22 May 2015      TataNakani     Views 6 495    
Category: Fashion / Take Care



"მიეცით გოგონას სწორად შერჩეული ფეხსაცმელები და ის მსოფლიოს დაიპყრობს!"

მერლინ მონროს სიტყვები მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულებს ეძღვნებათ. მათ კარგად იციან რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და საათობით მაღალ ქუსლზე დგომა არც ისე ადვილია. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებიან შეიმსუბუქოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოწვეული დაღლილობა და დღე თავისუფლად და ენერგიულად გაატაროთ.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის, რომელთაც უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.



#1 გადადგით ნაბიჯი ქუსლით. არ დადგათ მთლიანი ფეხი, დაიწყეთ სიარული ქუსლებით. იარეთ თავისუფლად და ბუნებრივად, ისე როგორც დაბალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიხართ.



#2 იარეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უფრო მეტი მოკლე ნაბიჯის გადადმა მოგიწევთ. დიდი ნაბიჯებით სიარული ფეხს უფრო მეტად ღლის.



#3 დააბალანსეთ თქვენი სიარულის სიჩქარე. ძალიან არ იჩქაროთ, თუმცა გაწელილი სიარული არაბუნებრივად ჩანს, ამიტომ იყავით აქტიურები.



#4 სწრაფი სიარულისას შენიშნავთ რომ თქვენი ტანი ოდნავ წინ იხრება.აკონტროლეთ თქვენი სხეულის მდგომარეობა, ძალიან არ მოიხაროთ მხრებში, პირიქით, ეცადეთ თქვენი სხეული მაქსიმალურად წარმოაჩინოთ.



#5 უყურეთ გზას, რათა ნაბიჯის გადადგმა გაგიადვილდეთ. ტელეფონის ყურებისას, შესაძლოა დაკარგოთ წონასწორობა. წარმოიდგინეთ რომ პოდიუმზე დადიხართ და გზას თავდაჯერებულად გაჰყევით.



#6 სიარულისას ოდნავ მოხარეთ ფეხები. ამით ტერფი უფრო დაუახლოვდება ფეხსაცმელს და სიარული უფრო გაგიადვილდებათ.



#7 დარწმუნდით რომ ფეხსაცმელი ზუსტად ერგება თქვენი ფეხების ზომას. დიდი ფეხსაცმლის შემთხვევაში შეავსეთ სივრცე ბამბით ან ჩასაფენი ბალიშებით. პატარა ზომის ფეხსაცმლის შემთხვევაში აუცილებლად წაიღეთ გასაწელად. არ ჩაიცვათ პატარა ფეხსაცმელები, სილამაზის ასეთი მსხვერპლი სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ.



#8 იყავით თავდაჯერებულები!
არ შეუშინდეთ ქუსლის სიგრძესა და ფეხსაცმლის მოდელს. იფიქრეთ თქვენს კომფორტზე, გარეთ გასვლამდე მოსინჯეთ ახალი ფეხსაცმელები სახლში. გახსოვდეთ, მერლინ მონროს სიტყვები:
სწორად შერჩეული ფეხსაცმელებით თქვენ მსოფლიოს დაიპყრობთ!



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top