25 April 2015      ANGEL     Views 2 243    
Category: Fashion / Georgians

გაზაფხულის სეზონი თბილისისთვის აჩქარებული მოდური პულსით ჩაივლის,
1-6 მაისს თბილისი პირველად უმასპინძლებს მერსედეს-ბენცის მოდის დღეებს!

მსოფლიო მოდის სფეროს ერთერთი ყველაზე გავლენიანი და საერთაშორისო მნიშვნელობის კვირეულს სოფო ჭყონია უძღვება, MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI საქველმოქმედო ფონდ „Societe Anonyme”-ის ორგანიზებით, კომპანია მერსედესის, კოკა კოლას და ექსპო ჯორჯიას მხარდაჭერით ჩაივლის.

მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ნინო და თენგიზ სეფიაშვილი, თეო გარდაფხაძე, სიმონ მაჩაბელი, ნინო ბაბუხადია, LAKO BUKIA, BESSARION, Alexander Arutyunov, ტატა მეფარიძე. ასევე უკრაინელი წამყვანი დიზაინერები: POUSTOVIT, LITKOVSKAYA, LAKE STUDIO, PRZHONSKAYA, ANNA OCTOBER, რუსეთი: Walk of Shame.



მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია „ექსპო ჯორჯია“ იქნება, ხოლო გამოფენები, ჩვენებები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თბილისის არაორდინალურ ადგილებში ჩატარდება.

MB F.Days-ის ფარგლებში ჩატარდება ორი საერთაშორისო პროექტი : ხელოვნების ფესტივალი ARTGeorgia და საერთაშორიოსო კონკურსი BENEXT, რომელშიც 30 დიზაინერი და 5 ქვეყანა მონაწილეობს, პრიზებს დააწესებენ: Marangoni Institute Milan, IED Milan, Haute Future Fashion Academy Milan, LISAA Paris, Domus Academy Milan.



6 დღე მოდის მიმდევართა ცხოვრებაში დატვირთულ რეჟიმში წარიმართება.
თბილისს ეწვევიან მნიშვნელოვანი სტუმრები, სტილისტები, ბაიერები და ჟურნალისტები ცნობილი გამოცემებიდან, როგორებიცაა: Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული და იტალიური გამოცემები, The New York Times, Elle Italy, Vanity Fair, Buro 24/7, L’Officiel, Vogue Japan, Style.com, I D Magazine, Dazed & Confused, Nowfashion , Fashion Monitor, Zoe Magazine, Schon Magazine, Achtung Magazine, Forbes Ukraine, Forbes Kazakshtan, Paper Magazine, Grazia Italy, ASVOF, Business of Fashion, The Style Examiner, The Huffington Post, Details Magazine, LOVE Magazine, WUT Berlin -Tokyo, VOO store Berlin, Antonioli Milan.

ჩვენებები მკაცრი გრაფიკით ერთი მეორის მიმდევრობით უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი, უკრაინელი და რუსი დიზაინერები. გვახარებს, რომ ქართველ მოდის მიმდევრებს მოგვეცემა საშუალება გავეცნოთ რუსეთში უკვე კარგად ცნობილი და დაფასებული, წარმოშობით ქართველი დიზაინერების შემოქმედებას, რომლებიც იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოში არ მოღვაწეობენ დიდი სიამაყით წარმოაჩენენ ქართულ კულტურას. ავღნიშნოთ BESSARION-ის მიერ შექმნილი მაისურები ქართული დამწერლობი და თბილისელი ალექსანდრ არუტუნოვის მიერ ხელახლა გაცოცხლებული ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტილოების პრინტები და კაბები კავკასიური ჩოხის ელემენტებით დიზაინერის ხელწერით.



პირველ დღეს ღონისძიებას გახსნის თენგიზ და ნინო სეფიაშვილების არტ-ინსტალაცია ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, სადაც შემდგომ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება შედგება მე-11 ჰოლში.
მე-2 დღეს ექსპო ჯორჯიის მე-3 ჰოლში დაგეგმილია ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ლაკო ბუკია და უკრაინელი დიზაინერების: Przhonskaya და Poustovit ჩვენებები.
მე-3 დღეს ექსპო ჯორჯიაში Be Next კონკურსი შედგება, დღის მეორე ნახევარში კი რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი დიზაინერი ალექსანდრ არუტუნოვი მწერალთა სახლში გამართავს მის პირველ ჩვენებას საქართველოს ფარგლებში, მე-3 დღეს კი თამუნა ინგოროყვას ჩვენება შეაჯამებს სასტუმრო ჰოლიდეი ინში.
მე-4 დღეს მოდის მოყვარული თბილისელი და უცხოელი სტუმრები კვლავ ექსპო ჯორჯიაში დაესწრებიან ტატა მეფარიძე, გვანცა ჯანაშია, Lake Studio (უკრაინიდან), ქეთი ჩხიკვაძე, BESSARION -ის ჩვენებებს (ასევე წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე დიზაინერი). დღეს სიმონ მაჩაბელისა და გრიგორ დევეჟევის (ანუ ჯიჯი რეჯინის) გამოფენა ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე სივრცეში და Rad Hourani-ს გამოფენა დახურავს სასტუმრო რუმსში.
მე-5 დღე კვლავ სასტუმრო რუმსში აიღებს სტარტს, ქართველი დიზაინერი Gola და უკრაინელი დიზაინერი Litovskaya ერთმანეთის მონაცვლეობით წარმოადგენენ კოლექციას, შემდგომ შედგება აკა ნანიტაშვილის ჩვენება ექსპო ჯორჯიაში და TEYO-ს ჩვენება მისივე ბუტიკთან ახლოს ბამბის რიგში.
მე-6 ფინალურ დღეს კი უკრაინელი დიზაინერის Anna October-ის ჩვენება გახსნის, მას ნინო ბაბუხადიას და მოსკოვური მოდის სახლის Walk of Shame-ს კოლექცია მოსდევს, თბილისის Mercedes-Benz მოდის კვირეულს კი ავთანდილის ჩვენება დახურავს რიტუალების სასახლეში!











Category: Fashion / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top