5McWh1sv2bhgo1_500.jpg
https://38.media.tumblr.com/b08d47aea389d84ab41799ec84380b56/tumblr_n0uwotl1hh1qmvikho1_500.gif
https://38.media.tumblr.com/18035d1eef36f94c77e3242d4f2529b3/tumblr_n0ap37nXlT1qf9mevo1_500.gif
https://33.media.tumblr.com/3292033d88d00ea0cbd7cf593ec804a9/tumblr_n08hoynCu21tpy9aqo1_500.gif


PRET-A-PORTER
1994

რეჟისორი: რობერტ ოლტმენი



დინამიური და გონებამახვილური ფილმი პარიზის მოდის კვირეულის კულისების შესახებ. მაყურებლის წინაშე მთელი რიგი მოვლენები ვითარდება: მკვლელობა, გამოძიება, რომანები, შური და ინტრიგები. ორი ამერიკელი ჟურნალისტი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, სასტუმროს ერთ ნომერში ხვდებიან და მათ შორის ვნებიანი რომანი იწყება. ამასთან, ისინი აკვირდებიან ჩვენებების ორგანიზატორის მკვლელობის გამოძიებას და მის საიდუმლო ვნებებს. ძნელია დავასახელოთ ბევრი ფილმი იმდენი ცნობილი ადამიანის მონაწილეობით, რამდენიც ამ ფილმში მიიპატიჟეს: სოფი ლორენი, მარჩელო მასტროიანი, ჯულია რობერტსი, ლილი ტეილორი, პუპერტ ევერეტი, კიმ ბესინჯერი, შერი, ნაომი კემპბელი, ჟან პოლ გოტიე და სხვები.

"-შენ მოსკოვში წახვედი ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს!
-ჩვენ კმუნისტები ვიყავით, გახსოვს?
-შენ იყავი კომუნისტი, მე უბრალოდ 14 წლის ვიყავი."








COCO AVANT CHANEL
2009

რეჟისორი: ენ ფონტენი



ფილმი ასახავს მოდის სამყაროს განუმეორებელი ქალბატონის-კოკო შანელის ცხოვრების ისტორიას. ფილმის სიუჟეტი ეხება იმ დროს, როდესაც გაბრიელას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საყოველთაო დიდება და მხოლოდ კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა. ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ, გოგონა იძულებული იყო დასთან ერთად კაბარეში გამოსულიყო, სადაც ქმნიდა კოსტუმებსა თავისთვის და კოლეგებისთვის. მხოლოდ მდიდარ მამაკაცთან რომანმა დაავიწყა თავის სიღარიბის შესახებ და მაღალი საზოგადოების ქალბატონებისთვის ქუდების შექმნას იწყებს. რამდენიმე წლის შემდეგ, შანელმა გადაატრიალა მსოფლმხედველობა მოდის მიმართ. როლზე მთავარი პრედენტენტი კარლ ლაგერფილდის ფავორიტი კირა ნაითლი იყო, თუმცა ის ოდრი ტატუს ერგო.

"თუ ქალი იცვლის ვარცხნილობას, ეს ნიშნავს, რომ მალე ის შეიცლის ცხოვრებასაც"

http://41.media.tumblr.com/8a19c54681f219f97be72b05c188dce4/tumblr_ms3b1mMtgj1qb3qydo1_500.jpg
http://33.media.tumblr.com/b70ad6ab578697dcc6b3a7c5c4360f2f/tumblr_mzyessEqIv1t41uwso1_500.gif
http://40.media.tumblr.com/284482ccb06036d631220a2e851e8f5d/tumblr_n2pp590ace1rb6qo5o1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/tumblr_lx4il5v9Xd1qzu6rfo1_r2_500.png
https://40.media.tumblr.com/tumblr_lr0urpV3t01qa6uv9o1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/tumblr_lzz9bwdbIb1qasiawo1_500.png


