4 June 2015      TataNakani     Views 4 636    
Category: Fashion / Fun, Interesting

Happy  Birthday Marilyn!

წელს მერლინ მონრო 89 წლის გახდებოდა.
Happy  Birthday Marilyn!

20-ე საუკუნის სექსსიმბოლოსა და ეპოქალური მსახიობის შესახებ ინფორმაცია დღემდე აქტუალურია.
"ის იყო გოგონა, რომელმაც იცოდა რომ უნდა ყოფილიყო ბედნიერი, მაშინაც კი, როდესაც მოწყენილი იყო."

Happy  Birthday Marilyn!

რა ხდებოდა კომედიური ჟანრის მსახიობობის მიღმა. მერლინის ცხოვრების შესახებ 53 წლის შემდეგაც კი უამრავი ამოუცნობი ფაქტია დარჩენილი. გაიგეთ უფრო მეტი რამ მერლინ მონროს შესახებ. 20-ე საუკუნის ICON-ის , ნორმა ჯინის- მერლინ მონროს ცხოვრებისეული დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ქერა ლამაზმანის შესახებ დღემდე არ იცოდით.
Happy  Birthday Marilyn!

#1 "ცეერუს" ყოფილმა თანამშრომელმა, 78 წლის ნორმან ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების ბრძანებით მან მერლინ მონროს სასიკვდილო ნემსი გაუკეთა. ყოფილი "ცეერუშნიკის" განცხადებით მონრო მის მიერ მოკლულ ადამიანთა შორის ერთადერთი ქალი იყო. ნორმან ჰოჯერსის თქმით, კინოვარსკვლავს რომანი ჰქონდა, როგორც პრეზიდენტ კენედისთან, ასევე ფიდელ კასტროსთანაც და მას შეეძლო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება კომუნისტებისთვის, სწორედ ეს გახდა მერლინ მონროს მოკვლის საბაბი.
worldnewsdailyreport.com
Happy  Birthday Marilyn!

#2 Gladys Baker- ამ ადამიანის შესახებ ბევრმა არ იცის, რადგან ფსიქიკურად დაავადებული დედის ვინაობის გამხელას მერლინს აგენტიც უკრძალავდა. თუ დედის შესახებ კითხავდნენ, მას უნდა ეთქვა რომ დედა გარდაცვლილი ჰყავდა. გლედის არ შეეძლო მზრუნველობა გაეწია ნორმასთვის. პატარა მერლინი ბავშთა სახლში იზრდებოდა. 7 წლის ასაკში ის ბოლენდერების სახლში ცხოვრობდა. მერლინის დედას ჰქონდა მცდელობა შვილი ენახა, თუმცა ბოლენდერებმა ხელი შეუშალეს. გლედისმა ქალბატონ ბოლენდერს სახლის კარი წინიდან ჩაუკეტა და ნორმა ტომარაში ჩასმული გამოიყვანა სახლიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ბოლენდერებმა ისევ დაიბრუნეს ნორმა. ნორმას გლედისმა ისევ მოაკითხა, ამჯერად ის სტაბილური და მშვიდი ჩანდა. ამის შემდეგ ნორმა დედასთან ერთად ცხოვრობდა. 1934 წლის ფსიქოლოგიური ტესტებისა და პროცედურების შემდეგ მერლინის დედას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. მან მთელი ცხოვრება იზოლირებულად გაატარა, მერლინისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, რადგან დედა მას ვერც კი ცნობდა.
Happy  Birthday Marilyn!

#3 2015 წელსაც კი დანამდვილებით არაფერია ცნობილი მერლინის მამის შესახებ. დოკუმენტებში მერლინის მამად აღნიშნულია
Martin Mortensen,
თუმცა გლედისი და მარტინი მერლინის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ დაშორებულები. პატარა მერლინს დედამ ულვაშებიანი მამაკაცის ფოტო აჩვენა, რომელიც ძალიან ჰგავდა Clark Gable-ს. ფილმში “The Misfits” მათ ერთად ითამაშეს. ბავშვობაში ფანტაზირებულ მამასთან ერთად, მერლინს პარტნიორობის გაწევა მოუხდა.
Happy  Birthday Marilyn!

ფილმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კლარკი გულის შეტევით გარდაიცვალა. ირიბად ამას მერლინსაც აბრალებდნენ. მერლინმა დანამდვილებით ვერ გაიგო ვინ იყო მამამისი. კლარკის სიკვდილში თავს დამნაშავედ მაინც მიიჩნევდა.
Happy  Birthday Marilyn!

#4 მისი ლეგენდარული მომენტი პირადი ცხოვრების მარცხი გამოდგა. მეტროს ბაქანზე მდგომი მერლინისა და მისი კაბის შრიალის სრულყოფილი კადრი ისტორიას დარჩა. თუმცა ეს კადრი მერლინისთვის მეუღლესთან განშორების მიზეზადაც მოიზრება. Joe DiMaggio არ იყო კმაყოფილი მომხდარით, ცნობილია რომ კადრის აღბეჭვდისთანავე მან მერლინი სასტუმროში შეიყვანა. ნომრიდან ყვირილი ისმოდა. რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებაზე მისულ მერლინს ძალადობის ნიშნები სხეულზე გრიმით დაუფარეს. ერთი თვის შემდეგ ჯო და მერლინი ერთმანეთს დაშორდნენ.
Happy  Birthday Marilyn!

