10 June 2015      ANGEL     Views 3 057    
Category: Fashion / Fun, Interesting / Georgians


თბილისში დრესაპ ჯგუფი (ყოფილი ჯინს გალერი) ახალ მაღაზიებს ხსნის

თბილისში, 28 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ოფიციალურად გაიხსნა „ჯინს გალერი ჯგუფში“ შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია. გახსნის ცერემონიალზე ასევე მოხდა ჯგუფის ახალი სახელის - Dressup Group და ლოგოს პრეზენტაცია.

Lee & Wrangler, Levis, Factory
ეს ის მაღაზიებია, რომელშიც შოპინგი კიდევ ერთ ახალ მისამართზე,
ამჯერად უკვე ჭავჭავაძის 29 ნომერში იქნება შესაძლებელი.



მაღაზიების გახსნას, კომპანიის მედია პატრნიორებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და ლოიალურ მომხმარებლებთან ერთად, ესწრებოდნენ Lee-სა და Wrangler-ის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ოფისის გაყიდვების დირექტორი და მარკეტინგის კოორდინატორი. სწორედ კომპანიის გაფართოებამ და ახალი მიმართულებების, კერძოდ კი ფეხსაცმლის ხაზის გაძლიერებამ და ონლაინ გაყიდვების არხის დამატებამ, რომელიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება, მოიტანა ჯგუფის რებრენდინგის საჭიროება.

„დრესაპ ჯგუფი“, რომელიც აქამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი აერთიანებს მაღაზიებს: Levis, Lee & Wrangler, Mavi, Jeans Gallery და Factory - უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

დრესაპ ჯგუფის სლოგანი: „ორიგინალი ჩვენი სტილია“ და ლოგოც - „ფრთიანი D“ - სწორედ ჯგუფის მთავარი არსის გამოხატულებაა. დრესაპ ჯგუფი სულ მალე კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს თბილისის მოსახლეობას ახალი მაღაზიის სახით.

FB.com/DressupGroup
www.mycatalog.ge

✦ თბილისში, ჭავჭავაძის #29-ში Dressup Group-ის
ახალი ბრენდული მაღაზიები: Lee & Wrangler, Levis და Factory გაიხსნა!






ცალკე აღნიშვნის ღირსია ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზია FACTORY, რომლის უკვე მეოთხე და ყველაზე დიდი ფილიალი გაიხსნა სწორედ ჭავჭავაძის 29 ნომერში. მაღაზია FACTORY - „დრესაპ ჯგუფისა“ და სტუდია ROOMS-ის ერთობლივი პროექტია. მაღაზიაში ფექთორი წარმოდგენილია 30 ზე მეტი ევროპული და ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდის უახლესი და ორიგინალი კოლექციები. FACTORY გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რომელიც გარდა ორიგინალურობისა და დახვეწილობისა , საოცრად კომფორტულია მომხმარებლის კუთხითაც და იძლევა მაღაზიაში წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტის მარტივად და სრულყოფილად დათვალიერების საშუალებას.





Category: Fashion / Fun, Interesting / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top