;
2 აპრილი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 9600-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, მაკიაჟი / ვარცხნილობა, დიეტა/რჩევები



მოდური ვარცხნილობები
გაზაფხული/ზაფხული 2015

თუ თქვენ შეპყრობილი ხართ სურვილით, შეცვალოთ რაიმე თქვენს გარეგნობაში, მაშინ მიყევით რეკომენდაციებს ახალი ვარცხნილობის შესახებ. Wella Professional-ის ექსპერტები გთავაზობენ ტრენდული ვარცხნილობების რამდენიმე ვარიანტს.




ვირჩევთ ახალ ვარცხნილობას

მრავალშრიანი ვარცხნილობა

გოგონები, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების, შეუძლიათ მოირგონ მოკლე, მრავალშრიანი ვარცხნილობა. [layered, choppy bob] მისი უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. მისი გადაწყობა სხვადასხვა სტილზე შესაძლებელია თმის დასაყენებელი სხვადასხვა საშუალებებით. მაგალითად ხელისგულებზე დაიდეთ რაიმე გელი და წაისვით ის თმის ბოლოებზე, რაც ცვლის დაყენებულ თმას ან მეორე ვარიანტი დაახვიეთ "ჩოლკა", დავარცხნეთ ძირებში, წაიღეთ უკან და დააფიქსირეთ ლაქით.



გადაპარსული კეფა და გრძელი "ჩოლკა"

მოკლე ვარცხნილობის უფრო ექსტრემალური ვარიანტია კეფის გადაპარსვა და გრძელი "ჩოლკის" დატოვება. თმის დაბანასა და გაშრობაზე სულ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ. ასევე უმცირეს დროში მოახერხებთ მის დაყენებას, "ჩოლკა" წინ, გვერდზე ან გადაწეული უკან.






პაჟი

ვარცხნილობა "პაჟი", რომელიც ფრანგი მომღერლის მირეი მატიეს სავიზიტო ბარათი გახდა, კვლავ მოდაშია. პროფესიონალებმა აიღეს ვარცხნილობის კლასიკური ვარიანტი და მის გარშემო რამდენიმე ვარიაცია შემოგვთავაზეს, სხვადასხვა ზომის თმებზე. პაჟი, შეიძლება იყოს როგორც კლასიკური-შემობრუნებული შიგნით და ასევე, თავისუფალი-სიმარტივის ეფექტით.






კიბე

თუ თქვენ კიდევ არ ხართ მზად, უარი თქვათ გრძელ ვარცხნილობაზე, არ ღირს მაკრატლის მომარჯვება. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ შეუცვალოთ ვარცხნილობას იერი. ანუ, გაიკეთოთ "კიბე" სახესთან. თმის შეკვრით თქვენ ხაზს გაუსვამთ ფორმას, ხოლო კულულების დახვევით შესძენთ მოცულობას.





კარე+გრძელი თმა

მათ, ვისაც თმა მხრების ქვევით აქვთ, შესაძლებელია მოეწონოთ ვარცნილობა, რომელიც ორ სიგრძეს მოიცავს. თმები იყოფა ჰორიზონტალურად ორ ნაწილად: მაღლისას შეჭრიან კარეს, მოცულობის შესამატებლად, ხოლო დაბლისას დატოვებენ უცვლელად. თუ თქვენ ამ ვარცხნილობას გადაწყვეტთ გირჩევთ გაამახვილოთ ყურადღება თმის მოვლაზე. მოუვლელმა ბოლოებმა შესაძლოა გააფუჭონ ამ მოდური ვარცნილობის მთელი მიმზიდველობა.



ესეც, აქტუალური ვარცხნილობების საიმიჯო ვიდეო-რგოლი შვარცკოფისგან


კატეგორია: მოდური სიახლეები, მაკიაჟი / ვარცხნილობა, დიეტა/რჩევები
Tags:

4


  • sophieee თქვა:
    3 აპრილი 2015 20:12 - ID: 4,
    კიბე კარგია

  • demetria თქვა:
    3 აპრილი 2015 16:04 - ID: 3,
    გრძელი კარე მაქვს და ამეტაპზე ძალაინნ მომწონს

  • marikohope თქვა:
    3 აპრილი 2015 01:15 - ID: 2,
    კაია winked

  • kristi_ თქვა:
    3 აპრილი 2015 00:56 - ID: 1,
    მნა მნა მნა ^_^ მშვენიერი ნიუსია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top