GIA
1998

რეჟისორი: მაიკლ კრისტოფერი



ტრაგიკული და გულდასაწყვეტი ფილმი ერთ-ერთი პირველი სუპერმოდელის ჯია კარანჯის შესახებ, რომელიც იყო "მეტისმეტად ლამაზი, იმისთვის რომ მომკვდარიყო და მეტისმეტად ველური, რომ ეცხოვრა". ახალგაზრდა თავქარიანი რთული ხასიათით- თითქოს არ ეწერება მაღალი მოდის სამყაროში, თუმცა მისი ინდივიდუალიზმი და ქარიზმა ყველა დიზაინერსა და რედაქტორს ხიბლავდა. დიდების გამოცდილება კი ჯიას არ წაადგა-გოგონამ ვერ დაამარცხა ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება. არეული პირადი ცხოვრება პრობლემებს უმატებდა. ანჯელინა ჯოლი თავიდან არ თანხმდებოდა ჯიას როლს, რადგანაც ბევრ საერთოს ხედავდა თავის ბედსა და სუპერმოდელის ბედს შორის. საბოლოოდ ჯოლისთვის ეს როლი ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა მთლიან კარიერაში.

"ეს ცხოვრებაა და არა სამოთხე. შენ არ გიწევს იყო იდეალური."

https://38.media.tumblr.com/93894ff399667be085b86c3de756280d/tumblr_mz78qzJjQa1qjfbbuo1_500.gif
https://40.media.tumblr.com/409a4260347642ca906850a436e204a1/tumblr_n82nquS9pb1trovi6o1_500.jpg
http://41.media.tumblr.com/tumblr_lvx8viivaw1qgxpmgo1_500.png
http://33.media.tumblr.com/440b533b8bc30fd283025d562d401f84/tumblr_n2eh44mJuw1skk48go1_500.gif


Veruschka: A Life for the Camera
2005

რეჟისორი: ბერნდ ბომი, პოლ მორისონი



ვერუშკა ფონ ლენდორფი - მოდის ინდუსტრიის მთავარი სიმბოლოა 60-იანებში: გამოჩენილი მხატვრების, მოდელიერებისა და ფოტოგრაფების მუზა, თავისი ეპოქის ყველაზე ცნობილი მოდელი. ფილმის სცენარისტი თავად გახდა და გულახდილად მოყვა თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ. მოსაყოლი კი ნამდვილად აქვს: ის მონაწილეობდა სალვადორ დალის პერფრმანსებში, მეგობრობდა ენდი უარჰოლთან, ხვდებოდა ჯეკ ნიკოლსონს და დასტინ ჰოფმანს. მისი ნიჭი სცილდებოდა უბრალო პოზირების და დეფილეების საზღვრებს. ის თავად იყო ხელოვნების ნიმუში და ცდილობდა შეექმნა საკუთარი შედევრები. მოდელის კარიერის შემდეგ მან მხატვრობას მიჰყო ხელი.

"მე დავდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი: რა გავაკეთო რომ ყველა მე მიყურებდეს".

http://40.media.tumblr.com/2f381185bac5e665cb39e406ced6d111/tumblr_nfcvwhGVVM1qzqju7o1_500.jpg
http://36.media.tumblr.com/tumblr_mcbdy5SQlk1rzhmt3o1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/tumblr_m345s6lyt61r0yz5qo1_500.jpg
http://33.media.tumblr.com/c536665e909e73675bae62b40c90d1f3/tumblr_my1crupH1p1rkz9v7o1_400.gif


VALENTINO: THE LAST EMPEROR
2008

რეჟისორი: მეტ ტირნაური



ფილმი გამოჩენილ იტალიელზე, ვალენტინო გარავანიზეა. ფილმის გამოსვლა მიეძღვნა ცნობილი დიზაინერის კარიერის დასრულებას. ღია, გულწრფელი, ლამაზი და ელეგანტური სურათი ვალენტინოს შემოქმედებაზე, თავად დიზაინერის, მისი უამრავი მეგობრისა და გულშემატკივარის მონაწილეობით გადაიღეს. ყურადღება ექცევა ვალენტინოს და მისი საყვარლის ჯანკარლო ჯიამეტის ურთიერთობას, რომელთან ერთადაც გაატარა დიზაინერმა 50 წელზე მეტი. ფილმისთვის მატერიალი 2 წელი გროვდებოდა. ამ დროის განმავლობაში 250 საათის ვიდეოჩანაწერები იქნა გადაღებული.

