;
29 აპრილი 2015      Ancho.     8 კომენტარი     ნანახია 3972-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, მამაკაცი

https://38.media.tumblr.com/7e4528a4437c590ed79b004a78983547/tumblr_nexy4mD8PI1sw8ut9o6_500.gif


Men's World
ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

მამაკაცები განსაკუთრებით მოთხოვნადები არიან სამოდელო ბიზნესში და ზოგიერთი მათგანი არნახულ წარმატებასაც აღწევს.






რიკ ჯენესტი



რიკ ჯენეტმა იგივე "ზომბი ბიჭუნამ" თავისი პირველი ტატუ 16 წლის ასაკში გაიკეთა. რომ არა მშობლების ხელშეშლა, ეს მოვლენა უფრო ადრეც მოხდებოდა. პირველს მოყვა მეორე, შემდეგ მესამე, მეოთხე..ამ მომენტში კი მის ტანზე ასობით ტატუა დატანილი. ძნელი წარმოსადგენია რამდენი დოლარი აქვს დატოვებული რიკს ტატუ-სალონში, ის მუდამ მიიწევდა ოცნებისკენ, გაექრო ზედაპირული კანი და წარმოდგენა ჰქონოდა ცოცხალ გვამზე. "შავ-თეთრი ადამიანი" ზოგ ადამიანში შიშს იწვევს, მაგრამ რიკი ამაზე არ ნერვიულობს. მისმა გიჟურმა ექსპერიმენტმა წარმატება მოუხვეჭა, მას უამრავი სარეკლამო კონტრაქტები გაუჩნდა. იწვევენ მუსიკალურ კლიპებსა და ფილმებში.







შონ ოპრაი

შონი 17 წლის იყო, როდესაც ის შოუში "ამერიკელი ტოპ-მოდელი" აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ბიჭის პრომო ფოტო MySpace-ზე შენიშნეს. მას შემდეგ, შონის კარიერა მწვერვალებისკენ წავიდა. ახლა, ამ ლამაზ ბიჭუნას იწვევენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Hermès, Salvatore Ferragamo, Versace... თავად შონის თქმით ის ხანდახან რობოტივით დადის, მაგრამ სამსახურზე უარს არ ამბობს და თავის პორტფოლიოს მნიშნელოვანი მიღწევებით ამდიდრებს. წინა წელს ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაცად დაასახელეს სამოდელო ბიზნესში.












ტონი უორდი

ფოტოგრაფებსა და დიზაინერებს უყვართ მისი კეხიანი ცხვირი, შავი თმა, შეშლილი გამოხედვა და ქარიზმა. ტონიმ 50 წელს გადააბიჯა, მაგრამ ახალგაზრდა ახალი მოდელები მას კონკურენციას მაინც ვერ უწევენ. ის ურცხვად აგდებს მათ სამოდელო რინგიდან და მკაცრი სვლით მიიწევს Roberto Cavalli-ს, Chanel-ის, Dolce & Gabbana-ს, Diesel-ისა და Fendi-ს პოდიუმებზე. თავისუფალ დროს კი სვამს ჩაის მადონასთან ერთად, რომელიც მისი უკვე დიდი ხნის მეგობარია.








დევიდ განდი



Dolce&Gabbana-ს სახლის ფავორიტი, ეს ცისფერთვალება ლამაზმანი უბრალო ოჯახში დაიბადა და წარმატებას კონკურსში გამარჯვებით მიაღწია. მას შემდეგ რეგულარულად ჩნდება ცნობილი ბრენდების კამპანიებში, ყველაზე მეტად კი მას ბიანკა ბალტისთან ერთად გადაღებულ რეკლამასთან ასოცირებენ. დევიდმა ნაწილობრივ შეცვალა მამაკაცი მოდელების აღქმა, მანამდე თუ აუცილებლად გამხდარ ბიჭებს იყვანდნენ, დევიდის შემხედვარე დიზაინერებმა გადაწყვიტეს მამაკაცი მოდელები ათლეტური გარეგნობით შეეფასებინათ.







