23 September 2015      TataNakani     Views 5 071    
Category: Fashion / Stars

ნებისმიერი ადამიანისთვის ინდივიდუალური სტილი მისი ხელწერაა. ჰოლივუდის ვარსკლავებისა თუ ყველასთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრება წარმოუდგენელია დამახასიათებელი სტილის გარეშე, თუმცა არიან მათ შორის გამორჩეულებიც. ადამიანების უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში უნიკალური სტილის ძიებაშია, თუმცა ანჯელინა ჯოლისთვის, ოლივია პალერმოსა და სხვებისთვის უკვე არსებობს ის ელემენტები, რომელთა გარეშეც მათი სტილი სრულყოფილი ვერ იქნება.
იხილეთ 10 ცნობილი ადამიანის სტილის ხელწერა.

Alexa Chung-ისთვის თეთრ საყელოიანი სამოსი უნიკალური საშუალებაა იყოს მუდმივად განსხვავებული.

Angelina Jolie-Pitt-ის ნებისმიერი ლუქის ძირითადი ფერი შავია. ელეგანტური და იდუმალი არჩევანი ანჯელინას სტილის დამახასიათებელი ელემენტია.

Cara Delevingne-ის ყველაზე საყვარელი სამოსი კოსტუმია. თავისუფალი ქალბატონისთვის ყველაზე კომფორტული არჩევანი - სტილის სავიზიტო ბარათია.

გინახავთ Gwen Stefani წითელი ტუჩსაცხის გარეშე?
სწორედ ეს დეტალი ქმნის მის ინდივიდუალურ სტილს.

Karen Elson-ის ყველაზე საყვარელი სამოსი აბრეშუმის კაბაა. მოდელი წითელ ხალიჩაზე უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის კაბებით იწონებს თავს.

Kate Moss-ის სტილი კოსტუმების გარეშე წარმოუდგენელია. საინტერესო და იდუმალი ქალბატონი პრიორიტეტს შავ ფერს ანიჭებს.

Kim Kardashian-მა კარგად იცის საკუთარი სხეულის დემონსტრირება. გამოყვანილი სამოსი მის ფორმებს უფრო მეტად წარმოაჩენს.

Olivia Palermo-ს საინტერესო სტილი ყოველთვის მოიცავს აქსესუარებს. Westward Leaning-სთან კოლაბორაციით შექმნილი სათვალე მისი საყვარელი აქსესუარია.

Rosie Huntington-Whiteley-ის ცხოვრება დატვირთულია მოგზაურობებით. მოდელის სამოგზაურო სტილი ქუდის გარეშე წარმოუდგენელია.

ტეილორ სვიფტის საყვარელი არჩევანი ტოპი და ქვედაბოლოა. მისთვის დამახასიათებელი სტილით მომღერალი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top