"მე უბრალოდ მიყვარს სილამაზე. ეს ჩემი ბრალი არ არის."

https://40.media.tumblr.com/tumblr_m3w9ksX5uw1ruqklio1_500.png
https://41.media.tumblr.com/tumblr_m3w9biBeP61ruqklio1_500.png
https://40.media.tumblr.com/25a6a1b19bacb9581ed86827a4208947/tumblr_mn7r193RKT1qbhipzo1_500.png
https://41.media.tumblr.com/tumblr_li1wsl2rrb1qg0msuo1_r1_500.jpg


LAGERFELD CONFIDENTIAL
2007

რეჟისორი: რუდოლფ მარკონი



კიდევ ერთი ბიოგრაფია კიდევ ერთ გამოჩენილ მოდელიერზე. სურათი მიეძღვნა სკანდალურ და ჯიუტ კარლ ლაგერფილდს. 3 წლის განმავლობაში დაყვებოდა კამერა დიზაინერს მუშაობისა და პირადი მოგზაურობების დროს. მიღებული მატერიალი და უამრავი ინტერვიუ მაინც მსუბუქად ხსნიან შანელის კრეატიული დირექტორის პირად საიდუმლოებებს. მიუხედავად მოდის სამყაროში დადებითი შეფასებებისა, გარკვეულმა ნაწილმა სურათი ხელოვნურად და არა გულწრფელად მიიჩნია.

"ფოტოგრაფიაში მე მომწონს ის, რომ შემიძლია დავიჭირო მომენტი, რომელიც სამუდამოდ ქრება"

https://40.media.tumblr.com/tumblr_lwswu9LQK21qdc6nno1_500.png
https://41.media.tumblr.com/tumblr_ma9n471B2b1rua8hro1_500.jpg
https://36.media.tumblr.com/tumblr_lep8sbA5OD1qag94ro1_500.png
https://40.media.tumblr.com/343a170a4a94c109035b7e7d91439a5e/tumblr_mkvy146jwK1r8xhixo1_500.png
https://40.media.tumblr.com/99f7fe6146d52b6a0822779cf9025d33/tumblr_mkvy146jwK1r8xhixo2_500.png
https://40.media.tumblr.com/3e4ee437b8e51f2901e3aa43f7d88a9e/tumblr_mkvy146jwK1r8xhixo3_500.png
https://41.media.tumblr.com/848270f581936b384cef50857d3f39a8/tumblr_mkvy146jwK1r8xhixo4_500.png
https://40.media.tumblr.com/fcf7a7801cd69053f8daa2f562563eab/tumblr_mkvy146jwK1r8xhixo5_500.png
https://41.media.tumblr.com/tumblr_lep91pKgsQ1qag94ro1_500.png


MCQUEEN AND I
2011

რეჟისორი: ჯერემი ჰიუსონი



ფილმი მიეძღვნა ინგლისური მოდის ბუნტარის ალექსანდრ მაქქუინის ხსოვნას მისი ახლო მეგობრებისგან. დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი შეიცავს იშვიათ კადრებს ჩვენებებიდან, კულისებიდან და დიზაინერის არქივიდან. როგორი იყო მოდელიერი, ვისი ცხოვრებაც ასეთი ტრაგიკული გახდა-გვიყვებიან მისი ძმა, ახლო მეგობრები და მუზები: იზაბელა ბლოუ, ტომ ფორდი, ნაომი კემპბელი, ქეით მოსი და სხვები.

"მე მინდა ქალები ძლიერები გავხადო. მე მინდა ხალხს ეშინოდეს იმ ქალების, რომლებსაც ვაცმევ"




Category: Fashion / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top