#5 მერლინ მონრო- ეს უბრალოდ მისი მდგომარეობა იყო. სინამდვილეში მუდამ მომღიმარი და მხიარული ადამიანის მიღმა მერლინი სევდიანი ადამიანი იყო. მისი მეგობარი Truman Capote იხსენებს, რომ ლანჩიდან მერლინი დიდი ხნით გაქრა. მის მოსაძებნად წასულს მერლინი სარკის წინ მდგომარე დახვდა. როდესაც ჰკითხა თუ რას აკეთებდა, მან უპასუხა: "მას ვუყურებ."
Susan Strasberg-მა მერლინთან ერთად სეირნობის ერთი დღე გაიხსენა. მათ მთელი დღე ისეირნეს, მერლინი კი არავის შეუმჩნევია. დღის ბოლოს ამ ფაქტით გაკვირვებულ სუზანს მერლინმა ჰკითხა: "გინდა რომ მერლინი გავხდე?".
"უცბად რაღაც სხივი აინთო, რაღაც სხვა იერი მიიღო. უბრალო და შეუმჩნეველი გოგონადან მერლინ მონროდ იქცა."- იხსენებს სუზანი.
"მისი ქორწინებები არ იყო წარმატებული. Joe DiMaggio მიხვდა რომ ის მერლინ მონრო იყო. არტურ მილერმა კი აღმოაჩინა, რომ ის სულაც არ იყო მერლინი." - “The Seven Year Itch-ის” რეჟისორი ბილი ვილდერი.
Happy  Birthday Marilyn!

#6 მერლინ მონრო პოეტიც გახლდათ. მის პირადულ განცდებსა და გრძნობებს ის ლექსებში ამჟღავნებდა. წერდა ყველგან, სადაც შეეძლო. რამდენიმე მათგანი გამოქვეყნებულია. მისი ლექსები მონროს სიღრმისეულ პიროვნებაზე და მგრძნობიარე განცდებზე მოგვითხრობენ.
Happy  Birthday Marilyn!


“Life —
I am of both of your directions
Life
Somehow remaining hanging downward
the most
but strong as a cobweb in the
wind — I exist more with the cold glistening frost.
But my beaded rays have the colors I’ve
seen in a paintings — ah life they
have cheated you.”

#7 მერლინი ბიზნეს ქალბატონიც იყო. ის იყო მეორე ქალბატონი Mary Pickford-ის შემდეგ, რომელმაც საკუთარი კომპანია შექმნა. ის დაუპირისპირდა ავტორიტარულ ჰოლივუდის სტუდიას და შექმნა კომპანია, რომლის მეშვეობითაც პროდუსერის დახმარებით თავად ირჩევდა სასურველ როლებს და არ ექცეოდა ჰოლივუდის სტუდიის ჩარჩოებში. მას შეეძლო საკუთარი კარიერა თავისი სურვილისამებრ გაეგრძელებინა.
"ჩემი კომპანია შეიქმნა იმისათვის, რომ შექმნილიყო უკეთესი ფილმები, გამეუმჯობესებინა ჩემი მუშაობა, დამეცვა ჩემი შემოსავალი და დავხმარებოდი სხვებს შეექმნათ კარგი ფილმები."- მერლინ მონრო.
Happy  Birthday Marilyn!

#8 მას ძალიან უყვარდა ლიტერატურა. ცნობილია, რომ მისი ბიბლიოთეკა 400 წიგნს მოიცავდა. უყვარდა ფოტოსესია წიგნებთან ერთად, რადგან ეს იყო ის საყვარელი საქმე, რასაც ყველაზე ხშირად აკეთებდა. მერლინი ნიკიტა ხრუშოვსაც შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა "ძმები კარამაზოვები" იყო. მერლინს უნდოდა გრუშენკას როლის შესრულება წიგნის ეკრანიზაციაში.
Happy  Birthday Marilyn!

#9 მისი საყვარელი მხატვარი Francisco De Goya იყო.
მონრო ლექსში წერდა: "მე ვიცნობ ამ კაცს, ჩვენ ერთნაირი ოცნებები გვაქვს. 1 წლის ასაკიდან მოყოლებული ისევ ის ოცნებები მაქვს."
Happy  Birthday Marilyn!

#10 მას ძალიან უყვარდა Ella Fitzgerald.
მერლინი ლოს ანჯელესში ერთ-ერთ კლუბში ყოველ დღე სიარულზე თანახმა იყო, თუ ისინი ელას შეასრულებინებდნენ სიმღერებს. კლუბის მეპატრონე დათანხმდა მერლინს, ის კი ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამე სცენის წინ მაგიდასთან იჯდა.
"ამის შემდეგ პატარა ჯაზის კლუბში აღარ მიმღერია. ის არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო."
Happy  Birthday Marilyn!

#11 მისთვის მისაბაძი ადამიანი აბრაამ ლინკოლნი იყო.
ავტობიოგრაფიულ წიგნში- "ჩემი ისტორია" მერლინი წერდა:
"ყველაფერს ვკითხულობდი მის შესახებ. ის იყო ერთადერთი ცნობილი ამერიკელი, რომელიც მე მგავდა. მისი ისტორია ჩემს ბავშვობას გავდა."
#12 მას უყვარდა მზარეულის ამპლუა და შესანიშნავად ამზადებდა კერძებს.
The New York Times-ის ჯგუფმა სცადა მისი რეცეპტით სადილის მომზადება, ამისათვის კი 2 საათი დასჭირდათ.
Happy  Birthday Marilyn!

#13 მას სულ არ ადარდებდა ბრილიანტები.
Happy  Birthday Marilyn!

მას ძალიან ცოტა ბრილიანტის სამკაული ჰქონდა. სამკაულების ნაცვლად ის წიგნებს აგროვებდა. როგორც მისი მეგობარი ფოტოგრაფი იხსენებს, მის მანქანაში ყოველთვის იდო ოდისევსის წიგნი. დიდი ხანი კითხულობდა და ამბობდა რომ ტექსტის ჟღერადობა ძალიან მოსწონდა.
Happy  Birthday Marilyn!


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top