;
23 სექტემბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 2100-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Fall Trend: New Romance

შემოდგომის ტრენდი: ახალი რომანტიკა

"ახალი რომანტიკა" ამ შემოდგომის ერთ-ერთ მთავარ ტენდეციად დასახელდა. თანამედროვე მოდაში წესები არ არსებობს -- უჯრედები უხდება ზოლებს, ბეწვს იცვამენ ზაფხულშიც, კაბის კომბინაციას კი ზამთარში. რადგანაც წესები არ არსებობს, ტენდეციებიც არ არის-მოდურია ყველაფერი!

Fall Trend: New Romance

ვიქტორიანულმა ეპოქამ საოცარი სისწრაფით შეცვალა 80-იანები. 70-იანები არ დაობენ 50-იანებთან. მინიმალიზმი კი საუკეთესოდ თანაარსებობს გლამურულ სიმდიდრესთან.

Fall Trend: New Romance
J.W. Anderson

შემოდგომა-ზამთარი 2015/16-მა მოაწესრიგა სამომხმარებლო ქაოსი. როგორც იქნა შემოგვთავაზეს ტრენდი, რომელიც ტყუილუბრალოდ დავივიწყეთ: არააქტუალური, მაგრამ იმდენად მოულოდნელი, რომ ის მომენტალურად გახდა ჰედლაინერი. საქმე ეხება ახალ რომანტიკას.

Fall Trend: New Romance

ისე მოხდა, რომ რაც არ უნდა მოხდებს მოდაში, იღებს სახელწოდებას "ახალი". ჩვენ უკვე გადავიტანეთ "ახალი მინიმალიზმი" და "ახალი შავი","ახალი რომანტიკის" დროც მოვიდა.

Fall Trend: New Romance
J.W. Anderson
Fall Trend: New Romance
Balenciaga
Fall Trend: New Romance
Marc Jacobs

რითი განსხვავდება ის ძველისგან? გამბედაობითა და თავდაჯერებულობით. ეს ჟღერს როგორ კლიშე, რომელსაც დიზაინერები იმეორებენ კოლექციების პრეზენტაციებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა.

Fall Trend: New Romance
Gucci
Fall Trend: New Romance

ადრე, რომანტიკა ნიშნავდა ფაშფაშა კაბებს, ჰაეროვან ბლუზებს, ყვავილის პრინტებს, მფრინავ ქსოვილებს. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა.

Fall Trend: New Romance

"ახალი ტრენდი წარმოიშვა ფემინიზმის წყალობით. რომელთანაც მოდას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მჭიდრო კავშირი."

Fall Trend: New Romance
Loewe

საკმარისია შევხედოთ ალექსანდრ მიკელეს კოლექციას Gucci-სთვის, გასაგები გახდება, რომ დღევანდელი რომანტიკა, ეს პასუხობს კითხვას "როგორ?" და არა "რა?". როგორ შევუხამოთ ბეწვის პალტო ნაკეცებიან გრძელ კაბას, შიფონს, ბარხატს, ღია კრუჟაოს...

Fall Trend: New Romance
Marc Jacobs

გუჩის პრაქტიკული მიდგომა სავსებით გასაგებია - მიკელე ხომ პირველ რიგში სტილისტია და არა დიზაინერი. მაგრამ სხვა ბრენდებიც იყენებენ იგივე ხერხებს — ფუმფულა წულის კაბა და ტვიდის ჟაკეტი Saint Laurent-თან, ფერებში მოცურავე გრძელი კარდიგანი და კაბა J.W. Anderson-თან, სვიტრები და ჟილეტები Loewe-სთან.

Fall Trend: New Romance
Gucci

ეს არ არის მრავალი შრის ერთმანეთში არევა, ეს არის ხერხი, რომ გამოიკვეთოს ქალურობა. ძალდაუტანებლად, მარტივად, ბუნებრივად. ახალ რომანტიკულ გმირს არ ეშინია გამოიყურებოდეს ისე თითქოს სრულ სიბნელეში გამოეწყო, მაგრამ ყოველტვის ამჯობინებს ჯინსებს კაბასა და ქვედაბოლოს.

Fall Trend: New Romance
Erdem

ყველა ეპოქას თავისი რომანტიკა აქვს. 1960-იანების ბოლოს ისინი გამოდიოდნენ პარიზის ბარიკადებზე, 1970-იანებში ცეკვავდნენ სტუდიებში, 1980-იანებში დადიოდნენ პანკ-კონცერტებზე, 1990-იანებში კი უსმენდნენ გრანჟს.

Fall Trend: New Romance
Chloe

ჩვენი დროის რომანტიკა არ არის დაკავშირებული მუსიკასთან ან პოლიტიკასთან. პოდიუმზე ის გაჩნდა ფემინიზმის დახმარებით, სოციალური ვითარების გათვალისწინებით, რასთანაც მოდას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მჭიდრო კავშირი. დიზაინერებს ხშირად სდებდნენ ბრალს იმაში, რომ ისინი კარნახობდნენ თანამედროვე ქალს წესებს სტილში, წყვიტავდნენ მის მაგივრად, რა უნდა აერჩია მას.

Fall Trend: New Romance
Fall Trend: New Romance

მაგრამ, პოლიტკორექტულობა მოდაშიც შეიჭრა. ახალი რომანტიკა ამის დასტურია. ბრენდები მასთან გაცილებით ფრთხილად მოქმედებენ- ერთის მხრივ გვთავაზობენ ავირჩიოთ ქალურობა, მაგრამ მეორე მხრივ მოდის მოყვარულებს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებენ.

Fall Trend: New Romance
Celine
Fall Trend: New Romance

გიყვართ მინიმალიზმი? მასაც შეუძლია იყოს რომანტიკული. როგორც მსუბუქი თექის კაბები Calvin Klein-ის კოლექციაში. მამაკაცურ სტილში ადვილად მყარდება რომანტიკის "გენი". ამის ნათელი მაგალითია Dior-ის კოსტუმები თავისუფალ შარვლებთან და ჟაკეტებთან.

Fall Trend: New Romance
Balenciaga

საბოლოოდ, მოდური ტენდეცია ჩვენი თაობის უნივერსალური გაჯეტის ფუნქციას ითავსებს. ერთი ტრენდის ჩარჩოებში თანამედროვე ქალს შეუძლია იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით, აირჩიოს თავისი სულის ხასიათი როგორც აიპადზე.

Fall Trend: New Romance
Nina Ricci

"არანაირი მხრებისა და თეძოების გაზრდა, სასტიკი სილუეტები ან დრაპირება-ხაზები უნდა იყოს გლუვი და მსუბუქი."

Fall Trend: New Romance
Gucci

ერთადერთი, რასაც ახალი ტრენდი უარყოფს ეს არის ქალური ფიგურის "დაშლა" რთულ აჭრებად. რომანტიკული ტანისამოსის ხაზები უნდა იყოს საოცრად მსუბუქი.

Fall Trend: New Romance
Michael Kors

დიზაინერებმა კი დაგვიტოვეს არჩევანი, თუმცა მაინც დაშიფრეს თავიანთ კოლექციებში გზავნილი, აქტუალური როგორც არასდროს: ნებისმიერ სიტუაციაში ქალი უნდა დარჩეს ქალად. და ეს წესი უცვლელია.

Fall Trend: New Romance
Valentino

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top