3 April 2015      Ancho.     Views 5 703    
Category: Fashion / Take Care



ტრენდი: კოლგოტები
წესები, რჩევები და მოდური ტაბუ


გამოდარებისთანავე, გოგონებს სწრაფად სურთ გადავიდნენ საგაზაფხულო ფეხსაცმელებსა და სანდლებზე. ჯერ კიდევ საჭიროა სითბო ფეხებზე. ამისათვის, ვიყენებთ მრავალფეროვან კოლგოტებსა და წინდებს, რაც ამ სეზონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. Calzedonia-ს დიზაინერები მოგვითხრობენ როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად, რას შევუხამოთ და რა შეცდომები არ დავუშვათ.

იყო დრო, როდესაც მოდის დიქტატურა, მოდის კვირეულების დამსწრეთა სახით, კოლგოტების არამოდურობას აწესებდა, მაგრამ მიმდინარე ჩვენებები, მოდის მოყვარული ადამიანისთვის მათ თითქმის მთავარ აქსესუარად გვისახავს. სხვადასხვა ფერისა და ფორმის კოლგოტებისა და წინდების ტარებას აქვს გარკვეული წესები, რომელთა ცოდნაც სასურველია.





http://data3.whicdn.com/images/168362677/large.jpg



შავი კოლგოტები



შავი-გარდერობის უნივერსალური ფერია. ეს აქსიომა კოლგოტებსაც ეხებათ. თუ თქვენ ეჭვობთ რომელი კოლგოტი შეუხამოთ ამა თუ იმ ლუქს, აირჩიეთ შავი ფერის 60/80 დენიანი კოლგოტები. მოდაში ეხლახანს დაბრუნდნენ თხელი 40 დენიანი კოლგოტები, მართალია ისინი ასოცირდებიან ოფისის სტილთან, მაგრამ მათი მოხმარება მაინც იმდენად მაღალია, ვიდრე ეს ერთი შეხდვით ჩანს. როგორ ჩავიცვათ ისინი სწორად? არ ჩაიცვათ ისინი ღია ტანისამოსთან ან მაღალ ქუსლებთან. და დაიმახსოვრეთ შავი კოლგოტები ბრჭყვიალა, პრიალა ეფექტით წინა საუკუნეში დარჩნენ.

https://41.media.tumblr.com/0e32ef411009cff98f2ca27a530e70df/tumblr_mvqoajgXWe1sg70sko1_500.jpg
http://data2.whicdn.com/images/170063270/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/169826805/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/168310803/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/167748957/large.jpg


გაფორმებული კოლგოტები და ყელიანი წინდები



გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ჰიტი - ეს არის კოლგოტები ნახატებით, ნაქარგებით, აპლიკაციებით თუ მძივებით. ასეთებს შეხვდებით ყველა ბრენდის ჩვენებებსა დაპრეზენტაციებზე. ამ სახის აქსესუარი მოეწონებათ მათ, ვისაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების. გადაწყვიტეთ? მაშინ მაქსიმალურად შეარჩიეთ დანარჩენი სტილი- ის არ უნდა გამოიყურებოდეს გადამტვირთველად. ექსტრავაგანტურ კოლგოტებს ცხოველის პრინტით, მოუხდებათ მოკლე ქვედაბოლოებსა და A-სილუეტის კაბებს, 60-იანებისთვის დამახასიათებელს. ყელიან წინდებს ყვავილების ან პეპლების გამოსახულებით კი ჰარმონიულად შეეხამება რომანტიულ კაბებს, წელზე მჭიდროდ მომჯდარს, გაშლილი ქვედაბოლოთი. მაქმანებიანი კოლგოტები კი უნდა ჩაიცვათ დახურულ ტანისამოსთან: მაგალითად, დახურულ კაბასთან ან ქვედაბოლოსთან მეტსახელად "ფანქარი", მუხლზე ოდნავ დაბლა.


https://41.media.tumblr.com/tumblr_lyvtygySsa1r60q0do1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/tumblr_lw0cicHzGA1r82935o1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_md703rbG961qhq1zlo1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/fb612d0b2a9ecb40db4a46bd7a218ed4/tumblr_mwhplqFCh11sgjhaco5_500.jpg
http://data1.whicdn.com/images/167255781/large.jpg


გამჭვირვალე კოლგოტები



ბევრს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ასეთი სახის კოლგოტებთან დაკავშირებით, დიახ, ხშირ შემთხვევაში ისინი არამოდურად გამოიყურებიან, ზოგჯერ კი სასაცილოა. პრაქტიკულად 100% შემთხვევაში "უჩინარი" კოლგოტები არაბუნებრივად გამოიყურება. თუ შესაძლებელია, ჯობს საერთოდ არ ჩაიცვათ ან გამოიყენეთ უნივერსალური შავი ფერი. მაგრამ თუ მათ გარეშე შეუძლებელია (სამსახურის დრესკოდი), ოპტიმალური ვარიანტია 10 დენიანი,თხელი კოლგოტები მბზინვარების გარეშე. ისინი თითქმის შეუმჩნეველია ტანზე, "უჩინარ" კოლგოტებს ზოგიერთი ბრენდი 8 დენიანსაც აკეთებს.

http://data1.whicdn.com/images/169829381/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/169053109/large.jpg


წინდები და გეტრები



წინდები და გეტრები მოდურ ტენდეციებში წლების განმავლობაში ფიგურირებს. ნებისმიერი ყოველდღიური ლუქი გახდება მოდური თუ მათ დავუმატებთ ნათელი ფერის წინდას. წინდებს ყველაზე მეტად უხდება მამაკაცური სტილის ფეხსაცმელი. შეუხამეთ ისინი მოკლე შარვლებს ან მოკლე ქვედაბოლოებს. ხანდახან შესაძლებელია გადაუხვიოთ წესებს, აირჩიოთ მიქსი: "წინდები + მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი". წინდების წყალობით ძველ, ყოველდღიურ ნივთებს სულ ახლებურად წარმოაჩენთ.




https://40.media.tumblr.com/1fae707eafb8af08e76cd075bc71b5d9/tumblr_n3affimYQD1tx62yso1_500.jpg
http://data3.whicdn.com/images/171511681/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/171419030/large.jpg


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top