;
10 მაი 2015      TataNakani     4 კომენტარი     ნანახია 4648-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ფილმები

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


Pretty Woman-ს 25 წელი შეუსრულდა.

"კონკიას"ისტორია სხვა ინტერპრეტაციით: ჯულია რობერტსი- სექსმუშაკი, ხოლო რიჩარდ გირი silver-fox-ის ფინანსისტია. რომანტიკული ისტორია ამ ორ ადამიანს აკავშირებს და საბოლოოდ, "კონკიას" დასასრულით მთავრდება. ფილმი 25 წელია აქტუალურია, მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

გაიგეთ 15 ფაქტი, რომელიც აქამდე ამ ფილმის შესახებ არ იცოდით.

#1 ფილმის პოსტერზე ჯულია რობერტის ტანი არ არის გამოსახული. პოსტერზე ჯულიას დუბლიორის Shelley Michelle-ის ტანი ჩანს. ტანისა და ჯულიას თავის ასე ოსტატურად შეერთება ფოტოშოპის დამსახურებაა.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#2 ფილმის სახელწოდება $3,000 უნდა ყოფილიყო. თავდაპირველი სცენარი მძაფრსიუჟეტიანი და განსხვავებული იყო. წარმოაჩენდა 80-იანი წლების პროსტიტუციას ლოს ანჯელესში. ჯულიამ თავდაპირველი სცენარი ასე აღწერა:
"80-90იანი წლების ორი ადამიანის ძალიან მძიმე, დამრთგუნველი და საშინელი ისტორია. ჩემი პერსონაჟი მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი. ეს უბრალოდ ორი ადამიანის დამახინჯებული ისტორია იყო."


15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#3 ვივიანის როლი Molly Ringwald-საც შესთავაზეს.
რინგვალსმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ფილმს $3,000 უნდა რქმეოდა.
"სცენარი ნორმალური იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფილმი ჯულია რობერტსმა შექმნა. ეს იყო მისი ნაწილი. ყველა მსახიობი იმედოვნებს, რომ იპოვნის იმ როლს, რომელშიც შეძლებს იბრწყინოს.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#4 ედვარდის როლი ალ პაჩინოს შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა ფილმში მონაწილეობის მიღებაზე.
"ნათლიაში" წარმატების შემდეგ მან ბევრ შეთავაზებაზე თქვა უარი.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#5 რიჩარდ გირმა ერთ-ერთი დუბლის დროს მართლაც მოაყოლა ჯულიას თითები სამკაულის ყუთში. იმპროვიზირებული სცენა ყველას მოეწონა და ფილმის გამორჩეულ კადრად დარჩა.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#6 ვივიანის ყელსაბამი სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა. 18 თეთრი ოქროს, ბრილიანტებისა და ლალისგან დამზადებული ყელსაბამი ფრანგმა სამკაულების დიზაინერმა Fred Joaillier-მა შექმნა. ფილმში ედვარდი ვივიანს უმხელს, რომ ყელსაბამი მილიონის მეოთხედი ღირს.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#7 თვითნასწავლი რიჩარდ გირი თავად უკრავს პიანინოზე. გავრცელებული ინფორმაციით, მან მუსიკაც შექმნა კინოსთვის.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#8 სადილის სცენაში "პრინცესას დღიურების" პერსონაჟი ვივიანსაც იმავეს ეუბნება, რასაც პრინცესას:
"ეს ყოველთვის ხდება."
Allan Kent ორივე ფილმში მსგავსი პერსონაჟის ამპლუაში გვევლინება.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#9 ედვარდმა ვივიანი La Traviata-ზე წაიყვანა.
ვერდის ოპერის მთავარ გმირებს, პარიზელ კორტეზანსა და მდიდარ მამაკაცს ერთმანეთი უყვარდებათ. ვივიანისთვის ეს ნამდვილად სწორი არჩევანი იყო.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#10 ვივიანის კაბის ფერზე ბევრი ფიქრი დასჭირდათ. კოსტუმების დიზაინერმა მარლინ ვანსმა 2010 წელს გაიხსენა, რომ სტუდიას ვივიანისთვის შავი კაბა უნდოდა.
"მათ შავი ფერის კაბა უნდოდათ, მაგრამ მე ვიცოდი რომ წითელი გვჭირდებოდა. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით სამი კაბა შევქმენით. საწყალ ჯულიას ყველა ფერის და ფორმის კაბა მოვარგეთ. საბოლოოდ, ყველა დავარწმუნე რომ წითელი ყველაზე სწორი არჩევანი იყო."

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#11 Garry Marshall ჯულიას გაცინებას ფეხზე ჩხვლეტით ახერხებდა. სცენაში, სადაც ვივიანი I Love Lucy-ის ეპიზოდს უყურებს, მისი სიცილი ამ ხერხით გამოიწვიეს.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#12 სიყვარულის სცენის გადაღებისას ჯულია ძალიან ნერვიულობდა. შფოთვისგან ჯულიას შუბლზე ვენა ძალიან გამოეკვეთა, გირი და მარშალი მანამდე უკეთებდნენ მასაჟს, სანამ ვენა არ გააქრეს.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#13 Pretty Woman-ში Hank Azaria-ს პირველად მოსაუბრე პერსონაჟის როლი ერგო.
ფილმში ის დეტექტივის როლს ასრულებს.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#14 Ferrari და Porsche არ დათანხმდნენ ფილმში მათი მანქანები გამოჩენილიყვნენ. არცერთ ბრენდს არ უნდოდა პროსტიტუციასთან რაიმე კავშირი ჰქონოდათ, მითუმეტეს რომ ეს ფილმი იყო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. ფილმში გამოყენებული
Lotus Cars UK ბრენდის მანქანების გაყიდვები სამჯერ გაიზარდა 1990-1991 წლებში.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


#15 "ადამიანები მეკითხებიან ამ ფილმის შესახებ, მე კი ის არც მახსოვდა. ეს სულელური რომანტიკული კომედიაა."
რიჩარდ გირისთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი ფილმი Pretty Woman აღმოჩნდა. ფილმზე კომენტარი მან 2012 წელს გააკეთა.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ


ავტორი: ტატა ნაკანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ფილმები
Tags:

4


  • elga თქვა:
    11 მაი 2015 21:37 - ID: 4,
    ამ ფილმს რასაც ქვია ვერ ვიტან

  • marikohope თქვა:
    10 მაი 2015 23:56 - ID: 3,
    ვგიჟდები ამ ფილმზე ძაან მაგარია love winked wink

  • demetria თქვა:
    10 მაი 2015 21:59 - ID: 2,
    როგორ შეილება ეს ფილმი არ გიყვარდეს საუკეთესოა love

  • LoveMeHateMe თქვა:
    10 მაი 2015 19:27 - ID: 1,
    მიყვარს ,,ლამაზმანი". ჯულია ბრწყინავს ამ როლში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top