;
21 სექტემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 1992-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, მამაკაცი


მამაკაცისთვის #1 სამოსი - ჯინსია , თუმცა არამხოლოდ მამაკაცისთვის. ამჯერად მამრობითი სქესის წარმომადგენლების ტრენდებზე შევჩერდებით. გარდერობის ყველაზე საჭირო, კომფორტული და საყვარელი სამოსი მუდმივად აქტუალურია. მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთფეროვნება და ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენელია სიახლეების გარეშე, წარმოგიდგენთ 2015 წლის ჯინსების ტრენდებს. რას სთავაზობენ მოდის სახლები საშემოდგომო სეზონისთვის მამაკაცებს?
იხილეთ 2015 წლის მამაკაცის ჯინსების ტრენდები.

#1 დახეული ჯინსები.
დახეული ჯინსები თავისუფლების მოყვარული მამაკაცებისთვის აუცილებელი სამოსია. თუმცა ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. სწორად შეარჩიეთ მოდელი, რომელიც საშუალოდ იქნება დასერილი. 1990-იანი წლების ტრენდი დღესაც აქტუალურია.
Ralph Lauren, Levi’s, Saint Laurent - ბრენდები, რომლებიც 2015 წლის საშემოდგომო სეზონისთვის მოდურ ჯინსებს წარმოგვიდგენენ.

#2 შავი ჯინსი.
2014-2015 წლების ყველაზე აქტუალური ტრენდი შავი ჯინსია. ფერი, რომელსაც ნებისმიერ რამეს შეუხამებ, მამაკაცებისთვისაც სასურველი და კომფორტულია. Cheap Monday, Dr Denim, Weekday Nudie, A.P.C., Acne Studios საშემოდგომო სეზონისთვის შავ ჯინსებს წარმოგვიდგენენ.

#3 თავისუფალი ფორმის ჯინსები.
ბევრი მამაკაცისთვის გამოყვანილი ფორმის შარვალი არ არის კომფორტული. სწორედ მათთვის საშემოდგომო სეზონის შემდეგი ტრენდი თავისუფალი ფორმის ჯინსებია. Burton-ის, Next-სა და New Look-ის კოლექციებში ამ ტიპის მოდელებს შეხვდებით.

#4 ღია ფერის შარვლები.
2000 წლიდან თეთრი ჯინსები მოდური მამაკაცების ერთ-ერთი საყვარელი სამოსი გახდა. 2015 წელს საშემოდგომო სეზონისთვისაც კი აქტუალური ტრენდია. მითი, იმის შესახებ რომ თეთრი ფერი მხოლოდ ზაფხულში უნდა გეცვათ, დაივიწყეთ. შეუხამეთ ნებისმიერი ფერის სამოსი ღია ფერის ჯინსებს.

#5 ტრენდი- აკეცილი ჯინსებია. მოდური მამაკაცისთვის ეს უცნობი არ არის. შესძინეთ სხვა ელფერი თქვენს სტილს და იყავით თავისუფლები, აირჩიეთ საკუთარი სტილის ელემენტები და
იყავით განსხვავებულები .




ავტორი: ტატა ნაკანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, მამაკაცი
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top