5 August 2015      TataNakani     Views 16 504    
Category: Fashion / Fun, Interesting / Take Care


რა არის ნიუ-იორკული სტილის ყველაზე დიდი საიდუმლო?
ქალბატონების თავდაჯერებულობა.
მათ იციან რა არის ლუქის საუკეთესო ელემენტი, იციან რა უხდება მათ სხეულს, იციან თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ საუკეთესო მხარე და შინაგანი სამყარო. ნიუ-იორკული მოდური ელფერი ნებისმიერი ქალბატონს ეტყობა. მათი წარმატების ფორმულა ერთია.

იხილეთ ნიუ-იორკული სტილის თავისებურებანი.

#1 ნიუ-იორკელი მოდური ქალბატონების ცხოვრება შავი ტყავის ქურთუკის გარეშე წარმოუდგენელია.


#2 ნიუ-იორკელებს უყვართ შავი ფერი. ის დომინანტია.
მთლიანი შავი ლუქი დახვეწილი, სექსუალური და ელეგანტური არჩევანია.


#3 მოდური ქალბატონის ცხოვრება მაღალქულსლიანი ფეხსაცმელების გარეშე წარმოუდგენელია, მითუმეტეს, თუ ის ნიუ-იორკში ცხოვრობს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა ხარისხიანი ფეხსაცმელებით სილამაზის შენარჩუნება მსხვერპლის გარეშეც შეიძლება.


#4 ხარისხიანი და ძვირადღირებული ჩანთები ნიუ-იორკელების სავალდებულო აქსესუარია. მოდური ქალბატონების ლუქის კაშკაშა ელემენტი გამორჩეული მოდის სახლის ჩანთაა.


#5 გსურთ საკუთარი შინაგანი სამყაროს წარმოჩენა? გამორჩეული აქსესუარი ამაში დაგეხმარებათ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ოქროს ან ვერცხლის სამკაული გაიკეთოთ, მათი კომბინაციაც კარგ შედეგს მოგცემთ. ყველასგან გამორჩეული არა სამკაულების სიმრავლით, არამედ დახვეწილი, სადა და განსხვავებული სამკაულით იქნებით.


#6 ნიუ-იორკელი და ნებისმიერი ქალბატონის ყველაზე აუცილებელი პროცედურა თავის მოწესრიგებაა. ვარცხნილობა და მანიკური ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.

#7 წვიმასა თუ მზეში, დღითა და ღამით, ნიუ-იორკული სტილი სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. მიანიჭეთ ლუქს საინტერესო ელფერი თქვენი მოდური აქსესუარის დახმარებით.


#8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქალბატონისთვის თავდაჯერებულობაა. წარმოაჩინეთ თავი, არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს! თავდაჯერებულობა ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, ამის ნათელი მაგალითები კი ნიო-იორკელი ქალბატონები არიან. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს რომ გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, მოდური ლუქები კი ამ ყველაფრის დამტკიცებაში დაგეხმარებათ.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი
Photos- TYLER JOE













Photos- Diego Zuko






























ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Fun, Interesting / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top