ჯონ კორტახარენა

ესპანელი მოდელი ფლობს ყველა საჭირო მახასიათებელს სამოდელო კარიერისთვის. სიმაღლე 188, თვალები მწვანე, თმა წაბლისფერი, ფიგურა ზუსტი, კუნთები მკვეთრი. ეს ყველაფერი დაეხმარა ჯონს გაეფორმებინა კონტრაქტი ისეთ ბრენდებთან როგორებიც არიან Just Cavalli, Versace, Giorgio Armani, Mango, Etro, Trussardi, Diesel, Guess, H&M, Tom Ford. ასევე, მან ითამაშა ფილმში "მარტოხელა მამაკაცი" კოლინ ფერტთან და ჯულიანა მურისთან ერთად, მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელ კადრში.








მატიას ლაურიდსენი



თვალების გამო მას "დანიელთა პრინცს" ეძახიან: სწორი, მკაცრი სიარული, ამაყი დგომა, კარგად ლაპარაკის უნარი, სიყვარული ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ. მატიასს მარცხენა ყვრიმალზე განმასხვავებელი ნიშანი აქვს. რადგანაც ნათქვამია, რომ მამაკაცს შრამი ამშვენებს, ვიზაჟისტებიც არ ცდილობენ ამ ნაკლის დაფარვას.








ნოა მილსი



მოდურ სამყაროში დაფუძნებას ნოა თავის დას უნდა უმადლოდეს, რომელმაც მალევე შენიშნა ძმის ნიჭი და მისი ფოტოები ვანკუვერის სამოდელო სააგენტოებში გაგზავნა. 2004 წელს დაიწყო კოლექციებში გამოჩენა, 2005 წლიდან დღემდე კი ოფიციალურად წარმოადგენს დოლჩე და გაბანას. მან თავის გამოცდა სხვა მხრივაც გადაწყვიტა და ასე აღმოჩნდა სამანტა ჯონსის საწოლში ფილმში "სექსი დიდ ქალაქში 2".









კატეგორია: მოდური სიახლეები, მამაკაცი
Tags:

8


  • LindaEvangelista თქვა:
    20 ივლისი 2015 23:23 - ID: 8,
    მატიასი შონი და ჯონ კონტა <3
    არმანის ყოველთვის საუკეთესოს ირჩევს

  • cuca :))) თქვა:
    1 მაი 2015 16:55 - ID: 7,
    ამეტირა recourse love

  • demetria თქვა:
    30 აპრილი 2015 20:50 - ID: 6,
    ავოტრ რა მაგარიი ხარ ასეთი მაგარიი პოსტისთვის ძალიანნ მომეწონა love
    შონიი რა ცოხვრებაა love
    ისე ლარკოვიჩიი არაწყენდა ამსიას winked

  • - Flawless ♥ თქვა:
    29 აპრილი 2015 22:53 - ID: 5,
    შონ ოპრაი love

    ________________________________________________________________________________________________
    ► Just Keep Moving Forward And Dont Give A Shit About Ahat Anybody Thinks. Do What You Have To Do For You ◄

  • 7Anni7 თქვა:
    29 აპრილი 2015 21:27 - ID: 4,
    ჯონიკო <3

  • CupCake1 თქვა:
    29 აპრილი 2015 20:29 - ID: 3,
    აქედან შონს და ჯონიკოს გამოვარჩევდი :დ

  • GLao თქვა:
    29 აპრილი 2015 19:28 - ID: 2,
    რავი მე დიდად არ მომეწონა ისე Norman Theuerkorn კარგია მაგრამ არ არის ცნობილი

  • Crooks თქვა:
    29 აპრილი 2015 12:24 - ID: 1,
    lachowski ყველას ჯობია smile lucky blue smith საყვვარელია smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top